საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

სსმ-ის აღმასრულებელმა საბჭომ, ის გადაცემები დაასახელა, რომლებიც, მათი აზრით, უნდა დაიხუროს, ან დარჩეს

გიორგი ურუშაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-17 14:08:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები დღეს მორიგ სხდომას მართავენ. სხდომაზე აღმასრულებელმა საბჭომ სამეურვეო საბჭოს გადაცემების გაფილტვრის საკუთარი ხედვა და მიღებული შედეგები წარუდგინა. აღმასრულებელმა საბჭომ გადაცემები სამ ჯგუფად დაყო.


1) გადაცემები, რომელიც იზიდავს მაყურებელს, მათი რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მაღალია


2) გადაცემები, რომელის რეიტინგიც მაუწყებლის საშუალო რეიტინგის ფარგლებშია;


3) გადაცემები, რომელიც საშუალო რეიტინგზე დაბალია და იწყებს მაყურებელთა მიგრაციას სახვა არხზე.


პირველ ბლოკში, წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, შემდეგი გადაცემები მოხვდნენ:


გამომძიებელი რეპორტიორი, გურმანია, ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ, შაბათის საღამო ლიზასთან, წიგნების თარო, ტელებლოგი, პირადი ექიმი, სიტყვების თამაში და გააგრძელე საქართველოს ისტორია.


მეორე ბლოკში:


დოკუმენტების ფილმების სტუდია, ეპოქა, დღე მუზეუმში და ინტერVIEW.


მესამე ბლოკში:


ხანმოკლე მე-20 საუკუნე, ეკონომეტრი, ვაშინგტონი დღეს, სპორტი 360 გრადუსი, მთავარი, რეალური სივრცე (პარასკევი), ვექტორი, სპორტის დაფა, წითელი ზონა, რეალური სივრცე, ტელემანი, კაცების დრო, C სტუდია, უცნობი მუსიკა.



"ჩვენ მიერ წარმოდგენილი სურათის საფუძველზე და ჩვენი ამოცანებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი ხედვა გულისხმობს პირველი და მეორე ჯგუფის გადაცემების დატოვებას ეთერში, ხოლო მესამე ჯგუფის გადაცემების დახურვას. ეს პრინციპი იმუშვავებს მუდმივად და საფუძვლად დაედება ჯანსაღ კონკურენციას გადაცემებს შორის", - ვკითხულობთ აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში.


შესაბამისად, აღმასრულებელ საბჭოს მიაჩნია, რომ პირველ და მეორე კატეგორიაში არსებული გადაცემები უნდა დარჩეს, მესამე კატეგორიაში მოხვედრილი გადაცემები კი აღარ გავიდეს ეთერში.


გადაცემების ამ კრიტერიუმებით დაყოფის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. წარმოდგენილი ხედვის გაცნობის შემდეგ, სამეურვეო საბჭო გეგმის განხილვას დაიწყებს.


იხილეთ აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სრული დოკუმენტი.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ გრიგოლ გოგელია მეორე ვადით აირჩიეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ გრიგოლ გოგელია მეორე ვადით აირჩიეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ გრიგოლ გოგელია მეორე ვადით აირჩიეს. აღნიშნულ საკითხზე
წაკითხვა
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის არჩევნები - სსმ-ში ბორდის სხდომა მიმდინარეობს
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის არჩევნები - სსმ-ში ბორდის სხდომა მიმდინარეობს
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის არჩევნები - ბორდის სხდომა საზოგადოებრივ მაუყებელში ამ წუთებში მიმდინარეობს.  კენჭისყრის დაწყებამ
წაკითხვა
არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები მაუწყებლის მეორე არხზე გადაცემის „ბრიფინგის დრო“ ფორმატის ცვლილებას აპროტესტებენ
არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები მაუწყებლის მეორე არხზე გადაცემის „ბრიფინგის დრო“ ფორმატის ცვლილებას აპროტესტებენ
არასაპარლამენტო ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრები
წაკითხვა
2016 წელს ჩატარებული ეგზიტპოლის გამო, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესაძლოა სასამართლო დავა დაიწყოს - რას ედავება მაუწყებელი კომპანია
2016 წელს ჩატარებული ეგზიტპოლის გამო, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესაძლოა სასამართლო დავა დაიწყოს - რას ედავება მაუწყებელი კომპანია "თი-ენ-ესს"
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჩატარებული ეგზიტპოლის გამო შესაძლოა სასამართლო დავა დაიწყოს. &
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევ კონკურსს აცხადებს
საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევ კონკურსს აცხადებს
საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. 
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე: საქართველოში არც ერთი ტელევიზია არ ეწევა ხელისუფლების პროპაგანდას
ირაკლი კობახიძე: საქართველოში არც ერთი ტელევიზია არ ეწევა ხელისუფლების პროპაგანდას
პარლამენტის თავმჯდომარე შემაჯამებელ სიტყვ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ
საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ
საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმაურება საქარ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებას ითხოვს
საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებას ითხოვს
კონკურსის გამოცხადების პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებას ითხოვს. 
წაკითხვა
1445

უახლესი