საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

„რესპუბლიკური პარტია“: მოვითხოვთ, შეწყდეს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება იმ სახით როგორითაც ახლა ხდება

გამოქვეყნებულია 2017-02-17 21:00:00

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ მოითხოვს, შეწყდეს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება იმ სახით როგორითაც ახლა ხდება. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

პარტია მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მკაფიოდ გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან და მათი ურთიერთობა არ გასცდეს საკონსტიტუციო შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებს.

„ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლებიც უშუალოდ შეეხო საქართველოს მართლადიდებელ ეკლესიას და საპატრიარქოს, გამომდინარე ამ ინსტიტუციის ავტორიტეტისა და გავლენიანობისგან, ბუნებრივია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

ამ კონტექსტში, უაღრესად აქტუალურად მიგვაჩნია, ყურადღება მივაპყროთ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, კერძოდ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის იმ მოდელს, რომელმაც დიდწილად განაპირობა ის კრიზისული ვითარება, რისი მოწმენიც დღეს ვართ.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ რესპუბლიკური პარტიის ეს განცხადება არანაირად არ ეხება რწმენას, აღმსარებლობის თავისუფლებას თუ წმინდა საღვთისმეტყველო საკითხებს. ჩვენი ყურადღების ობიექტია ეკლესია, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუცია, როგორც იურიდიული პირი და ორგანიზაცია.

ამ თვალსაზრისით, ეკლესიას არაერთხელ დადგომია მძიმე დღეები, არაერთხელ ჰქონია კრიზისი, როგორც შუა საუკუნეებში, ისე საბჭოთა პერიოდში, მაგრამ ახლა საუბარია იმ მახინჯ პრაქტიკაზე, რომელმაც მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარებამდე.

ჯერ კიდევ 90-იან წლებში შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმის დროს დაიწყო სახელმწიფოს მიერ ეკლესიის მატერიალური ხელშეწყობა არა მიზნობრივ-პროგრამული პრინციპით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ლოიალობის მოპოვებისთვის. ეს პროცესი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გაღრმავდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა. 2007-2008 წლის მასობრივი გამოსვლების შემდეგ, ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსება ხუთჯერ გაიზარდა. ყველას გვახსოვს ასევე სასულიერო პირებისთვის „შავი ჯიპების“ და უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემის ფაქტები.

დღეს ამ პრაქტიკამ კიდევ უფრო რადიკალური ფორმები მიიღო. იგი სცდება სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმების ჩარჩოებს. იკვეთება პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს თანხის გადარიცხვებს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე თვითმმართველობებიდან, მუნიციპალიტეტებიდან და სარეზერვო ფონდებიდან. ამას ემატება სხვადასხვა კომერციული თუ არაკომერციული ფირმისთვის სიმბოლურ ფასად ან საჩუქრად გადაცემული მიწები, მატერიალური ქონება. აღსანიშნავია, ისიც, რომ ფაქტობრივად არ ხდება ამ ფულადი გადარიცხვების, უძრავი და მოძრავი ქონების გადაცემის ფაქტების კონტროლი და მათი მიზნობრიობის დასაბუთება.

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო შეთანხმება გაფორმდა, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან საპატრიარქოს, წმინდა ფულადი სახით, ორას მილიონ ლარზე მეტი გადაეცა. მის მფლობელობაში კი სადღეისოდ თექვსმეტ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა აღირიცხება.

ვითარება მივიდა იქამდე, რომ ეკლესია ფაქტობრივად გახდა ხელისუფლების ავტონომიური ნაწილი და ვხედავთ მათ შორის თანამშრომლობასა და კონკურენციაზე, ანუ ხან ურთიერთსარგებელზე (იგულისხმება მატერიალური და პოლიტიკური სარგებელი), ხან კი ურთიერთშანტაჟზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.

