საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

18 თებერვალს ღამით ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი

თეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-17 14:35:00

ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცემა და ამაღამ ძლიერი ყინვა იქნება, ამის შესახებ საზოგადოებრივს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ, განუცხადა. 

მისი თქმით, დღის განმავლობაში შენარჩუნდება თოვლი, ქარი და ქარბუქი, უმეტესად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში. 

როგორც სვეტლანა ნიორაძემ აღნიშნა, ღამით შეწყდება თოვა და ქარიც ჩადგება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა -3-დან -8-მდე დაეცემა. მისი თქმით, მოსალოდნელმა ყინვამ, შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურები დააზიანოს. 

ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 -8, ხოლო დღისით +5 +10 გრადუსი იქნება. მთაში ღამით -7 -12, მაღალ მთაში -15 -20 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით ტემპერატურა -4-დან +1 გრადუსამდე მოიმატებს. 

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში უნალექო ამინდია მოსალოდნელი ხვალაც და ზეგაც, იქროლებს სუსტი ქარი. ბარში ტემპერატურა ღამით -5 -10-მდე დაეცემა, ხოლო დღისით +2-დან +7-მდე მოიმატებს. 

თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის, იქნება სუსტი ქარი, ღამით ჰაერის ტემპერატურა -6, ხოლო დღისით +5 იქნება. 

ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, 19 თებერვლიდან დღისით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და ყინვა შესუსტდება. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
25 მაისამდე საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება
25 მაისამდე საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება
24 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშ
წაკითხვა
უამინდობა საქართველოში - როგორია მეტეოროლოგების პროგნოზი
უამინდობა საქართველოში - როგორია მეტეოროლოგების პროგნოზი
უამინდობა საქართველოში, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში წვიმაა ნავ
წაკითხვა
მყინვარები წარსულში და დღეს - კლიმატის მეცნიერები საგანგაშო ფოტოებს აქვეყნებენ
მყინვარები წარსულში და დღეს - კლიმატის მეცნიერები საგანგაშო ფოტოებს აქვეყნებენ
კლიმატის ცვლილების ვიზუალური ასახვა საკმა
წაკითხვა
ევრობანკმა შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდოს
ევრობანკმა შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდოს
ევრობანკმა შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდოს,- ამის შესახებ  სამხრეთ კავკასიაში EBRD-ს წარმომადგენელმა ბრუნო ბალვა
წაკითხვა
ყინვა გორის რაიონში - სოფელ კარალეთში მცხოვრებლები ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ
ყინვა გორის რაიონში - სოფელ კარალეთში მცხოვრებლები ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ
სტიქიით დაზარალებული ოჯახები ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ. გორის რაიონის სოფელ კარალეთში მცხოვრებლებს ბოლო დღეებში ყინვამ მოსა
წაკითხვა
შიდა ქართლში ყინვამ ხეხილი და ვაზი დააზიანა
შიდა ქართლში ყინვამ ხეხილი და ვაზი დააზიანა
შიდა ქართლში ყინვამ ხეხილი და ვაზი დააზიანა. 
წაკითხვა
27-28 აპრილს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე  ძლიერი ქარია მოსალოდენლი
27-28 აპრილს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ძლიერი ქარია მოსალოდენლი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 - 28 აპრილს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდენლ
წაკითხვა
გრენლანდიის უდიდეს მყინვარზე უზარმაზარი, საგანგაშო ნაპრალი გაჩნდა
გრენლანდიის უდიდეს მყინვარზე უზარმაზარი, საგანგაშო ნაპრალი გაჩნდა
როგორც NASA-ს ახალ ფოტოებზე ჩანს, გრენლან
წაკითხვა
5881

უახლესი