საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

დედამიწის ახალი კონტინენტი - „ზელანდია“

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-16 21:43:00

ბავშვები ხშირად ფიქრობენ, რომ არსებობს შვიდი კონტინენტი: აფრიკა, აზია, ევროპა, ანტარქტიდა, ავსტრალია, ჩრდილოეთ ამერიკა და სამხრეთ ამერიკა.

გეოლოგები, რომლებიც მხოლოდ ქანებს აკვირდებიან, ევროპას და აზიას ერთ სუპერკონტინენტად მიიჩნევენ და შედეგად, რჩება ექვსი გეოლოგიური კონტინენტი.

თუმცა, დედამიწის ქერქის ახალი კვლევის მიხედვით, არსებობს მეშვიდე გეოლოგიური კონტინენტიც, სახელად „ზელანდია“, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში დამალული რჩება.

აღნიშნული კვლევის უკან მდგომი 11 მეცნიერის მტკიცებით, ახალი ზელანდია და ახალი კალედონია უბრალოდ კუნძულთა ჯაჭვი არაა.

სანაცვლოდ, ორივე მათგანი მიეკუთვნება ერთ, 4,9 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობის კონტინენტურ ბლოკს, რომელიც ავსტრალიისგან სრულიად გამოცალკევებულია.

„ეს აღმოჩენა უცბად არ მომხდარა, აქამდე თანდათანობით მივედით. ჯერ კიდევ ათი წლის წინ, არ გქვონდა საკმარისი მონაცემები, რათა ეს დოკუმენტი გამოგვექვეყნებინა“, —წერენ კვლევის ავტორები ამერიკის გეოლოგიურ საზოგადოების ჟურნალ GSA Today-ში.

თერთმეტი მკვლევრიდან ათი ახალი კონტინენტის ქვეყნებში მოქმედ ორგანიზაციებსა თუ კომპანიებში მუშაობს, ერთი კი ავსტრალიის უნივერსიტეტში.

სხვა გეოლოგები თითქმის სრულად ეთანხმებიან მკვლევართა ჯგუფს კონტინენტის ზომასთან დაკავშირებით, — ამბობს სანტა-ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი ბრიუს ლუიენდიკი.

„ეს ხალხი დედამიწის შემსწავლელი ა-კლასის მეცნიერები არიან. ვფიქრობ, მათ საფუძვლიანი მტკიცებულებები აქვთ, რათა ასე იფიქრონ“, — უთხრა ლუიენდიკმა Business Insider-ს.


რატომ არის ზელანდია თითქმის ახალი კონტინენტი?


ფოტო: N. Mortimer et al./GSA Today

ზელანდიის კონცეფცია ახალი არ არის. ლუიენდიკმა ეს სახელი ჯერ კიდევ 1995 წელს დაამკვიდრა.

თუმცა, მისი თქმით, მას არასოდეს უცდია ამ სახელით (ზელანდია) ახალი კონტინენტი მოეხსენიებინა. სანაცვლოდ, ამ სიტყვით ერთიანად იხსენიებდნენ ახალ ზელანდიას, ახალ კალედონიას, ჩაძირული ნაწილებისა და 200 მილიონ წლიანი სუპერკონტინენტის —გონდვანისგან მოწყვეტილი ნაჭრების კრებულს.

„მიზეზი, რის გამოც მე ეს ტერმინი შემოვიღე, მოუხერხებლობაა. თუკი გონდვანას დახედავთ, ნახავთ, რომ ეს კუნძულები ერთი და იგივე რამის ნაწილებია. შესაბამისად, რატომ ვუწოდებთ ასეთ სხვადასხვა სახელებს?“, — ამბობს ლუიენდიკი.

კვლევის ავტორმა ჯგუფმა ლუიენდიკის იდეა წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯად ჩათვალა და ხელახლა გადახედა იმ ოთხ კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც ბლოკებს კონტინენტის სტატუსს ანიჭებენ:

1. ხმელეთი, რომელიც ოკეანის ფსკერიდან შედარებით მაღლაა აწეული.

