საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

სალომე ზურაბიშვილი: დროულად მიმაჩნია, შსს-მ შეისწავლოს „ვარდების მოედნის“ ქვეშ არსებული მდგომარეობა

გამოქვეყნებულია 2017-01-11 14:42:00

პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისთვის, როგორც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარისთვის, „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში არსებული სიტუაციის შესახებ მოსახლეობას არაერთხელ მიუმართავს. ზურაბიშვილი პრემიერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას და პოზიციას მიესალმება. 

„მივესალმები პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას, შეისწავლონ „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში, არსებული სიტუაცია.

აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის მთაწმინდის, მაჟორიტარულ ოლქს. ჩემთვის, როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატისთვის და ასევე ამ უბნის მაცხოვრებლებისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთან, მოსახლეობისგან არა ერთხელ გამოითქვა წუხილი და უკმაყოფილება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. 

მიზანშეწონილად და დროულად მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს არსებული მდგომარეობა და მოახდინოს რეაგირება“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, თბილისის ცენტრში არსებულ ზოგიერთ ბარში ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ და იქ შესვლა მხოლოდ ქალებს შეუძლიათ. პრემიერმა ყურადღება „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ობიექტებზე გაამახვილა. მთავრობის სხდომის შემდეგ კი, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის ცენტრში არსებულ ბარებზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი წუხილი ისაა, რომ „ქართველი არასრულწლოვნების ჩართვა ხდება პროსტიტუციაში“. პრემიერის თქმით, ეს მისი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფაა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ოთარ კახიძე: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას არ აპირებს
ოთარ კახიძე: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას არ აპირებს
ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას არ აპირებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა და მერაბიშვილის ადვოკატმა
წაკითხვა
კვირიკაშვილი: ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაში მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეძლო
კვირიკაშვილი: ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაში მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეძლო
რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის ტრანზიტზე მიღწეულ შეთანხმებას პირველი განცხადებით ეხმაურება პრემიერმინისტრი. 
წაკითხვა
საქართველოს პრემიერის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. 
წაკითხვა
შსს: „კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა“
შსს: „კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა“
ქუთაისში კანაფის ამოღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 
წაკითხვა
პრემიერის გამოსვლის მთავარი აქცენტები დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე
პრემიერის გამოსვლის მთავარი აქცენტები დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე
საქართველო დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ქართული დელეგაცის ხელ
წაკითხვა
საქართველოს პრემიერის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება
საქართველოს პრემიერის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება
საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება. საქართველო მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს.
წაკითხვა
საქართველოს პრემიერის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება
საქართველოს პრემიერის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება
საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილს ,,ელ-პარდოს” სასახლეში ესპანეთის მეფემ ფელიპე მეექვსემ უმასპინ
წაკითხვა
საქართველოს პრემიერი ესპანეთში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერი ესპანეთში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალებ რ
წაკითხვა
513

უახლესი