საზოგადოებრივი
104.5 FM
441

პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდა

გამოქვეყნებულია 2017-01-11 16:18:00


საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე პრეზიდენტის დავალებით ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს და საქართველოში ევროსაბჭოს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა, რომლებსაც აფხაზეთში ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს განადგურების ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს და იმ ქმედებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ხორციელდება.

„ამის შესახებ უკვე იყო პრეზიდენტის განცხადება და ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გახდეს საერთაშორისო მონიტორინგის ობიექტი და საერთაშორისო მონიტორებს ჰქონდეთ საშუალება ადგილზე შეისწავლონ არსებული ვითარება.

ეს არ არის პირველი საგანგაშო სიგნალი, რომელსაც ვღებულობთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი მონიტორების უშუალო ჩართულობა“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მისი განცხადებით, ევროსაბჭოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დღესდღეობით საოკუპაციო ძალები არ აძლევენ საშუალებას, რომ ადგილზე ჩაატარონ მონიტორინგი, მაგრამ მათ შეუძლიათ გაგვიწიონ დახმარება იმისათვის, რომ ეს საკითხი ფართოდ იქნას განხილული საერთაშორისო თანამეგობრობაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობა მცირდება
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობა მცირდება
ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობის მაჩვენებელი მცირდება. 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, რეგიონში 1
წაკითხვა
სამგლოვიარო ცერემონია 24 წლის შემდეგ - აფხაზეთის ომის 25 გმირი სამხედრო პატივით დაკრძალეს
სამგლოვიარო ცერემონია 24 წლის შემდეგ - აფხაზეთის ომის 25 გმირი სამხედრო პატივით დაკრძალეს
სამგლოვიარო ცერემონია 24 წლის შემდეგ. აფხაზეთის ომის 25 გმირი სამხედრო პატივით დაკრძალეს. 
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს აფხაზეთში გმირულად დაღუპული პირების ჯილდოზე წარდგენის თხოვნით მიმართა
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს აფხაზეთში გმირულად დაღუპული პირების ჯილდოზე წარდგენის თხოვნით მიმართა
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს 
წაკითხვა
აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს
აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს
აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს.25 ერო
წაკითხვა
პრეზიდენტი მადლობას უხდის ყველას, ვისი მეშვეობითაც აფხაზეთში დაღუპული გმირები ჩამოასვენეს
პრეზიდენტი მადლობას უხდის ყველას, ვისი მეშვეობითაც აფხაზეთში დაღუპული გმირები ჩამოასვენეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
პატრიარქი - ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც, აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა
პატრიარქი - ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც, აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის
წაკითხვა
აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს
აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს
აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.
წაკითხვა
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს აფხაზეთში გმირულად დაღუპული პირების ჯილდოზე წარდგენით მიმართა
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს აფხაზეთში გმირულად დაღუპული პირების ჯილდოზე წარდგენით მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა
წაკითხვა