2. სამი სახის ქანების მრავალფეროვნება: ვულკანური წარმოშობის, მეტამორფული და დანალექი (ეროზიის შედეგად წარმოქმნილი)

3. გარსშემორტყმულ ოკეანის ფსკერთან შედარებით ნაკლებად მკვრივი ქერქის სქელი სექცია.

4. კარგად გამოკვეთილი საზღვრები იმისათვის საკმარისად დიდი არეალის გარშემო, რომ იგი კონტინენტად ჩაითვალოს და არა მიკროკონტინენტად ან კონტინენტურ ფრაგმენტად.

გასული რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, გეოლოგებმა უკვე განსაზღვრეს, რომ ახალი ზელანდია და ახალი კალედონია აკმაყოფილებს 1, 2 და 3 კრიტერიუმებს.

ამ ყველაფრის შემდეგ, ისინი ზღის ფსკერიდან ამოწეული ვრცელი კუნძულებია, არის გეოლოგიურად მრავალფეროვანი და შედგება სქელი, ნაკლებად მკვრივი ქერქისგან.

ამ ფაქტებმა ლუიენდიკი თანდათან მიიყვანა „ზელანდიასთან“, რათა ეს რეგიონი აღწერა როგორც კონტინენტი, იქიდან გამომდინარე, რომ იგი შედგება მიკროკონტინენტების ან ყოფილი კონტინენტების ნაგლეჯებისგან.

ავტორთა თქმით, სიის ბოლო კითხვას „არის თუ არა ის საკმარისად დიდი და ერთიანი იმისათვის, რათა იყოს დამოუკიდებელი ერთეული?“ — სხვა მკვლევრები წარსულში სულ თავს არიდებდნენ.

ერთი შეხედვით, ზელანდია დაშლილი ჩანს. ახალი კვლევა იყენებს უძველესი ზღვის ფსკერის აწევებისა და გრავიტაციის უახლეს, თანამგზავრულ რუკებს, რათა აჩვენოს, რომ ზელანდია ნამდვილად არის ერთიანი რეგიონის ნაწილი.

მონაცემებიდან ასევე ირკვევა, რომ ზელანდია იგივე ზომისაა რაც „დიდი ინდოეთი“ და უფრო დიდია ვიდრე მადაგასკარი, ახალი გვინეა, გრენლანდია ან სხვა მიკროკონტინენტები.

„მიგვაჩნია, რომ ზელანდია უკვე საკმარისად გამოვიკვლიეთ, რომ ის დედამიწის ერთ-ერთ კონტინენტად ჩაითვალოს“, — წერს ჯგუფი.


გეოლოგიური ეშმაკები დეტალებში

როგორც კვლევის ავტორები შენიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი საკმარისად დიდია იმისათვის, რათა კონტინენტად ჩაითვალოს, ამჟამად იგი ევრაზიის ნაწილია, რადგან ის ამ კონტინენტს მილიონობით წლის წინ შეეჯახა და შეერწყა. 

რაც შეეხება ზელანდიას, იგი ავსტრალიას არ შეჯახებია. ზღვის ფსკერის მონაკვეთი, რომელსაც კატოს რიფს უწოდებენ, დღემდე გამოყოფს ერთმანეთისაგან ორ კონტინენტს 25 კილომეტრით.


ფოტო: N. Mortimer et al./GSA Today

ზელანდიის შემთხვევას ართულებს ის ფაქტი, რომ ავსტრალიისა და წყნაროკეანური ტექტონიკური ფილები მას ჩრდილოეთ და სამხრეთ სეგმენტებად ყოფენ.

ასეთი გახლეჩვის გამო, რეგიონი უფრო კონტინენტურ ფრაგმენტს წააგავს, ვიდრე ერთიან ბლოკს.

მკვლევართა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არაბეთს, ინდოეთსა და ცენტრალური ამერიკის ნაწილებს ასევე მსგავსი დანაყოფები აქვს, ისინი ჯერ კიდევ მიეკუთვნებიან ვრცელ კონტინენტებს.

