საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ალეკო ელისაშვილს სასამართლომ ეკა ბესელიას საჩივრის საფუძველზე 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თამარ ნადარეიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-03-20 17:57:00


„მე მექრთამისთვის არაფრის გადახდას ვაპირებ“, - ასე გამოეხმაურა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მას საჯაროდ, დეპუტატ ეკა ბესელიას მისამართით მისივე განცხადების უარყოფა და ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა დაევალა.

როგორ ელისაშვილმა აღნიშნა, ის რომ ეკა ბესელიამ თავისი მორალი და და ღირსება 20 500 ლარად შეაფასა, ხოლო სასამართლომ ეს თანხა 1000 ლარამდე ჩამოსწია, „ამ ფაქტით კარგად ერთობა“.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით მისი შეშინება სურთ.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლებას ბოლომდე ლაგამი აქვს ამოდებული სასამართლოსთვის და ამით იმის ჩვენება სურთ, რომ თუ ვინმე გაბედავს „ოცნების“ მექრთამეებზე ხმის ამოღებას, მათაც ისევე მოექცევა სასამართლო და პროკურატურა, როგორც მას", -აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს უსაფუძვლო ბრალდებების წაყენებისთვის სასამართლოში უჩივლა.

მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ბესელია 20 500 ლარის გადახდას ითხოვა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ირმა ინაშვილი - გელა მიქაძე აპირებს სამართლებრივ ბრძოლას, რათა დადასტურდეს სიმართლე
ირმა ინაშვილი - გელა მიქაძე აპირებს სამართლებრივ ბრძოლას, რათა დადასტურდეს სიმართლე
გელა მიქაძე აპირებს სამართლებრივ ბრძოლას რათა დადასტურდეს სიმართლე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მისი თანაგუნდელისთვი
წაკითხვა
ეკა ბესელია - ყალბი დოკუმენტის გამოყენება, როდესაც წვევამდელი ცდილობს თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს, დასჯადი იქნება
ეკა ბესელია - ყალბი დოკუმენტის გამოყენება, როდესაც წვევამდელი ცდილობს თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს, დასჯადი იქნება
„ყალბი დოკუმენტის გამოყენება ან სხვაგვარი მოტყუება, როდესაც წვევამდელი ცდილობს თავი აარიდოს ს
წაკითხვა
პატიმრობის პერიოდში ქრთამის მიცემის საქმეზე, ცოტნე გამსახურდია სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
პატიმრობის პერიოდში ქრთამის მიცემის საქმეზე, ცოტნე გამსახურდია სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას მიმართ სააპელაციო სასამართლომ გამამა
წაკითხვა
სასამართლო კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
სასამართლო კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლო კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. 
წაკითხვა
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებული  221 პირის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებული 221 პირის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებული 200-ზე მეტი პირი სასამართლოში წარადგინეს.
წაკითხვა
დეკანოზ მამალაძის ადვოკატები პატივისა და ღირსების შელახვის, ასევე ცილისწამებისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ - რას პასუხობს საპატრიარქოს იურისტი
დეკანოზ მამალაძის ადვოკატები პატივისა და ღირსების შელახვის, ასევე ცილისწამებისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ - რას პასუხობს საპატრიარქოს იურისტი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები პატივისა და ღირსების შელახვის, ასევე ცილისწამებისთვის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. 
წაკითხვა
გიგლა აგულაშვილი - შევთანხმდით, რომ მიწების გასხვისებაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს, საგამონაკლისო წესს კი ორგანული კანონი დაადგენს
გიგლა აგულაშვილი - შევთანხმდით, რომ მიწების გასხვისებაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს, საგამონაკლისო წესს კი ორგანული კანონი დაადგენს
მიწების გასხვისების შესახებ კონსტიტუციაში
წაკითხვა
ეკა ბესელია თორდია-ფარცხალაძის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
ეკა ბესელია თორდია-ფარცხალაძის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გენერალური აუდიტორის,
წაკითხვა
1262

უახლესი