საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ილია მეორე მამა გიორგი მამალაძის დაკავებას ეხმაურება - პატრიარქის მიმართვა ბერლინიდან [ვიდეო]


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

ვრცელდება ილია მეორის მიმართვა ბერლინიდან, სადაც პატრიარქი მისი ოპერაციის შესახებ საუბრობს და ამასთან, კომენტარს აკეთებს მამა გიორგის დაკავებაზე.

როგორც ილია მეორე ამბობს, ის დიდი ხანია იცნობს მამა გიორგის და კარგის მეტი მასზე არაფერი სმენია.

„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას.

სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა , გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია, ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ.

მე ასევე, მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან.

მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან.

ჩვენი ეკლესია და ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება“,- აღნიშნავს ილია მეორე მიმართვაში.

ბერლინიდან, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიმართვას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია „ფეისბუქის“ გვერდზე ორ ნაწილად ავრცელებს.

ილია მეორეს ლაპარასკოპიული მეთოდით 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ბერლინში ჩაუტარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობას ექიმები დადებითად აფასებენ. გუშინ უწმინდესი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. 

ბერლინ-ბუხ კლინიკიდან პატრიარქს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოწერენ, რის შემდეგაც უწმინდესი რეაბილიტაციის კურსს საქართველოში განაგრძობს. 

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას, პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. 

უწყების ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.




ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შსს სპეცოპერაციის ვიდეოს ავრცელებს - ბიზნესმენს 200 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
შსს სპეცოპერაციის ვიდეოს ავრცელებს - ბიზნესმენს 200 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
შსს-მ თბილისში გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა, რის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი რეზო ნადარაია - მიხეილ ჩინჩალაძესთან დაკავშირებით, საბჭომ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იმსჯელა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი რეზო ნადარაია - მიხეილ ჩინჩალაძესთან დაკავშირებით, საბჭომ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იმსჯელა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ რეზო ნადარაიას შეფასებით,  სააპელაციო სასამართლოს ახალი თავმჯდ
წაკითხვა
უკრაინის რადას სპიკერი - ერთიანი წერილით მივმართვათ აშშ-ის სენატის სპიკერს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით
უკრაინის რადას სპიკერი - ერთიანი წერილით მივმართვათ აშშ-ის სენატის სპიკერს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბი საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს.
წაკითხვა
შარტავას ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს - 200 ათასი დოლარის გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შარტავას ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს - 200 ათასი დოლარის გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპ
წაკითხვა
ვერსალის სასახლეში საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო
ვერსალის სასახლეში საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო
რამდენიმე წუთის წინ, საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. 
წაკითხვა
უახლოეს მომავალში საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი ეწვევა
უახლოეს მომავალში საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი ეწვევა
უახლოეს მომავალში საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ეწვევა,- ამის შესახებ საქა
წაკითხვა
დოლიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, ინკასაციის თანამშრომელი დააყაჩაღეს
დოლიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, ინკასაციის თანამშრომელი დააყაჩაღეს
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ინკ
წაკითხვა
დოლიძეზე მამაკაცს სავარაუდოდ 45 ათასი ლარი გასტაცეს
დოლიძეზე მამაკაცს სავარაუდოდ 45 ათასი ლარი გასტაცეს
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყაჩაღებმა მამაკა
წაკითხვა
96136

უახლესი