საზოგადოებრივი
104.5 FM
742

რაიმონდს ბერგმანისი: ლატვია ყოველთვის მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას

გამოქვეყნებულია 2017-02-16 20:42:00

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბოლო ორმხრივი შეხვედრა ლატვიელ კოლეგასთან რაიმონდს ბერგმანისთან გამართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ლევან იზორიამ კოლეგას მადლობა გადაუხადა ლატვიის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის და თავდაცვის სფეროში პრაქტიკული დახმარებისთვის. თავის მხრივ, კი რაიმონდს ბერგმანისმა კიდევ ერთხელ გამოხატა ლატვიის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. 

„ლატვია ყოველთვის უწევს დახმარებას და მხარსდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების პროცესს. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე აბსოლუტურად ყველა მინისტრმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ეს საკითხი ეჭვგარეშეა“, - აღნიშნა ბერგმანისმა. 

ლევან იზორიამ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესი განიხილეს. როგორც რაიმონდს ბერგმანისმა აღნიშნა, საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ძალიან კარგი ლატვიელი ექსპერტია მივლენილი. 

საუბარი შეეხო სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების წარმატებული თანამშრომლობის ფორმატს. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ ფორმატში საქართველოს ჩართვა თავდაცვის სფეროს განვითარების ახალი და ეფექტური მექანიზმი გახდება. 

განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართულობა. ლევან იზორიამ კოლეგასთან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ ქართული კონტინგენტი ავღანეთში მომავალი წლის გაზაფხულამდე დარჩება და მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში გააგრძელებს კონტრიბუციას. რაიმონდს ბერგმანისმა კი, გასული წლის ნოემბერში ავღანეთში, გერმანის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმის ფაქტი გაიხსენა და ქართველ მშვიდობისმყოფელებს მადლობა გადაუხადა. 

„პირადად მე, ქართველ ხალხს ძალიან ვაფასებ. გასული წლის ნოემბერში ავღანეთში ვიყავი, სადაც ლატვიელი სამხედროები მშვიდობისთვის კოალიციური ძალების მხარდამხარ იბრძვიან. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩემი ავღანეთში ვიზიტიდან ზუსტად ერთი დღის შემდეგ, გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის დროს ლატვიელმა და ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა, ავღანეთის ადგილობრივი ძალების დახმარებით, გერმანელი დიპლომატების სიცოცხლე გადაარჩინეს. მე ბევრი მადლობა მივიღე გერმანული და ქართული მხრიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველებს. ჩვენი სამხედროები ავღანეთში ძალიან რთულ მისიას ასრულებენ და წვლილი შეაქვთ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფაში. საქართველო, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყანა, ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში“, - განაცხადა ბერგმანისმა. 

ბრიუსელში ორდღიანი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი უკვე დასრულდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა და უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნატო-ს მორიგი სამიტი 2018 წლის 11-12 ივლისს ბრიუსელში გაიმართება
ნატო-ს მორიგი სამიტი 2018 წლის 11-12 ივლისს ბრიუსელში გაიმართება
ნატო-ს მორიგი სამიტი 2018 წლის 11-12 ივლისს დაიგეგმა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმ
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - 90-იანი წლების შემდეგ, ევროპული ინტეგრაცია საქართველოს განვითარების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს
მიხეილ ჯანელიძე - 90-იანი წლების შემდეგ, ევროპული ინტეგრაცია საქართველოს განვითარების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს
90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებულ
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფის სრული მხარდაჭერა
მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფის სრული მხარდაჭერა
ჩვენ გვაქვს ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფის სრული მხარდაჭერა - ამის შესახებ საქართველოს ვიცე
წაკითხვა
ქართველი პოეტის, შოთა იათაშვილის ლექსი ბრიუსელის ცენტრში [ფოტოები]
ქართველი პოეტის, შოთა იათაშვილის ლექსი ბრიუსელის ცენტრში [ფოტოები]
ქართველი პოეტის ლექსი ბრიუსელის ცენტრში - შოთა
წაკითხვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში გენერალური შტაბის უფროსების სამმხრ
წაკითხვა
მერკელი ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელსა და ანკარას შორის ურთიერთობების საკითხს დააყენებს
მერკელი ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელსა და ანკარას შორის ურთიერთობების საკითხს დააყენებს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 19-20 ოქტომბერს ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელსა და ანკარას შ
წაკითხვა
ჯეიმს აპატურაი - ძალისხმევას არ დავიშურებთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს რეფორმებს, რომლებსაც მხარს უჭერენ მოკავშირეებიც
ჯეიმს აპატურაი - ძალისხმევას არ დავიშურებთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს რეფორმებს, რომლებსაც მხარს უჭერენ მოკავშირეებიც
ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს რეფორმების პროცესს, რომელსაც მხარს უჭერენ მოკავშირეებიც ორმხრივ ფორმატში, - ამის შესახე
წაკითხვა
რუსეთის საგარეო უწყება - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება პროვოკაციული და მიუღებელია
რუსეთის საგარეო უწყება - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება პროვოკაციული და მიუღებელია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შავი ზღვის რეგიონის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ
წაკითხვა