საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

523

საგარეჯოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჟანა დიდებაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-03-20 15:47:00 განახლებულია 2017-03-20 16:10:00

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში გაჩენილ ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო 11 წლის გოგონამ და 8 წლის ბიჭმა. მსუბუქი დამწვრობა მიიღო ბავშვების დედამაც.

მოზარდები თბილისში, დამწვრობის ცენტრში არიან მოთავსებულები, ბავშვების დედა კი საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სოფლის გამგებლის წარმომადგენელის სოლომონ გრძელიშვილის ინფორმაციით, ხანძარი სახლის მეპატრონე მამაკაცმა გააჩინა, მაშინ როდესაც ცოლ-ქმარს და ბავშვებს ეძინათ.

შუახნის მამაკაცმა, გრძელიშვილის ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

„ცეცხლი ამავე სახლში მცხოვრებმა ასაკიანმა კაცმა ღამის პირველ საათზე მაშინ გააჩინა, როდესაც ოჯახს ეძინა. ნათესავები არ ყოფილან, შვილი დაეღუპა და ეს ოჯახი თავისთან წაიყვანა, მომხედეთ და სახლს დაგიმტკიცებთო.

უკვე შვიდი წელია ერთად ცხოვრობენ. ფსიქიკური პრობლემების შესახებ არასდროს შეგვიმჩნევია, გაწონასწორებული კაცი იყო. რა გახდა მისი ასეთი საქციელის მიზეზი, უცნობია. ხანში შესულმა მამაკაცმა მომხდარის შემდეგ ვენახში თივის ზვინს წაუკიდა ცეცხლი და თავადაც თვითმკვლელობა სცადა, ახლა ისიც მძიმე დამწვრობით რეანიმაციაში იმყოფება. ბავშვების სიცოცხლეს, როგორც ვიცი, საფრთხე არ ემუქრება." - განაცხადა სოლომონ გრძელიშვილმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სიმონეთში, თავდაცვის სამინისტროს მე-3 ქვეითი ბრიგადის სასროლეთში ხანძარი ლოკალიზებულია
სიმონეთში, თავდაცვის სამინისტროს მე-3 ქვეითი ბრიგადის სასროლეთში ხანძარი ლოკალიზებულია
სიმონეთში ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ოპერატიული მართვის ცენტრ  112 -დან მიიღეს შეტყობინება
წაკითხვა
ადიგენში, დერცელის მთაზე ხანძარია
ადიგენში, დერცელის მთაზე ხანძარია
ადიგენის რაიონში,
წაკითხვა
თუშეთში ხანძარია - სოფლების გირევისა და ჰეღოს მახლობლად მდებარე საძოვრებს ცეცხლი უკიდია
თუშეთში ხანძარია - სოფლების გირევისა და ჰეღოს მახლობლად მდებარე საძოვრებს ცეცხლი უკიდია
თუშეთში ხანძარია - სოფლების გირევისა და &
წაკითხვა
თერჯოლის სოფელ ნახშირღელეში ხანძარი ლოკალიზებულია
თერჯოლის სოფელ ნახშირღელეში ხანძარი ლოკალიზებულია
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ
წაკითხვა
თერჯოლის სოფელ ნახშირღელეს ტყეში ხანძარია
თერჯოლის სოფელ ნახშირღელეს ტყეში ხანძარია
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეს ტყეში ხანძარია. რაიონის გამგებლის, თემურ ქოჩიაშვილის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახ
წაკითხვა
ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია - რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი
ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია - რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი
თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.  
წაკითხვა
ადგილი, რომელიც ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაიწვა [ვიდეოკადრები]
ადგილი, რომელიც ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაიწვა [ვიდეოკადრები]
​ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ოფიციალური მონაცემებით, იწვოდა 1500-დან
წაკითხვა
ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ
წაკითხვა