საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

შსს: ესპანეთში ქართველები არა დღეს, არამედ 3 თვის წინ დააკავეს

გამოქვეყნებულია 2017-01-11 20:50:00

ესპანეთში 61 ქართველი არა დღეს, არამედ სამი თვის წინ დააკავეს, ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო ესპანურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ესპანეთის პოლიციამ „ქართული მაფიის“ წინააღმდეგ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა - ესპანური მედია 61 პირის დაკავების შესახებ წერს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადეს, აღნიშნული ფაქტი ნამდვილად მოხდა, თუმცა ეს იყო 3 თვის წინ და ესპანურმა მედიამ, უბრალოდ, ინფორმაცია გაანახლა. 

ესპანური მედიის ცნობით, ბოროტმოქმედები სახლების გაქურდვით იყვნენ დაკავებულნი. 

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება 2016 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს და პირველი დაკავებები შარშან, ზაფხულში განხორციელდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სულ ქვეყანაში 9 დაჯგუფება მოქმედებდა. დაკავებულთა უმრავლესობა, ეთნიკურად ქართველია.

ოპერაციაში Aikon II ევროპოლი, საფრანგეთის პოლიცია და ქართველი სამართალდამცველები იყვნენ ჩართულნი. ოპერაციის პირველი ფაზა კი შარშან, ნოემბერში ჩატარდა, რა დროსაც, 50 პირი აიყვანეს. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უსახლკარო მოხუცს ქუჩაში 25 წლიანი ცხოვრების შემდეგ იმიჯი შეუცვალეს - საოცარი გარდასახვა
უსახლკარო მოხუცს ქუჩაში 25 წლიანი ცხოვრების შემდეგ იმიჯი შეუცვალეს - საოცარი გარდასახვა
ესპანეთში, მალიორკაზე მცხოვრებ უსახლკარო მოხუცს, ხოსე ანტონიოს ადგილობრივ სალონში იმიჯი რადიკ
წაკითხვა
ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა - ბრალდებულებს ყაჩაღობასა და ქურდობაში ადანაშაულებენ
ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა - ბრალდებულებს ყაჩაღობასა და ქურდობაში ადანაშაულებენ
ესპანეთში ჩატარებული მორიგი მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 48 ქართველია დაკავებული. 
წაკითხვა
ესპანეთის კურორტ სიერა ნევადაში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა სნოუბორდში
ესპანეთის კურორტ სიერა ნევადაში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა სნოუბორდში
ესპანეთის კურორტ სიერა ნევადაში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა სნოუბორდში, რომლის ოთხ სახეობაში ქართველი სნოუბორდისტებიც ასპარეზობენ. 
წაკითხვა
ესპანეთის პრიმერადივიზიონში 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართა
ესპანეთის პრიმერადივიზიონში 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართა
ესპანეთის პრიმერადივიზიონში 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. 
წაკითხვა
ესპანეთში 64-წლის ქალბატონმა ტყუპები გააჩინა
ესპანეთში 64-წლის ქალბატონმა ტყუპები გააჩინა
ესპანეთში 64-წლის ქალბატონმა ტყუპები გააჩინა. ტყუპები საკეისრო კვეთის მეშვეობით დაიბადნენ. როგორც ესპანური მედია იტყობინება, ქალმა, რომლის
წაკითხვა
Sobrino de Botín - მსოფლიოს უძველესი რესტორანი [ვიდეო]
Sobrino de Botín - მსოფლიოს უძველესი რესტორანი [ვიდეო]
მადრიდის შუაგულში ერნესტ ჰემინგუეის საყვარელი რესტორანია, Sobrino de Botín.
წაკითხვა
ბარსელონა ესპანეთის თასის გათამაშების ფინალში ითამაშებს
ბარსელონა ესპანეთის თასის გათამაშების ფინალში ითამაშებს
ბარსელონა ესპანეთის თასის გათამაშების ფინალში ითამაშებს. კატალონელებმა ორი მატჩის ჯამში მადრიდის „ატლეტიკო“ დაამარცხეს. 
წაკითხვა
გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რაც უდიდესი აღიარებაა. 
წაკითხვა
798

უახლესი