საკონსტიტუციო შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიას უხდის კომპენსაციას კომუნისტების მმართველობის დროს ისტორიულად მიყენებული ზიანისთვის, მაგრამ თუ ბიუჯეტიდან დაფინანსება კომპენსაციას გულისხმობს, საზოგადოებისთვის, რომლის ჯიბიდანაც ირიცხება ფული, ნათელი და დასაბუთებული უნდა იყოს ამ კომპენსაციის მიზნობრიობა და მისი რაოდენობა. დღეს ეს პროცესი სრულიად ბუნდოვანია და ამ ზარალის დათვლა და დაანგარიშება არ მომხდარა. იქნებ და ზარალის ოდენობა უკვე გადახდილია? ეს არავინ იცის და არც არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს ამ მიმართულებით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მკაფიოდ გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან და მათი ურთიერთობა არ გასცდეს საკონსტიტუციო შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებს.

ამიტომ მოვითხოვთ, შეწყდეს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება იმ სახით როგორითაც ახლა ხდება. შემუშავდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც აღირიცხება და დასაბუთდება ეკლესიისათვის გადასაცემი თანხის, მოძრავი თუ უძრავი ქონების მიზნობრიობა. თუ კიდევ დარჩა ეკლესიისთვის გადასახდელი კომპესანცია, ეს უნდა იყოს დოკუმენტურად დადასტურებული. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღებოდეს და სწორედ ეს იქნება სეკულარული სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე წინ გადადგმული სწორი ნაბიჯი“, - აღნიშნულია „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ადვოკატი - დეკანოზი მამალაძე ვერ ამბობს, მასთან ურთიერთობის გამო გაათავისუფლეს თუ არა პატრიარქის დაცვის სამი წევრი
ადვოკატი - დეკანოზი მამალაძე ვერ ამბობს, მასთან ურთიერთობის გამო გაათავისუფლეს თუ არა პატრიარქის დაცვის სამი წევრი
დეკანოზ გიორგი მამალაძის  ადვოკატის,  გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზი ვერ ამბობს, მას
წაკითხვა
საპატრიარქოს იურისტი - ვადასტურებ, რომ პატრიარქის დაცვის წევრებიდან სამი პიროვნება დაითხოვეს
საპატრიარქოს იურისტი - ვადასტურებ, რომ პატრიარქის დაცვის წევრებიდან სამი პიროვნება დაითხოვეს
საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ადასტ
წაკითხვა
საპატრიარქოს წარმომადგენელი - ნარკომანიაც, ალკოჰოლიზმიც, თამბაქოს მოწევაც ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ითვლება
საპატრიარქოს წარმომადგენელი - ნარკომანიაც, ალკოჰოლიზმიც, თამბაქოს მოწევაც ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ითვლება
მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით ნარკომა
წაკითხვა
საქართველოს პრეზიდენტი საპატრიარქოში აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი საპატრიარქოში აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საპატრიარქოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო
წაკითხვა
აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ტრაპეზი საპატრიარქოში - [ფოტო]
აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ტრაპეზი საპატრიარქოში - [ფოტო]
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საპატრიარქოში აღდგომის
წაკითხვა
ე.წ ციანიდის საქმე - ბრალდებული დეკანოზის სახელით, მთავარ პროკურატურაში მორიგი განცხადება შევიდა
ე.წ ციანიდის საქმე - ბრალდებული დეკანოზის სახელით, მთავარ პროკურატურაში მორიგი განცხადება შევიდა
დავა გრძელდება კიდევ ერთი რეზონანსული საქმის გარშემო. მძიმე დანაშაულ
წაკითხვა
გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრიარქო საზოგადოებას მიმართავენ, ბზის მოჭრისაგან თავი შეიკავონ
გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრიარქო საზოგადოებას მიმართავენ, ბზის მოჭრისაგან თავი შეიკავონ
ბზობის დღესასწაულის მოახლეობასთან დაკავში
წაკითხვა
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა
მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის
წაკითხვა
948

უახლესი