საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

„გირო კრედიტის“ დამფუძნებელი პოლიციელებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია 2017-01-11 20:14:00 განახლებულია 2017-01-11 20:27:00


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გირო კრედიტის" დამფუძნებელი პოლიციელებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. 

გიორგი გუგუმბერიძის მტკიცებით, პოლიცის თანამშრომლებმა 9 იანვარს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გუგუმბერიძე ჰყვება, რომ სამართალდამცავები მის სახლში მივიდნენ და შესაბამისი დადგენილების გარეშე, ორგანიზაციის ერთ-ერთი ფილიალიდან სავარაუდო დანაშაულის შემცველი ვიდეოჩანაწერების გადაცემა მოსთხოვეს. 

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, უარის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც პოლიციის უფროსმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

საქმეზე სასამართლო პროცესი 23 თებერვალს გაიმართება. სხდომამდე გუგუმბერიძის ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსისა და მისი მოადგილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. 

ფაქტს ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროც. უწყებაში ამბობენ, რომ გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაწყო.

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შსს: „რუსთავში აფთიაქი არა ხუთმა, არამედ ერთმა ქალმა გაქურდა“
შსს: „რუსთავში აფთიაქი არა ხუთმა, არამედ ერთმა ქალმა გაქურდა“
რუსთავში „იმპექსის“ ფირმის აფთიაქი არა ხუთმა, არამედ ერთმა ქალმა გაქურდა, ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროშ
წაკითხვა
შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ 1992 წელს დაბადებული ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,
წაკითხვა
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.ა. - ფოთში, ხოლო 1980 წელს დაბადებული ს.ყ. ბათუმში დააკავა, ამის შესახე
წაკითხვა
შსს: „კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა“
შსს: „კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა“
ქუთაისში კანაფის ამოღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 
წაკითხვა
შსს: გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცველებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის
შსს: გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცველებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის
გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცველებმა კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებაა. უწყებ
წაკითხვა
შს სამინისტრომ გერმანელ სამართალდამცველებს უმასპინძლა
შს სამინისტრომ გერმანელ სამართალდამცველებს უმასპინძლა
გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროში. 
წაკითხვა
შსს-მ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა
შსს-მ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამი
წაკითხვა
ყაჩაღობა თბილისში - დაკავებულია ორი ადამიანი
ყაჩაღობა თბილისში - დაკავებულია ორი ადამიანი
ტაქსის დაყაჩაღებისთვის 1995 წელს დაბადებული ორი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადეს, შემ
წაკითხვა
330

უახლესი