საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

წებელდაში სამხედრო პოლიგონის მშენებლობას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს

გამოქვეყნებულია 2017-01-11 20:17:00 განახლებულია 2017-01-11 20:32:00


ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ვანდალური ფაქტის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პირველ კომენტარს აკეთებს. 

უწყება გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში, რუსეთის მიერ სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს. 

წაგიკითხავთ „რია ნოვოსტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას: „სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში გაოგნება გამოიწვია საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებამ, სოფელ წებელდაში თითქოსდა რუსული სამხედრო პოლიგონის მშენებლობის შესახებ. არავითარი სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოები რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-7 სამხედრო ბაზის ინტერესებში არ არის და არც იგეგმება“, -ნათქვამია ტექსტში. 

სამხედრო პოლიგონის მშენებლობას არ ადასტურებენ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროშიც. 

შეგახსენებთ, რომ სოფელ წებელდაში პოლიგონის მოწყობის დროს, საოკუპაციო ძალებმა მერვე საუკუნის დროინდელი ეკლესია და პოლონელთა სამარხები გაანადგურეს. 

სწორედ წებელდაში მომხდარ ვანდალურ ფაქტზე პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ინფორმაცია უკვე მიაწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. 

გიორგი მარგველაშვილის დავალებით, თენგიზ ფხალაძე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს და საქართველოში ევროსაბჭოს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს და ბოლო პერიოდში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა განადგურების ფაქტებს. 


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპის ინტერვიუ The Build და The Times-თან
დონალდ ტრამპის ინტერვიუ The Build და The Times-თან
ნატო და რუსეთი, ე.წ ბრექსითი, სირიის ომი, ევროპის საემიგრაციო კრიზისი, ღია საზღვრების პოლიტიკა და შიდა წარმოების საკითხები იყო განხილვის მთ
წაკითხვა
მმართველი გუნდი და ოპოზიცია NDI-ის კვლევის საგარეო ნაწილზე ვერ თანხმდება
მმართველი გუნდი და ოპოზიცია NDI-ის კვლევის საგარეო ნაწილზე ვერ თანხმდება
მმართველი გუნდი და ოპოზიცია „ენ-დი-აის“ მიერ ჩატარებული კვლევის საგარეო ნაწილზეც ვერ თანხმდება. ოპონენტები ხელისუფლებას რუსული პროპაგანდის
წაკითხვა
ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პირობას ასახელებს
ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პირობას ასახელებს
ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეული პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პირობას ასახელებს. 
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება წებელდაში ისტორიული ძეგლის დაზიანების ფაქტს ადასტურებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება წებელდაში ისტორიული ძეგლის დაზიანების ფაქტს ადასტურებს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება წებელდაში ისტორიული ძეგლის დაზიანების ფაქტს ადასტურებს, პოლიგონის მშენებლობას კი უარყოფს. 
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება წებელდაში ისტორიული ძეგლის დაზიანების ფაქტს ადასტურებს, პოლიგონის მშენებლობას კი უარყოფს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება წებელდაში ისტორიული ძეგლის დაზიანების ფაქტს ადასტურებს, პოლიგონის მშენებლობას კი უარყოფს
„განცხადებები, სოფელ წებელდაში სამხედრო პ
წაკითხვა
პროექტი „აწარმოე საქართველოში“ განახლებული ფორმატით გაგრძელდება
პროექტი „აწარმოე საქართველოში“ განახლებული ფორმატით გაგრძელდება
„აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის“, - ამ სახელწოდებით 2017 წლიდან ერთი ქუდისა და ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ყველა ის სახელმწიფო
წაკითხვა
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს ლიბეს კომიტეტში, დღეს, კენჭს უყრიან
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს ლიბეს კომიტეტში, დღეს, კენჭს უყრიან
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრა ლიბეს კომიტეტში. სხდომა დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული. 
წაკითხვა
„წებელდაში რუსული ბაზის მშენებლობა არ იგეგმება“-ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო
„წებელდაში რუსული ბაზის მშენებლობა არ იგეგმება“-ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ წებელდაში, რუსეთი
წაკითხვა
286

უახლესი