საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები საკრებულოს თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს ხვდებიან

თამარ ნადარეიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-03-20 16:49:00

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილსა და უმრავლესობის წევრებს ხვდებიან.

როგორც დაზარალბულებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, მათი უპირველესი მოთხოვნა ერთჯერადი დახმარების სახით 5000 ლარის მიღებაა.

ამასთან, სხვა მოთხოვნებს შორისაა საბანკო შეღავათები, ალტერნატიული ფართების გამოყოფა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის რიმა ბერაძის განმარტებით, მათი მოთხოვნით დაზარალებულებმა წარმოადგინეს სია, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაზე დააზუსტებენ და ყველა საკითხს დეტალურად გაივლიან.

როგორც ბერაძემ აღნიშნა, მათი სურვილი ამ ადამიანების დახმარება და თანადგომაა.

დეპუტატი არ აკონკრეტებს, საიდან მოხდება დაზარალებულებისთვის მისაცემი თანხების გამოყოფა.

დაზარალებულების ნაწილი შეხვედრის დასრულებას საკრებულოს შენობასთან ელოდება.

ეს არის რიგით მე-5 შეხვედრა, რომელსაც საკრებულოს უმრავლესობა ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან მართავს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ხანძარი ბათუმში - ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სხვენს გაუჩნდა
ხანძარი ბათუმში - ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სხვენს გაუჩნდა
ბათუმში, ოძელაშვილის 31 ნომერში ხუთ სართუ
წაკითხვა
„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები პროტესტს განაგრძობენ
„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები პროტესტს განაგრძობენ
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დედაქალაქის საკრებულოს შეთავაზებას არ თანხმდებიან და პროტესტს განაგრძობენ. 
წაკითხვა
ლოტკინზე გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ლოტკინზე გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ლოტკინზე, ალექსანდრე სუვოროვის ქუჩაზე ხან
წაკითხვა
 „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები 3000-ლარიან კომპენსაციაზე უარს აცხადებენ და აქციებს გეგმავენ
„ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები 3000-ლარიან კომპენსაციაზე უარს აცხადებენ და აქციებს გეგმავენ
 „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ხვალიდან აქციებს გეგმავენ. დღეს კი ისინი მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ დ
წაკითხვა
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრისას დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრისას დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან
მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ბავშვთა სამყაროს ხანძრის დროს დაზარალებულ
წაკითხვა
„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები 25 მარტიდან მასშტაბურ აქციებს გეგმავენ
„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები 25 მარტიდან მასშტაბურ აქციებს გეგმავენ
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედე
წაკითხვა
რა საკითხებზე იმსჯელეს საკრებულოს  რიგგარეშე სხდომაზე
რა საკითხებზე იმსჯელეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე
„ბავშთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების კომპენსაციის საკითხი განხილვის თემა იყო დედაქალაქის საკრებულოში. 
წაკითხვა
ე.წ. ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 მოვაჭრე მერიისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებს
ე.წ. ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 მოვაჭრე მერიისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებს
ე.წ. ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 პირი უახლოეს დღეებში თბილისის მერიისგა
წაკითხვა
306

უახლესი