საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

„იფიქრეს, მამა „სკაიპით“ ბებიას ესაუბრებოდა“ – რას ამბობს რობერტ კელის ოჯახი BBC-ის ინტერვიუს შემდეგ

გამოქვეყნებულია 2017-03-11 10:57:00 განახლებულია 2017-03-11 12:25:00


BBC-ის ეთერში ინტერვიუს დროს პროფესორ რობერტ კელის ოთახში შვილები შეუცვივდნენ, რამაც მას მცირე უხერხულობა შეუქმნა, თუმცა ბავშვების გამოჩენამ წამყვანი ძალიან გაამხიარულა. პატარები ერთ დღეში ინტერნეტის ვარსკვლავები გახდნენ და მათ შესახებ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები წერდნენ.

ბავშვების ბებია ელენ კელი Daylimail-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ბავშვებს ეგონათ, მამა სკაიპით ბებიას ელაპარაკებოდა და ამიტომ შევიდნენ ოთახში ერთიმეორის მიყოლებით. მისი თქმით, სკაიპის საშუალებით, რობერტსა და მის მეუღლეს ხშირად ესაუბრებიან.

„რობერტი, როგორც წესი, იმ ოთახიდან გვესაუბრება ხოლმე, საიდანაც BBC-ის ერთვებოდა პირდაპირ ეთერში. ალბათ, ბავშვებს ოთახიდან ხმები მოესმათ და ეგონათ, რომ მამა ბებიას ესაუბრებოდა“, - განაცხადა ელენ კელიმ.

ქალი, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლების უმრავლესობას ძიძა ეგონა, პროფესორის მეუღლეა - ის იოგას მწვრთნელია. ბავშვების შემდეგ მაყურებლების ყურადღება ოთახში მისმა შესვლამ მიიქცია.

რობერტ კელი პუსანის ეროვნული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ასოცირებული პროფესორია. ის სამხრეთ კორეაში 2008 წლიდან ცხოვრობს. ჰყავს კორეელი მეუღლე და ორი შვილი - ოთხი წლის მარიონი და ცხრა თვის ჯეიმსი.



პირდაპირ ეთერში მისი მცირეწლოვანი შვილები მაშინ გამოჩნდნენ, როდესაც მამა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ შეკითხვას პასუხობდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
BBC : რუსეთის პირველმა არხმა უარი განაცხადა 2017 წლის „ევროვიზიის’“ ტრანსლირებაზე
BBC : რუსეთის პირველმა არხმა უარი განაცხადა 2017 წლის „ევროვიზიის’“ ტრანსლირებაზე
რუსეთის პირველმა არხმა უარი განაცხადა 2017 წლის „ევროვიზიის’“ ტრანსლირებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბი-ბი-სის’’ რუსული გამოცემა ავრცელე
წაკითხვა
ექსკლუზიური ინტერვიუ ჯასპერ ბლექთან: მსურს, ვნახო ყველაფერი, რასაც საქართველო მთავაზობს​
ექსკლუზიური ინტერვიუ ჯასპერ ბლექთან: მსურს, ვნახო ყველაფერი, რასაც საქართველო მთავაზობს​
​ჯასპერ ბლექი ის მე-6 000 000-ე სტუმარია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებუ
წაკითხვა
ტრამპი პუტინის შესახებ: მას არ ვიცნობ, მაგრამ ის ნამდვილად „კერკეტი კაკალია“
ტრამპი პუტინის შესახებ: მას არ ვიცნობ, მაგრამ ის ნამდვილად „კერკეტი კაკალია“
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
როგორ მოიქცეოდა დედა, თუ შვილები ინტერვიუს შეაწყვეტინებდნენ - BBC-ის ინტერვიუს პაროდია
როგორ მოიქცეოდა დედა, თუ შვილები ინტერვიუს შეაწყვეტინებდნენ - BBC-ის ინტერვიუს პაროდია
ახალი ზელანდიის კომედიურმა შოუმ Jono & Ben გადაიღო ვიდეორგოლი - BBC-ის ინტერვიუს პაროდია. ამ შემთხვევაში, რესპონდენტი არის ქალი და მას
წაკითხვა
„მარიონ კელი პრეზიდენტად!“ – BBC-ის ეთერში დაწყებული ამბის გაგრძელება (გიფები)
„მარიონ კელი პრეზიდენტად!“ – BBC-ის ეთერში დაწყებული ამბის გაგრძელება (გიფები)
4 წლის მარიონ კელი და მისი ჩვილი ძმა ჯეიმსი, გასულ კვირას, BBC-ის პირდაპირ ეთერში მაშინ
წაკითხვა
რატომ ეგონა მაყურებელთა უმრავლესობას პროფესორ კელის მეუღლე ძიძა
რატომ ეგონა მაყურებელთა უმრავლესობას პროფესორ კელის მეუღლე ძიძა
პროფესორ რობერტ კელის მეუღლე, რომელიც BBC
წაკითხვა
BBC-ის ეთერში ინტერვიუს დროს რესპონდენტს ოთახში შვილები შეუცვივდნენ (ვიდეო)
BBC-ის ეთერში ინტერვიუს დროს რესპონდენტს ოთახში შვილები შეუცვივდნენ (ვიდეო)
BBC-ის ეთერში ინტერვიუს დროს, რესპონდენტს ოთახში შვილები შეუცვივდნენ. კადრებში ჩანს, რომ ბავშ
წაკითხვა
„ფილმის ოსკარზე წარდგენამ უკვალოდ არ ჩაიარა“ - რუსუდან გლურჯიძის საერთაშორისო წარმატება
„ფილმის ოსკარზე წარდგენამ უკვალოდ არ ჩაიარა“ - რუსუდან გლურჯიძის საერთაშორისო წარმატება
ლოს ანჯელესში პრესის საერთაშორისო აკადემი
წაკითხვა
88334

უახლესი