საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

„გირჩი“ მიმართვას ავრცელებს

გამოქვეყნებულია 2017-01-11 15:36:00

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოითხოვს, სსკ-ის 265-ე მუხლთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების ან საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლებამ შეაჩეროს საქართველოს ყველა მოქალაქის სისხლისსამართლებრივი დევნა. ამის შესახებ „გირჩის“ განცხადებაშია აღნიშნული.  

„2016 წლის 31 დეკემბრის ღამეს, გირჩის ოფისში შედგა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი. ადამიანებმა გააპროტესტეს რეპრესიული, არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა და მოითხოვეს სახელმწიფოსგან ადამიანის უფლებების პატივისცემა.

დაუმორჩილებლობის აქტის ყველა დეტალი იყო საჯარო, პოლიტიკური პარტიის პოზიცია კი ცნობილი იყო საჯაროდ გაკეთებული არაერთი განცხადებით.

ხელისუფლებას ჰქონდა ორ თვემდე ვადა პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ან ვალდებულება - 31 დეკემბერსვე ემოქმედა ისევე, როგორც მოქმედებს რიგითი მოქალაქეების მიმართ.

დღეს, დაუმორჩილებლობის აქტის ჩატარებიდან თერთმეტი დღის გასვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იკავებს პოლიტიკური პარტიის ოფისს და მტკიცებულებების სახით აღწერენ და იღებენ კანაფის ნარგავებს. 

დღეს გირჩს დაგეგმილი ჰქონდა საქალაქო სასამართლოსთან გაეპროტესტებინა მოქალაქის მიმართ იგივე დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, რომლის გამოც ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. 

ჩვენ მოვითხოვთ პოლიტიკური გადაწყვეტილების ან საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლებამ შეაჩეროს ყველა საქართველოს მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.

გირჩის მიერ ორგანიზებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს 265-ე მუხლის პირველი ნაწილით. მორალური დისკომფორტის გამო, ხელისუფლება ვერ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ვერ აკავებს ამ პოლიტიკური აქტის მონაწილეებს. თუმცა მორალურად სწორი პოზიცია, იგულისხმება, რომ ადამიანებს უფლება აქვთ, პირადი მოხმარების მიზნით ფლობდნენ კანაბისის შემცველ პროდუქტებს, არ ცვლის არსებულ რეალობას, რომ საქართველოში სსკ-ის 265 მუხლით გასამართლებულია ათასობით ადამიანი და ასობით მოქალაქე, ამ კონკრეტული მუხლის შინაარსის გამო, ამჟამადაც სისხლის სამართლებრივად იდევნება. ამავდროულად, აღნიშნული მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე უკვე მსჯელობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

ამიტომ, რადგან ცხადად ჩანს, რომ სიმართლე კანონის მხარეს არ არის, რადგან ეს კანონი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და რადგან ამ უსამართლო კანონის ფაქტობრივი აღსრულება ჭირს საზოგადოების მეტ-ნაკლებად გავლენიანი წევრების მისამართით, მოვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვით, ხელისუფლებამ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩეროს ამ მუხლით განხორციელებული ყველა სისხლის სამართლებრივი დევნა“, - აცხადებენ „გირჩში“.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„გირჩის“ ექსპერიმენტის შემდეგ, შსს-მ გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ფაქტზე დაიწყო
„გირჩის“ ექსპერიმენტის შემდეგ, შსს-მ გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ფაქტზე დაიწყო
„გირჩის“ ოფისში გამართული პრესკონფერენციისა და სამართალდამცველების მიერ ნარკოტიკის ჩაბარების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
წაკითხვა
„გირჩის“ ოფისში შს სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან
„გირჩის“ ოფისში შს სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან
პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ოფისში შინაგან
წაკითხვა
ინტერნეტით ნაყიდი 5 გრამი ნარკოტიკი - გირჩი ექსპერიმენტის შედეგებს ასაჯაროებს
ინტერნეტით ნაყიდი 5 გრამი ნარკოტიკი - გირჩი ექსპერიმენტის შედეგებს ასაჯაროებს
პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" სპეცი
წაკითხვა
მეუფე დიმიტრი: ვიდეოდან ამოჭრილი ფრაზა პატრიარქს, არა გიორგი მამალაძის, არამედ პროკურატურის მისამართით უნდა ეთქვა
მეუფე დიმიტრი: ვიდეოდან ამოჭრილი ფრაზა პატრიარქს, არა გიორგი მამალაძის, არამედ პროკურატურის მისამართით უნდა ეთქვა
სიტყვები „ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს“, რომელიც ბერლინის კლინიკაში ჩაწერილი პატრ
წაკითხვა
„გირჩი” ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს მონოპოლიზაციის კორუფციული გეგმის შემუშავებაში ადანაშაულებს
„გირჩი” ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს მონოპოლიზაციის კორუფციული გეგმის შემუშავებაში ადანაშაულებს
„გირჩი” ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და
წაკითხვა
მამა შალვა კეკელია: პატრიარქის ვიდეომიმართვის არასრული ვერსიის გავრცელებით საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს
მამა შალვა კეკელია: პატრიარქის ვიდეომიმართვის არასრული ვერსიის გავრცელებით საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს
კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეომიმართვის არასრული ვერსიის გავრცელების საკითხით, საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს. ასეთი პოზიცია აქვს მამა შა
წაკითხვა
„აეროსმიტის“ გიტარისტი საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს
„აეროსმიტის“ გიტარისტი საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს
ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფის გიტარისტი
წაკითხვა
„გირჩი“ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვის ინიციატივით გამოდის
„გირჩი“ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვის ინიციატივით გამოდის
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ნარკოტიკე
წაკითხვა
410

უახლესი