საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

უშხამო ობობამ მოზრდილი გველი მოკლა და შეჭამა - პირველი ფაქტი მეცნიერთათვის

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-11 19:14:00

მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ამ დრომდე პირველი ცნობილი შემთხვევა, როდესაც გარეული ტარანტულა გველს კლავს და ჭამს.

მიუხედავად იმისა, რომ ობობების მიერ გველის მოკვლის ფაქტები წარსულშიც მრავლადაა დაფიქსირებული, ეს შემთხვევა იმითაა განსაკუთრებული, რომ ტარანტულის ამ სახეობას შხამი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ობობამ გველი მხოლოდ საკუთარი ეშვებით დაიმორჩილა.

ეს საზარელი შემთხვევა ბრაზილიაში, სანტა-მარიას ფედერალური უნივერსიტეტის სტუდენტმა ლეონარდუ მალტა ბურჟისმა დააფიქსირა.

კვლევითი პროექტის ფარგლებში, ტარანტულებზე დაკვირვებას ბურჟისი და მისი კოლეგები სამხრეთ ბრაზილიაში, სერა-დუ-კავერის რეგიონში აწარმოებდნენ, როდესაც ქვის ქვეშ შენიშნეს Grammostola quirogai-ს სახეობის ტარანტულა, რომელიც გველს ჭამდა.

ალმადენის მიწის გველი (Erythrolamprus almadensis) სიგრძეში 40 სმ იყო, საკმაოდ დიდი იმისათვის, რომ ტარანტულასთან ბრძოლაში არ დამარცხებულიყო.

თუმცა, ეს არ გახლდათ ამ სისხლიანი ორთაბრძოლის ერთადერთი უცნაურობა.

როგორც ბორჟისმა Live Science-ს განუცხადა, არ არსებობს არანაირი მეცნიერული მტკიცებულება, რომ ტარანტულის ამ სახეობას რაიმე სახის შხამი ჰქონდეს, რომლითაც გველს მოკლავდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ობობას მხოლოდ საკუთარი, 2-სანტიმეტრიანი ღონიერი ეშვების იმედი ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ შხამი არ აქვს არც ალმადენის მიწის გველს, შესაბამისად, ბრძოლა მხოლოდ კუნთების იმედად წარმართულა, რომელშიც ობობას დამაჯერებელი გამარჯვება მოუპოვებია.

როგორც წესი, ნორმალურ შემთხვევებში, როცა ობობა გველს ამარცხებს, ეს მხოლოდ შხამის წყალობით ხდება. 

მკვლევართა ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტარანტულის მიერ გველის მოკვლისა და შეჭმის ფაქტები ადრეც არის დაფიქსირებული, თუმცა მხოლოდ ტყვეობაში ან ექსპერიმენტის ფარგლებში.

ეს უპრეცედენტო შემთხვევა სავარაუდოდ გამოწვეულია გველის არასწორ ადგილას მოხვედრით არასწორ დროს, როდესაც მშიერ ტარანტულას ხელში კარგი საკბილო ჩაუვარდა.

გასულ წელს, ავსტრალიაში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მონადირე ობობები ხვლიკს ჭამდნენ საცხოვრებელი სახლის ფანჯარაზე ან მოზრდილ თაგვს მიათრევდნენ მაცივრის კარზე.

კვლევის ანგარიში  Herpetology Notes-ში გამოქვეყნდა.





მომზადებულია Live Science-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ექსპედიციის დროს, მეცნიერებმა ობობის 50-ზე მეტი ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ექსპედიციის დროს, მეცნიერებმა ობობის 50-ზე მეტი ახალი სახეობა აღმოაჩინეს
მეცნიერთა და რეინჯერთა ჯგუფმა ავსტრალიაში
წაკითხვა
გველი, რომელმაც სიკვდილი გაითამაშა - [Video]
გველი, რომელმაც სიკვდილი გაითამაშა - [Video]
BBC გასაოცარ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ასახულია, თუ როგორ თამაშობს გველი სიკვდილს. 
წაკითხვა
აღმოსავლურმა ყავისფერმა გველმა პითონი მთლიანად შეჭამა [Video]
აღმოსავლურმა ყავისფერმა გველმა პითონი მთლიანად შეჭამა [Video]
"National Georgaphic" ახალ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ასახულია თუ როგორ შეჭამა ერთმა გველმა მეორე. კერძოდ, აღმოსავლურმა ყავისფერმა გ
წაკითხვა
ავსტრალიაში ქალმა საშობაო ნაძვის ხეზე შემოხვეული მეტრიანი გველი იპოვა
ავსტრალიაში ქალმა საშობაო ნაძვის ხეზე შემოხვეული მეტრიანი გველი იპოვა
ავსტრალიის ქალაქ ფრანკსტონში, ქალმა საკუთ
წაკითხვა
გიგანტურმა ობობამ სახლის ფანჯარაზე ხვლიკი შეჭამა
გიგანტურმა ობობამ სახლის ფანჯარაზე ხვლიკი შეჭამა
ავსტრალიის კუინზლენდის შტატის ქალაქ ბირვი
წაკითხვა
როგორ გაურბის იგუანა გველების არმიას - Planet Earth II-ის სულისშემძვრელი ვიდეო
როგორ გაურბის იგუანა გველების არმიას - Planet Earth II-ის სულისშემძვრელი ვიდეო
კვირას, BBC-მ გახმაურებული დოკუმენტური მი
წაკითხვა
ულამაზესი გველი, რომლის უნიკალური შხამი საშინლად მტანჯველ სიკვდილს იწვევს
ულამაზესი გველი, რომლის უნიკალური შხამი საშინლად მტანჯველ სიკვდილს იწვევს
არავისთვისაა უცნობი თუ რამდენად სახიფათოა
წაკითხვა
გიგანტური ობობა ავსტრალიაში, რომლის ფოტოებმაც ინტერნეტი წალეკა
გიგანტური ობობა ავსტრალიაში, რომლის ფოტოებმაც ინტერნეტი წალეკა
ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელებში ათასობით
წაკითხვა
6640

უახლესი