საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მოხეტიალე პლანეტა, რომელიც პლანეტათა წარმოქმნის ამჟამინდელ მოდელს ეჭვქვეშ აყენებს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-20 19:50:00

გიგანტური მოხეტიალე სხეული, რომელსაც ერთ დროს უწოდეს „პლანეტა, რომელიც იქ არ უნდა იყოს“, როგორც ჩანს, სინამდვილეში მართლაც კოსმოსის სიღრმეებში წარმოიქმნა — ამჟამინდელი მასპინძელი ვარსკვლავისგან შორს, იმ ნივთიერებების გარეშე, რომლებისგანაც როგორც წესი, პლანეტები იბადებიან.  

ამ ანომალიას HD 106906b ეწოდება და წარმოადგენს ახალგაზრდა პლანეტას, რომელიც დედამიწიდან 300 სინათლის წლის მანძილზე, ჯვრის თანავარსკვლავედში მდებარეობს. HD 106906b 2013 წელს აღმოაჩინეს და იგი იმ მხრივაა უნიკალური, რომ საკუთარ ვარსკვლავს გარს უვლის ძალიან შორიდან, 650 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან, რაც დედამიწასა და მზეს შორის არსებულ მანძილს 650-ჯერ აღემატება. 

შედეგად, HD 106906b ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი პლანეტაა, რომელის მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ასეთი დიდი მანძილიდან მოძრაობს; ერთი სრული შემოვლისთვის მას 1500 წელი სჭირდება. 

ამ პლანეტის მთავარი უცნაურობა კი ისაა, რომ მისი შორეული ორბიტა მდებარეობს მასპინძელი ვარსკვლავის, HD 106906-ის გარშემო არსებული კომსოსური ნარჩენების გადაღმა, საკმაოდ შორს. ამ ნარჩენი მტვრისა და გაზისგან როგორც წესი, პლანეტები იბადება. 

ამ შემთხვევაში, ნარჩენების დისკი ვარსკვლავთან ათჯერ უფრო ახლოს მდებაროებს, ვიდრე HD 106906b, რაც წარმოშობს კითხვას — საიდან მოვიდა ეს უცნაური მოხეტიალე პლანეტა? 

„პლანეტათა ფორმაციის შეხახებ ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული თეორიები ნარჩენების დისკის მიღმა პლანეტის არსებობას გამორიცხავს“, — ამბობს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი სმადარ ნაოზი. 

ნაოზი და მისი ჯგუფი ამჟამად ამუშავებს მოდელს, რომელმაც HD 106906b-ს ორბიტული გზა უნდა განსაზღვროს. 

HD 106906b-ის აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერები ცდილობენ ახსნან თუ როგორ აღმოჩნდა იგი ვარსკვლავიდან ასე შორს, ნარჩენების დისკს გადაღმა, რადგან ეგზოპლანეტათა უმრავლესობა როგორც წესი, ამ დისკს შიგნით მდებარეობს. 

იგივე ხდება ჩვენთან, მზის სისტემაშიც — მზის გარშემო მოძრავი ყველა პლანეტა კოიპერის სარტყლის შიგნითაა მოქცეული. კოიპერის სარტყელი ნარჩენების დისკია, რომელიც ნეპტუნს გადაღმაა განფენილი და მოიცავს ჯუჯა პლანეტებსა და მზის სისტემის ფორმაციის შემდეგ დატოვებულ სხვა ნარჩენებს.  

ერთ-ერთი წინა კვლევის მიხედვით, HD 106906b შესაძლოა ნარჩენების დისკს შიგნით დაიბადა, თუმცა შემდეგ, გრავიტაციულმა ურთიერთქმედებამ პლანეტა გამოაგდო და შორეულ დევნილობაში გაუშვა, თუმცა ასე არ ფიქრობს ნაოზის ჯგუფი. 

კარნეგის მეცნიერებათა ინსტიტუტის ერთ-ერთმა მკვლევარმა, ერიკა ნესვოლდმა შექმნა კომპიუტერული მოდელი, ე. წ. სუპერნაწილაკის მეთოდის ალგორითმი კოიპერის სარტყლებსა და ნარჩენების დისკებში შეჯახებებისთვის, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ეს პლანეტა ნარჩენების დისკს მიღმა წარმოიქნმა. 

