საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

რა სიჩქარით მოძრაობს მზე გალაქტიკის ცენტრის გარშემო და რა მანძილით ვართ დაშორებული სუპერმასიური შავი ხვრელიდან?

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-16 19:43:00

„გაიას“ კოსმოსური ტელესკოპიდან მიღებული უახლესი მონაცემების საფუძველზე, ტორონტოს უნივერსიტეტის ასტრონომებმა განსაზღვრეს, რომ ირმის ნახტომის ცენტრის გარშემო მზე დაახლოებით 240 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს.

ამ მონაცემის გამოყენებით, მათვე დაიანგარიშეს, რომ გალაქტიკის ცენტრიდან მზე დაშორებულია დაახლოებით 7,9 კილოპარსეკით, ანუ 26 000 სინათლის წლით.

„გაიას“ კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებისა და RAdial Velocity Experiment-ის საფუძველზე, ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარმა ჯეისონ ჰანტმა და მისმა კოლეგებმა, მზესთან მიმართებაში განსაზღვრეს 200 000-ზე მეტი ვარსკვლავის სიჩქარე. 

მათთვის გასაკვირი არ ყოფილა შედარებითი სიჩქარეების გადანაწილების შედეგები: ზოგიერთი ვარსკვლავი მზეზე ნელა მოძრაობს, ზოგი სწრაფად, ზოგიც იგივე სიჩქარით.

თუმცა, მკვლევრებმა შენიშნეს ისეთ ვარსკვლავთა ნაკლებობა, რომელთა მოძრაობის სიჩქარე გალაქტიკურ ორბიტაზე 240 კმ/წმ-ზე ნაკლებია, ანუ მზეზე დაბალი. ასტრონომთა დასკვნით, ეს ნაკლული ვარსკვლავები არის ის ვარსკვლავები, რომელთა იმპულსის მომენტი ნულია — ისინი გალაქტიკის ცენტრის გარშემო არ მოძრაობენ, როგორც მზე და ირმის ნახტომის სხვა ვარსკვლავები.

„ნულოვანი იმპულსის მომენტის მქონე ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრისკენ უნდა იყვნენ ჩაძირულნი, სადაც ისინი ძლიერ დაზიანებული იქნებიან იქ არსებული უკიდურეს გრავიტაციული ძალებისგან. შედეგად, მათ უნდა ჰქონდეთ ქაოტური ორბიტა, რომელიც შორსაა გალაქტიკური გეგმისგან და მზის სამეზობლოსგან“, — ამბობს ჰანტი. 

„იმ სიჩქარის გაზომვით, რომლითაც მზესთან მიმართებაში ჩვენს სიახლოვეს მდებარე ვარსკვლავები გალაქტიკის გარშემო მოძრაობენ, ადვილად შევნიშნეთ სპეციფიკური, უარყოფითი შედარებითი სიჩქარის მქონე ვარსკვლავთა ნაკლებობა. იქიდან გამომდინარე, რომ იგი 0 კმ/წმ-ს შეესაბამება, ვიგებთ თუ რამდენად სწრაფად ვმოძრაობთ ჩვენ“, — აღნიშნავს ჰანტი. 

ამის შემდეგ, ჰანტმა და მისმა კოლეგებმა შეაჯერეს ახალი აღმოჩენები და ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელის — მშვილდოსანი A*-ს სუფთა მოძრაობა; აღმოჩნდა, რომ ჩვენ მისგან 7,9 კილოპარსეკით, ანუ  26 000 სინათლის წლით ვართ დაშორებული. 

სუფთა მოძრაობა არის ობიექტის მოძრაობა ცაზე, შორეულ — ფონურ ობიექტებთან მიმართებაში. 

კოსმოსური ტელესკოპი „გაია“ ქმნის ირმის ნახტომის დინამიკურ, სამგანზომილებიან რუკას, რისთვისაც ზომავს ვარსკვლავებამდე მანძილს, პოზიციასა და სუფთა მოძრაობას. ჰანტისა და მისი კოლეგების ნაშრომი სწორედ „გაიას“ მიერ, ასობით ათასი ვარსკვლავის შესახებ შეგროვილ მონაცემებს ეფუძნება. მისიის 5 წლისთავზე, ამ კოსმოსურმა მისიამ რუკაზე უკვე 1 მილიარდზე მეტი ვარსკვლავი დაიტანა. 

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გალაქტიკათა ისტორიის შესასწავლად, ყველა დროის უდიდესი სიმულაციები ჩატარდა
გალაქტიკათა ისტორიის შესასწავლად, ყველა დროის უდიდესი სიმულაციები ჩატარდა
ათასობით პროცესორი, ტერაბაიტობით ინფორმაცია და კომპიუტერთან გატარებული თვეები — ამ ყველაფრის
წაკითხვა
ასტროფიზიკოსებმა ირმის ნახტომის ანტიმატერიის წარმოშობის საიდუმლო ამოხსნეს
ასტროფიზიკოსებმა ირმის ნახტომის ანტიმატერიის წარმოშობის საიდუმლო ამოხსნეს
ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, ჩვენი გ
წაკითხვა
კურდღლის თანავარსკვლავედის გალაქტიკათა წყვილი - ჰაბლის ახალი კადრი
კურდღლის თანავარსკვლავედის გალაქტიკათა წყვილი - ჰაბლის ახალი კადრი
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებუ
წაკითხვა
გალაქტიკური ქარები ახალი ვარსკვლავების დაბადების პროცესს ანელებს
გალაქტიკური ქარები ახალი ვარსკვლავების დაბადების პროცესს ანელებს
მეცნიერებმა შექმნეს კომპიუტერული სიმულაცია,  რომელიც დიდი აფეთქებიდან სულ მალე განვითარებული
წაკითხვა
ფაშიზმზე გამარჯვებიდან  72 წელი გავიდა - როგორ აღნიშნეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღი საქართველოში
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 72 წელი გავიდა - როგორ აღნიშნეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღი საქართველოში
ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს 72 წელი გავიდა. დილიდან ხალხმრავლობა იყო ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, სადაც ომის მონაწილეები პოლი
წაკითხვა
ფაშიზმზე გამარჯვების დღე რეგიონებში აღნიშნეს
ფაშიზმზე გამარჯვების დღე რეგიონებში აღნიშნეს
ფაშიზმზე გამარჯვების დღე გორში, ტრადიციულად, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში აღნიშნეს კომუნისტური პარტიის წევრებმა და ვეტერანებმა. მიტინგს კომ
წაკითხვა
აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნები ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ
აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნები ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ
აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნები 9 მაისს -  ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღეს აღნიშნავენ. 
წაკითხვა
პერსევსის გალაქტიკათგროვაში ირმის ნახტომზე ორჯერ დიდი, ცხელი გაზის ტალღა აღმოაჩინეს
პერსევსის გალაქტიკათგროვაში ირმის ნახტომზე ორჯერ დიდი, ცხელი გაზის ტალღა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს უკიდურესად ცხელი გ
წაკითხვა
2410

უახლესი