საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ევროპის საფეხბურთო სტადიონებზე სათასო შეხვედრები გაიმართა

გამოქვეყნებულია 2017-01-11 18:59:00


ევროპის საფეხბურთო სტადიონებზე, გუშინ, სათასო შეხვედრები გაიმართა. ინგლისში, ქვეყნის ლიგის თასზე, პირველი ნახევარფინალური მატჩი ჩაატარეს, „მანჩესტერ იუნაიტედმა" და „ჰალ სიტიმ". 

ოლდ ტრაფორდზე ფავორიტი ჟოზე მოურინიოს გუნდი გახლდათ. მანჩესტერელებმა ეს სტატუსი გაამართლეს და მეტოქეს 2-0 მოუგეს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 56-ე წუთზე ხუან მატამ დააწინაურა. მეორე და თამაშის უკანასკნელი გოლი, მარუან ფელეინიმ 87-ე წუთზე გაიტანა. ამ წყვილის საპასუხო თამაში 26 იანვარს ჰალის სტადიონზე შედგება. მეორე ნახევარფინალში, ურთიერთობას „საუთჰემპტონი" და „ლივერპული“ გაარკვევენ.

იტალიის თასის გათამაშების მეოთხედფინალში ითამაშებს ნაპოლი, რომელმაც გუშინ, საკუთარ სანპაულოზე ქვედალიგოსანი „სპეცია" ანგარიშით 3-1 დაამარცხა. 

სამხრეთ იტალიური კლუბი მალევე დაწინაურდა. მესამე წუთზე თავი პოლონელმა ნახევარმცველმა, პიოტრ ზელინსკიმ გამოიჩინა. სტუმრებმა 35-ეზე გაათანაბრეს, გოლის ავტორი, ანტონიო პიკოლო გახლავთ. ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ნახევრის სტარტზე ორი წუთის ინტერვალში, ნეაპოლელებმა ორი ბურთი გატანა შესძლეს. ჯერ ემანუელე ჯაკერინიმ დაარტყა ზუსტად, ხოლო მატჩს საბოლოო წეტილი, მანოლო გაბიადინიმ დაუსვა. „ნაპოლი" თასის მეოთხედფინალში, ფიორენტინა-კიევოს წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნიკოლოზ ანთიძე - მურყვამის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციას ვფლობ და არსებულ მდგომარეობას ხვალ სპეციალისტები გაეცნობიან
ნიკოლოზ ანთიძე - მურყვამის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციას ვფლობ და არსებულ მდგომარეობას ხვალ სპეციალისტები გაეცნობიან
უშგულში, სოფელ ჩვიბიანში მურყვამის (კოშკი
წაკითხვა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს ესპანეთის პროკურატურა საგადასახადო თაღლითობაში ადანაშაულებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს ესპანეთის პროკურატურა საგადასახადო თაღლითობაში ადანაშაულებს
საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ესპანეთის პროკურატურა საგადასახადო თაღლითობაში ადანაშაულებს. BBC-ის
წაკითხვა
 საპარლამენტო უმცირესობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს
საპარლამენტო უმცირესობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს
 საპარლამენტო უმცირესობაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ. 
წაკითხვა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სპეციალისტების შეხვედრა ცენტრალური აზიის ექპსერტთა ჯგუფის წევრებთან
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტების შეხვედრა ცენტრალური აზიის ექპსერტთა ჯგუფის წევრებთან
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ცენტრალური აზიის ექპსერტთა ჯგუფის წევრებს უმასპოინძლეს
წაკითხვა
"მანჩესტერ იუნაიტედი" შვედ მცველს ყიდულობს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურ ვებგვერდზე განაცხადა, რომ შეთანხმებას მიაღწია &quo
წაკითხვა
თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან
თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან
გადაწყვეტილება, რომელსაც საზოგადოება წლების განმავობაში ელოდა. თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების რესტავრაციის პროცესში ქართველი
წაკითხვა
ზლატან იბრაჰიმოვიჩს ახალი გუნდის ძებნა მოუწევს
ზლატან იბრაჰიმოვიჩს ახალი გუნდის ძებნა მოუწევს
როგორც ინგლისური Sky Sports-ი ვარაუდობს, შვედი ვეტერანი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერ იუნაიტ
წაკითხვა
კურორტების პოპულარიზაცია - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სპეციალურ კამპანიას იწყებს
კურორტების პოპულარიზაცია - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სპეციალურ კამპანიას იწყებს
აჭარის კურორტების პოპულარიზაციის მიზნით, სპეციალურ კამპანიას იწყებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. .აქცია თბლისიდან იწყება და რეგიონებში გაგ
წაკითხვა
192

უახლესი