მოდელირებისას აიღეს HD 106906-ის სისტემის შესახებ არსებული მონაცემები და დაიანგარიშეს თუ როგორ იმოქმედებდა გარე პლანეტა, მაგალითად HD 106906b, ვარსკვლავის ნარჩენთა დისკის სტრუქტურაზე. 

უცნობია შეიცავს თუ არა HD 106906-ის სისტემა კიდევ სხვა პლანეტებს, მაგრამ როგორც მოდელიდან ირკვევა, ნარჩენების დისკის ამჟამინდელი ელიფსური ფორმა მიესადაგება HD 106906b-ის ერთადერთ ორბიტას. 

გარდა ამისა, მოდელი ასევე მიუთითებს, რომ ყველაზე დიდი ალბათობით, HD 106906b დისკს მიღმა დაიბადა. იმ შემთხვევაში კი, თუ იგი მართლაც დისკს შიგნით წარმოიქმნა და შემდეგ, გრავიტაციული ეფექტის შედეგად გარეთ გაიტყორცნა, ნიშნავს იმას, რომ დისკს ამჟამინდელისგან სრულიად განსხვავებული ფორმა უნდა ჰქონოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით თუ როგორ აღმოჩნდა HD 106906b მასპინძელი ვარსკვლავისგან ასე შორს, იმ გაზისა და მტვრის გადაღმა, რომლისგანაც ტრადიციულად, პლანეტები იბადებიან, როგორც მინიმუმ, ოდნავ მაინც დავიწროვდა პლანეტატა დაბადების ჯერჯერობით ბოლომდე გაურკვეველი ისტორია. 

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა. 





მომზადებულია carnegiescience.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NASA-მ ასობით პლანეტა აღმოაჩინა, მათ შორისაა დედამიწის მსგავსი 10 ახალი ეგზოპლანეტა
NASA-მ ასობით პლანეტა აღმოაჩინა, მათ შორისაა დედამიწის მსგავსი 10 ახალი ეგზოპლანეტა
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის ჯგუფ
წაკითხვა
7 ყველაზე ექსტრემალური პლანეტა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის
7 ყველაზე ექსტრემალური პლანეტა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის
ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა
წაკითხვა
აღმოჩენილია ყველაზე ცხელი პლანეტა, რომელიც ვარსკვლავთა უმეტესობაზე მხურვალეა
აღმოჩენილია ყველაზე ცხელი პლანეტა, რომელიც ვარსკვლავთა უმეტესობაზე მხურვალეა
მეცნიერებმა იპოვეს ეგზოპლანეტა, რომელიც ყ
წაკითხვა
გიგანტურ რგოლებიანი პლანეტა, რომელიც ვარსკვლავის იდუმალ ჩაბნელებებს იწვევს
გიგანტურ რგოლებიანი პლანეტა, რომელიც ვარსკვლავის იდუმალ ჩაბნელებებს იწვევს
დედამიწიდან 1000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავს გარს ულვის იუპიტერზე 50-ჯერ დიდი,
წაკითხვა
ახლომდებარე ვარსკვლავთან კიდევ ერთი „სუპერდედამიწა“ აღმოაჩინეს
ახლომდებარე ვარსკვლავთან კიდევ ერთი „სუპერდედამიწა“ აღმოაჩინეს
ევროპელი ასტრონომები მზის სისტემის მიღმა
წაკითხვა
აღმოჩენილია უკიდურესად გაბერილი, ძალიან დაბალი სიმკვრივის ეგზოპლანეტა
აღმოჩენილია უკიდურესად გაბერილი, ძალიან დაბალი სიმკვრივის ეგზოპლანეტა
ასტრონომებმა აღმოაჩინეს გიგანტური, იუპიტე
წაკითხვა
წყლით მდიდარ ეგზოპლანეტაზე უცნაური, პრიმიტიული ატმოსფერო აღმოაჩინეს
წყლით მდიდარ ეგზოპლანეტაზე უცნაური, პრიმიტიული ატმოსფერო აღმოაჩინეს
ნეპტუნის ზომის შორეული პლანეტის გარშემო ატმოსფეროს აღმოჩენამ მეცნირები საკმაოდ გააკვირვა და კ
წაკითხვა
აღმოჩენილია სატურნის მასის ორი ახალი ეგზოპლანეტა
აღმოჩენილია სატურნის მასის ორი ახალი ეგზოპლანეტა
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა, შორეული ვ
წაკითხვა
2656

უახლესი