საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ყალბი ქორწინებები და გაყიდული ინდოელი გოგონები - ტრეფიკინგი ჰაიდერაბადში

გიორგი ურუშაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-19 20:22:00

"იმ საღამოს თავისთან წამიყვანა და ჩემზე იძალადა. ვტიროდი. მან მითხრა: "მე შენ გიყიდე და რასაც მინდა იმას გაგიკეთებ. შენ მშობლებს ფული გადავუხადე. მე შემიძლია იმდენი ხანი გამოგიყენო, რამდენი ხანიც მინდა. ასე რომ, დადუმდი".

მუნერა ბეგამი ახლა 19 წლისაა და ინდოეთში, ჰაიდერაბადში ცხოვრობს. მისი თქმით, ის სულ რაღაც 12 წლის იყო, როდესაც მისმა მშობლებმა ძალით მიათხოვეს 70 წლის ომანელ კაცს და ამაში ფული აიღეს. 

​მუნერა თავის პირველ ღამეს "წამების" სახელწოდებით მოიხსენიებს.

"მე არ მქონდა განათლება და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემ თავს", - ჰყვება მუნერა. მისი თქმით, 70 წლის კაცს ის 2 თვის განმავლობაში ოთახში ჰყავდა გამოკეტილი და გამუდმებით აუპატიურებდა.

"როდესაც ის სადმე მიდიოდა, მე ოთახში მკეტავდა და როცა ბრუნდებოდა ჩემი წამება ახლიდან იწყებოდა", - ამბობს მუნერა. 

​პოლიციის განცხადებით, ჰაიდერაბადში ასობით მსგავსი შემთხვევაა გამოვლენილი. ღარიბი ოჯახები საკუთარ შვილებს მდიდარ ტურისტებზე ყიდიან, რომლებიც ქალაქში სექსის საძებნელად არიან ჩამოსულები.

CNN საკუთარი გამოძიების ფარგლებში არაერთ თავშესაფარს ეწვია და იქ ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს გაესაუბრა. როგორც ირკვევა, საქმე ადამიანების ტრეფიკინგთან გვაქვს, რასაც ჩახლართულ სქემასთან მივყავართ, რომელშიც აგენტები, ბროკერები და სხვადასხვა პირები არიან ჩართულები.

​ნადირობა ღარიბ ოჯახებზე

​აგენტები გაფანტულები არიან შუა აზიასა და აფრიკაში. ჰაიდერაბადში ისინი ბროკერების სახელით არიან ცნობილები. ისინი ღარიბ ოჯახებს უკავშირდებიან და მათ გოგონების გაყიდვას სთავაზობენ. ოჯახები სიღარიბის გამო თანხმდებიან და საკუთარ შვილებს მსხვერპლად წირავენ.

​აგენტების კლიენტები ძირითადად უცხოელი მოხუცი ტურისტები არიან. ისინი მათ გოგონებს აჩვენებენ, რის შემდეგაც კლიენტები რომელიმე მათგანს ირჩევენ.

​მუნერას შემთხვევა მხოლოდ ერთ-ერთია. CNN-ის ცნობით, მსგავსი შემთხვევები უამრავია და სამწუხაროდ, ეს სქემა დღესაც მოქმედია.


წყარო: CNN
ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრებში მიმართვიანობამ მოიმატა - როგორია სტატისტიკა
ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრებში მიმართვიანობამ მოიმატა - როგორია სტატისტიკა
ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრებში მიმართვიანობა მატულობს. სტატისტიკის მიხედვით, მაჩვენებელი წლიდან წლამდე 30%-ით იზრდება. 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მივესალმებით ტურისტებს ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ევროპიდან, აშშ-დან, აზიიდან, მაგრამ სახელმწიფო უწყებებს აქვთ ძალიან მკაფიო დისკრეცია, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები
გიორგი კვირიკაშვილი - მივესალმებით ტურისტებს ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ევროპიდან, აშშ-დან, აზიიდან, მაგრამ სახელმწიფო უწყებებს აქვთ ძალიან მკაფიო დისკრეცია, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები
მივესალმებით ტურისტებს ინდოეთიდან, ჩინეთი
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - შეიძლება ვიზა გქონდეს, თუმცა საერთაშორისო ნორმები, დასაბუთების შემთხვევაში, უარს ითვალისწინებს
მიხეილ ჯანელიძე - შეიძლება ვიზა გქონდეს, თუმცა საერთაშორისო ნორმები, დასაბუთების შემთხვევაში, უარს ითვალისწინებს
შეიძლება ვიზა გქონდეს, თუმცა საერთაშორისო ნორმები, დასაბუთების შემთხვევაში, უარს ითვალისწინებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ინდოეთის მოქალაქის საქართველოში არშე
წაკითხვა
გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული ინდოეთის ორი მოქალაქის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული ინდოეთის ორი მოქალაქის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
გვიან ღამემდე გაგრძელდა გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული ინდოეთის ორი მოქალაქის დაკითხვა ისანი-სამგორის სამმართველოს პირველ განყოფილ
წაკითხვა
დაკავებულია ინდოეთის ორი მოქალაქე, რომლებსაც არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედებათ ბრალი
დაკავებულია ინდოეთის ორი მოქალაქე, რომლებსაც არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედებათ ბრალი
დაკავებულია ინდოეთის ორი მოქალაქე, რომლებსაც არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედებათ ბრალი. 
წაკითხვა
ინდოეთში მოხალისეებმა ერთ დღეში 66 მილიონი ხე დარგეს
ინდოეთში მოხალისეებმა ერთ დღეში 66 მილიონი ხე დარგეს
ინდოეთში მოხალისეებმა ერთ დღეში 66 მილიონი ხე დარგეს. აქციაში მონაწილეობას ნახევარი მილიონი ა
წაკითხვა
შსს: საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების უმაღლეს საფეხურზე რჩება
შსს: საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების უმაღლეს საფეხურზე რჩება
საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების უმაღლეს საფეხურზე რჩება. 
წაკითხვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ისევ შეფასების პირველ კალათაშია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ისევ შეფასების პირველ კალათაშია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 27 ივნისს გამოქვეყნებული
წაკითხვა
3796

უახლესი