საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ახალი თეორია, რომელიც მთვარის წარმოშობის შესახებ აქამდე არსებულ ყველა ჰიპოთეზას ეჭვქვეშ აყენებს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-11 19:48:00

მთვარის წარმოშობის შესახებ ამჟამად არსებული წამყვანი ჰიპოთეზის მიხედვით, იგი წარმოიქმნა ძალიან ადრეული ეტაპის დედამიწასთან მარსის ზომის პლანეტის შეჯახების შედეგად.

ისრაელის ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის ახალი კვლევა აყენებს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, მთვარე შესაძლოა სინამდვილეში წარმოიქმნა დიდი შეჯახებების სერიების და არა ერთი გიგანტური შეჯახების შედეგად.

კვლევა, რომელიც Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა, ხსნის თუ რატომ შედგება მთვარე ძირითადად უფრო დედამიწის მსგავსი ნივთიერებებისგან და არა ჩვენი და იმ სხვა იდუმალი პლანეტის ელემენტთა ნაზავისგან.

უფროსმა მკვლევარმა, დოქტორმა რალუკა რუფუმ და მისმა კოლეგებმა წარმართეს გარკვეული მათემატიკური სიმულაციები, რათა გაერკვიათ თუ რა მოხდებოდა 4,5 მილიარდი წლის წინ, ახლად წარმოქმნილ დედამიწასთან მსხვილი პლანეტური სხეულის შეჯახების შემთხვევაში.

ამ ტესტების მიხედვით, შეჯახების შედეგად დედამიწასა შემჯახებელ სხეულებს სწყდებოდა დისკები, თუმცა ისინი ძირითადად დედამიწისეული ნივთიერებებისგან შედგებოდა. 

კვლევის შედეგების მიხედვით, მთვარის წარმოსაქმნელად 20 ასეთი შეჯახება იყო საჭირო. როგორც რუფუმ Business Insider-ს განუცხადა, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ მთვარე შეიქმნა მრავალი პატარა შეჯახების შედეგად, რადგან ეს უფრო ორგანული პროცესია.

„მრავალი შეჯახების სცენარი მთვარის ფორმაციის უფრო „ბუნებრივი“ გზაა“, — ამბობს რუფუ.

„მზის სისტემის ადრეულ ეტაპზე შეჯახებები ძალიან ხშირად ხდებოდა. შესაბამისად, უფრო ბუნებრივია, რომ მთვარე წარმოიქმნა რამდენიმე შეჯახების და არა ერთი კონკრეტული შეჯახების შედეგად“.

რუფუს განცხადებით, ამჟამად არსებული წამყვანი თეორია რეალურად ვერ ხსნის თუ რატომ ჰგავს ასე ძალიან მთვარის ქანები დედამიწსას.

ჯგუფის ვარაუდით, მზის სისტემის ადრეულ ეტაპზე ძალიან ხშირი იყო მთვარის წარმომქმნელი შეჯახებები ადრეულ დედამიწას, იგივე პროტოდედამიწასა და ირგვლივ მოსრიალე სხვა დიდ სხეულებს შორის.

შესაბამისად, მსგავსი მოვლენები ესადაგება მზის სისტემის სხვა პლანეტებსა და მთვარეებსაც.

„წარსულში მომხდარი შეჯახებების კვალი ნანახი გვაქვს დედამიწის ჯგუფის ყველა პლანეტაზე“, — ამბობს რუფუ. 

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელი იყო მთვარუკების წარმოქმნაც. ვენერას გარშემო მთვარის არარსებობას საინტერესო გაგრძელებაა იმ კითხვისა, თუ როგორ შეიძლება პლანეტებმა ხანდახან საკუთარი მთვარეები დაკარგონ“.

ამ ახალი თეორიის მტკიცებულება შესაძლოა თავად მთვარის გულში იმალებოდეს. თუკი მრავლობითი შეჯახებების იდეა რეალურია, გამოდის, რომ მთვარე მრავალი მილიონი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და სულაც არ შექმნილა ერთი მასიური შეჯახების შედეგად.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მთვარის ინტერიერში წყლის საკმაოდ დიდი მარაგი აღმოჩნდა, უფრო მეტი, ვიდრე აქამდე გვეგონა
მთვარის ინტერიერში წყლის საკმაოდ დიდი მარაგი აღმოჩნდა, უფრო მეტი, ვიდრე აქამდე გვეგონა
როგორც თანამგზავრული მონაცემების ახალი ან
წაკითხვა
მთვარეზე ადამიანის დაჯდომიდან 48 წელი გავიდა
მთვარეზე ადამიანის დაჯდომიდან 48 წელი გავიდა
1969 წლის 20 ივლისს, პირველად კაცობრიობის
წაკითხვა
როგორი იქნება დედამიწა, თუ ყველა ყინული გადნება [ანიმაცია]
როგორი იქნება დედამიწა, თუ ყველა ყინული გადნება [ანიმაცია]
2015 წელს, NASA-მ განაცხადა, რომ დედამიწი
წაკითხვა
დედამიწა ამჟამად მზიდან ყველაზე შორ წერტილში იმყოფება
დედამიწა ამჟამად მზიდან ყველაზე შორ წერტილში იმყოფება
3 ივლისს, დედამიწა მზიდან ყველაზე შორ წერ
წაკითხვა
იაპონია მთვარეზე ადამიანებს გაგზავნის
იაპონია მთვარეზე ადამიანებს გაგზავნის
იაპონიამ წარმოადგინა ამბიციური გეგმა, რომ
წაკითხვა
მამაკაცი თვითმფრინავში თარაზოთი ავიდა, რათა დაემტკიცებინა, რომ დედამიწა ბრტყელია
მამაკაცი თვითმფრინავში თარაზოთი ავიდა, რათა დაემტკიცებინა, რომ დედამიწა ბრტყელია
კონსპირაციული თეორიის მიმდევარი, რომელსაც სჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია, თვითმფრინავში თარაზოთი შეიარაღებული ავიდა, რათა დაემტკიცებინა, რომ
წაკითხვა
მთვარის გრავიტაცია ოკეანის მიქცევა-მოქცევის ფენომენს ბოლომდე ვერ ხსნის
მთვარის გრავიტაცია ოკეანის მიქცევა-მოქცევის ფენომენს ბოლომდე ვერ ხსნის
როდესაც სკოლაში მასწავლებლები ოკეანის <
წაკითხვა
დედამიწასთან ასტეროიდების შეჯახების რისკი გაზრდილია - გაფრთხილება ჩეხი ასტრონომებისგან
დედამიწასთან ასტეროიდების შეჯახების რისკი გაზრდილია - გაფრთხილება ჩეხი ასტრონომებისგან
ჩეხ ასტრონომთა განცხადებით, იზრდება შანსი, რომ ტაურიდების მეტეორული ნაკადიდან დედამიწას რომელ
წაკითხვა
2172

უახლესი