გარდა ამისა, ქანების ნიმუშებიდან ირკვევა, რომ ზელანდია შედგება კონტინენტური ქერქისგან, რომელიც გონდვანის ნაწილი იყო. იგი ზუსტად იგივე გზითაა გადაადგილებული, რა გზებითაც ავსტრალიისა და ანტარქტიდის კონტინენტები.

ნიმუშები და თანამგზავრული მონაცემები ცხადყოფს, რომ ზელანდია არა მიკროკონტინენტების კრებული, არამედ ერთიანი ბლოკია.

მილიონობით წლის მანძილზე, ტექტონიკური ფილები გათხელდა, გადაიჭიმა და ზელანდია ჩაძირა. დღეისათვის, ხილვადია მხოლოდ მისი 5%, ახალი ზელანდიისა და ახალი კალედონიის კუნძულების სახით.

„ზელანდიის ცალკე კონტინენტად კლასიფიცირებას უფრო მეტი სამეცნიერო ღირებულება გააჩნია, ვიდრე სიაში უბრალოდ ერთი სახელის დამატებაა“, — წერს ჯგუფი.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კომოდოს ვარანის სისხლი შესაძლოა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის დამარცხებაში დაგვეხმაროს
კომოდოს ვარანის სისხლი შესაძლოა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის დამარცხებაში დაგვეხმაროს
მკვლევართა დასკვნით, კომოდოს ვარანის სისხლში არსებულ ცილების ფრაგმენტებს ანტიმიკრობული თვისებ
წაკითხვა
ეპიდემია, რომელიც შესაძლოა აცტეკების ცივილიზაციის დამხობის მიზეზი გახდა
ეპიდემია, რომელიც შესაძლოა აცტეკების ცივილიზაციის დამხობის მიზეზი გახდა
1519 წელს, როდესაც ესპანელები მექსიკას მი
წაკითხვა
რა აღმოაჩინა NASA-მ? პრესკონფერენცია, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
რა აღმოაჩინა NASA-მ? პრესკონფერენცია, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
წაკითხვა
ამაზონის ჯუნგლების ასობით „სტოუნჰენჯის“ საიდუმლო ამოხსნილია
ამაზონის ჯუნგლების ასობით „სტოუნჰენჯის“ საიდუმლო ამოხსნილია
დასავლეთ ბრაზილიაში აღმოჩენილია 450 უზარმ
წაკითხვა
აღმოჩენილია მკვდარი ზღვის ხელნაწერთა კიდევ ერთი მღვიმე
აღმოჩენილია მკვდარი ზღვის ხელნაწერთა კიდევ ერთი მღვიმე
მკვდარი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირებთან
წაკითხვა
მეცნიერებმა ავსტრალიის სანაპიროსთან ისტორიაში უდიდესი წყალქვეშა მეწყერი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ავსტრალიის სანაპიროსთან ისტორიაში უდიდესი წყალქვეშა მეწყერი აღმოაჩინეს
დიდ ბარიერულ რიფთან, მეცნიერებმა აღმოაჩინ
წაკითხვა
 არქეოლოგიური აღმოჩენა სოფელ ვაჩნაძიანში
არქეოლოგიური აღმოჩენა სოფელ ვაჩნაძიანში
აღმოჩენა სოფელ ვაჩნაძიანში. მიწის დამუშავებისას უძველესი ნაგებობის ფრაგმენტს, ადამიანის ძვლებსა და თიხის ჭურჭელს მიაკვლიეს. 
წაკითხვა
გურჯაანში გვიან ბრინჯაოს ხანის უნიკალურ ნივთებს მიაკვლიეს
გურჯაანში გვიან ბრინჯაოს ხანის უნიკალურ ნივთებს მიაკვლიეს
სოფელ გურჯაანში გვიან ბრინჯაოს ხანის უნიკალურ ნივთებს მიაკვლიეს. თიხის ჭურჭელი, სამკაული და ს
წაკითხვა
5563

უახლესი