საზოგადოებრივი
104.5 FM
673

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ლიგის გათამაშებაში მეორე მარცხი განიცადა

გამოქვეყნებულია 2017-01-11 18:56:00


საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო ლიგის გათამაშებაში, გუშინ, მეორე მატჩი გამართა და სამწუხაროდ, მეორე მარცხი განიცადა. 

ქართველი წყალბურთელები მილანში ტიტულოვან იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენებმა მატჩის პირველი მეოთხედი 2-1 მოიგეს. ამის შემდეგ კი ფავორიტმა იტალიის ეროვნულმა გუნდმა მოიპოვა უპირატესობა და საბოლოოდ ანგარიშით 14-5 გაიმარჯვა. 

ქართველთა მხრიდან ორ-ორი გოლი ანდრო ბითაძემ და მარკო ელაჩამ გაიტანეს, ხოლო ერთი ბურთი, დებიუტანტი გიორგი მესხის ანგარიშზეა. 

საქართველოს ნაკრები ჯგუფის მესამე შეხვედრას 14 თებერვალს, სტუმრად რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს

დატოვე კომენტარი