საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

3106

მეუფე პეტრე: შორენა წარმოადგენს საქართველოს მტრების პოზიციას

ეთა მამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-02-17 15:45:00

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე სასჯელაღსრულების ნომერ მე-9 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. იგი საპატრიარქოში შორენა თეთრუაშვილის თემასაც შეეხო. მისი აზრით, შორენა წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას.


"​შორენასთან დაკავშირებით იქნება პასუხი. შორენა წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას, ამაზე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ", - აცხადებს მეუფე პეტრე.


​მისი თქმით, ბრძოლა მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ და ვინც ნამდვილი ქრისტიანი და ვაჟკაცია ამ ბრძოლაში ერთად უნდა დადგეს და ბოლომდე მიიყვანოს საქმე.


"ვისაც ეჭვი არ ეპარება საკუთარ ქრისტიანობაში, საკუთარ ვაჟკაცობაში, სიმართლის მხარეს უნდა დადგეს და დაწყებული ბრძოლა - ჩვენი ეკლესიის ტყვეობიდან გათავისუფლებისა და ჩვენი ერისა, ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ბრძოლა არის საქართველოს და მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. დღემდე იბრძვის ის ძალები, რომლებმაც მსგავსი მმართველობა დაამკვიდრა ქვეყანაში. სამწუხაროდ, ამ ძალების მმართველობა ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. არსებულ პრობლემას ჩვენ ქართველი ერი ერთად აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე", - განაცხადა მეუფე პეტრემ.


ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე სასჯელაღსრულების ნომერ მე-9 საპყრობილეში მამა გიორგი მამალაძის სანახავად იმყოფებოდა.  მან საპყრობილეში თითქმის სამი საათი დაჰყო.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ილია მეორე - ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია
ილია მეორე - ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიმართვას ავრცელებ
წაკითხვა
ჰერკსჰაიმის პროტესტანტულ ეკლესიაში ზარს აღარ დარეკავენ
ჰერკსჰაიმის პროტესტანტულ ეკლესიაში ზარს აღარ დარეკავენ
გერმანიის ქალაქ ჰერკსჰაიმში მდებარე წმინდა იაკობის სახელობის პროტესტანტულ ეკლესიაში ზარი აღარ
წაკითხვა
მეუფე დიმიტრი - მთავარი კითხვა, რომელსაც სვამს საზოგადოება და მათ შორის ჩვენც, გახლავთ ის, რომ რა შუაში იყო შორენა თეთრუაშვილი
მეუფე დიმიტრი - მთავარი კითხვა, რომელსაც სვამს საზოგადოება და მათ შორის ჩვენც, გახლავთ ის, რომ რა შუაში იყო შორენა თეთრუაშვილი
მთავარი კითხვა, რომელსაც სვამს საზოგადოებ
წაკითხვა
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი - ვითხოვთ უფლისგან, მამა გიორგის ქონდეს წყალობა, მხნეობა, ამ განსაცდელს გაუძლოს
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი - ვითხოვთ უფლისგან, მამა გიორგის ქონდეს წყალობა, მხნეობა, ამ განსაცდელს გაუძლოს
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმიანება. 
წაკითხვა
საქართველოს საპატრიარქო - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ  სამწუხარო გაუგებრობებმა იჩინა თავი, რაც ზუგდიდის მრევლში მღელვარებას იწვევს
საქართველოს საპატრიარქო - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ სამწუხარო გაუგებრობებმა იჩინა თავი, რაც ზუგდიდის მრევლში მღელვარებას იწვევს
საქართველოს საპატრიარქო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
წაკითხვა
ე.წ. სტაროსტების ინსტიტუტი ქვემო სვანეთში - რეპორტაჟი ლენტეხიდან
ე.წ. სტაროსტების ინსტიტუტი ქვემო სვანეთში - რეპორტაჟი ლენტეხიდან
ე.წ სტაროს
წაკითხვა
საპატრიარქო „ქართული მარშის“ და „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელებს აქციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
საპატრიარქო „ქართული მარშის“ და „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელებს აქციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
საქართველოს საპატრიარქო "ქართული მარ
წაკითხვა
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება - სასამართლოში მეუფე პეტრე დაკითხეს
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება - სასამართლოში მეუფე პეტრე დაკითხეს
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში 
წაკითხვა