საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

„ვიზეარი“ ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს

გამოქვეყნებულია 2017-02-15 13:34:00 განახლებულია 2017-02-16 20:47:00


ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. 

ყველა ავიარეისი შესრულდება 180 ადგილიანი „აირბას A320“ და 230 ადგილიანი„აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით.

„რეგიონის მიმართ ჩვენი ინტერესის გათვალისწინებით, კვლავაც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და სამომავლოდ ქართველ მგზავრებს, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, შევთავაზებთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო შესაძლებლობას“, - განაცხადა „ვიზეარის“ კომუნიკაციების მენეჯერმა სორინა რაციმ.

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქართველ მომხმარებლებს უკვე სთავაზობს 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას ევროპის 9 ქვეყანაში. 2016 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ თავისი ბაზის გახსნით ქუთაისში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის შიგნით ინვესტიციების მოზიდვის და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.

2016 წელს „ვიზეარი“ საქართველოში მოემსახურა 168,000 მგზავრს და დააფიქსირა ყოველწლიური 35%-ანი ზრდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ევროკომისიის პრეზიდენტი: დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა დაახლოებით 58 მილიარდი ევრო დაუჯდება
ევროკომისიის პრეზიდენტი: დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა დაახლოებით 58 მილიარდი ევრო დაუჯდება
ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა დაახლოებით 58 მილიარდი ევრო დაუჯდება. &
წაკითხვა
დიდი ბრიტანეთი ე.წ. ბრექსიტის პროცედურებს შემდეგი კვირიდან იწყებს
დიდი ბრიტანეთი ე.წ. ბრექსიტის პროცედურებს შემდეგი კვირიდან იწყებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერესა მეი ოფიციალურად ადასტურებს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკა
წაკითხვა
ჯასტინ მაკენზი: დიდი ბრიტანეთი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს
ჯასტინ მაკენზი: დიდი ბრიტანეთი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს - ამის შეს
წაკითხვა
შოტლანდია დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადება
შოტლანდია დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადება
შოტლანდიას დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეფერენდუმის გამართვა სურს. 
წაკითხვა
დიდ ბრიტანეთში დივერსიული მოქმედებების წინააღმდეგ სამინისტრო დაფუძნდა
დიდ ბრიტანეთში დივერსიული მოქმედებების წინააღმდეგ სამინისტრო დაფუძნდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დივერსიუ
წაკითხვა
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ოფიციალური განაცხადი, შესაძლოა, ხვალ გააკეთოს
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ოფიციალური განაცხადი, შესაძლოა, ხვალ გააკეთოს
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ოფიციალური განაცხადი, შესაძლოა, ხვალ გააკეთოს. 
წაკითხვა
ბრიტანეთის პარლამენტი ტრამპის ვიზიტის გაუქმების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას განიხილავს
ბრიტანეთის პარლამენტი ტრამპის ვიზიტის გაუქმების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას განიხილავს
ბრიტანეთის პარლამენტი დღეს პეტიციას განიხ
წაკითხვა
დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები ქვეყანაში შესაძლო ტერაქტების განხორციელების შესახებ საუბრობენ
დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები ქვეყანაში შესაძლო ტერაქტების განხორციელების შესახებ საუბრობენ
დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები ქვეყანაში შესაძლო ტერაქტების განხორციელების შესახებ საუბრობენ. 
წაკითხვა
1797

უახლესი