საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ქართველების ინოვაციური პროექტი - დარგე ხე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში

გიორგი ურუშაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-11 14:11:00

Tags:Treepex

Treepex - ეს ახალი აპლიკაციაა, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ხის დარგვა შეგიძლიათ. პროექტი ქართველების StartUp იდეაა. ბაჩო ხაჩიძე და ლაშა კვანტალიანი პროექტის შექმნაზე დიდი ხანია მუშაობენ. მართალია, ამ სფეროში დიდი ხანია არიან, თუმცა განსხვავებული და ინოვაციური პროექტის შექმნა Treepex-მდე არ უცდიათ.

Android და IOS აპლიკაცია და დამატებით, ვებგვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მსოფლიოს რამდენიმე წერტილში, სხვადასხვა სახეობის ხე დარგონ და მისი გაზრდის პროცესსაც დააკვირდნენ. ხის ღირებულება 7 დოლარიდან იწყება და მისი დარგვა ბორჯომის პარკიდან დაწყებული ამაზონის ტყის ჩათვლით შეგიძლიათ.


ბაჩო კვანტალიანი: Treepex-ზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ, მე და ჩემმა მეგობარმა, ლაშა კვანტალიანმა. ამ სფეროში საკმაოდ დიდი ხანია ვართ და გადავწყვიტეთ მეტი ინოვაციურობა. შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მსოფლიო პროდუქტის შექმნა განვიზრახეთ. თავიდან განსხვავებული კონცეფცია იყო. “სტარტაპებში” მიღებულია კონცეფციის ცვლა. თავიდან განვავითარეთ საპილოტე ვერსია, შემდეგ მივიღეთ მომხმარებლისგან “ფიდბექი” და საბოლოოდ, მივიღეთ პროდუქტი Treepex, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ჰყავს საკუთარი მომხმარებელი. ახლა ვაპირებთ ტარგეტირება მოვახდინოთ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ბაზარზე.



ბაჩო ხაჩიზე წელს აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აქსელატორში ჩაირიცხა, სადაც საკუთარ პროექტს კიდევ უფრო მეტად განავითარებს.


ბაჩო ხაჩიძე: წელს ჩავირიცხე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო აქსელატორში, ნიუ იორკში, სადაც აქსელაციის პროგრამა იწყება 1 მარტიდან და ისედაც, Treepex  ნიუ იორკში გადაგვაქვს, რათა ამერიკულ ბაზარს შევთავაზოთ ჩვენი პროდუქტი. აქსელატორი გეხმარება ე.წ. ნეთვორქინგში, რაც ძლიერ როლს თამაშობს პროექტის წარმატებაში.


- სად შეგვიძლია ვნახოთ თქვენი აპლიკაცია და როგორ შეიძლება მისი გამოყენება?


აპლიკაცია შექმნილია IOS და Android-ოს მომხმარებლისათვის. გადმოწერა არის აბსოლიტურად უფასო და ასევე, არსებობს ვებგვერდი, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია დარგოს ხე და თუნდაც აჩუქოს ვინმეს. ამ ეტაპზე ვმუშაობთ თემატური სასაჩუქრე ხეების მიმართულებაზე. ადამიანებს შეეძლებათ გაუკეთონ ერთმანეთს სიურპირიზი და დარგონ ხე ვინმეს სახელზე.

- სად ირგება ხეები?

ხეების დარგვა ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, სადაც 2008 წელს, ხანძრის გამო 300 ჰექტარამდე ტერიტორია განადგურდა. ასევე, მიმდინარეობს დარგვითი აქციები აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ქართული მუხის აღდგენის პროცესია დაწყებული. ასევე, უკვე დაიწყო ხეების დარგვა ტანზანიაში და ამაზონის ტყეში, კონკრეტულად პერუსა და ბრაზილიაში.


ბაჩო ხაჩიძე ხის დარგვის პროცესებზე და აპლიკაციის გამოყენების მექანიზმებზეც გვესაუბრება.


ბაჩო: როდესაც ინდივიდუალური პირი დარგავს ხეს, ის იმ წამსვე მიიღებს ელექტრონულ სერტიფიკატს და ხის  საიდენტიფიკაციო ნომერს, ე.წ. აიდის. შემდეგ როდესაც ხე დაირგვება, მომხმარებელს მისდის დარგული ხის ფოტოსურათი და ზუსტი გეოგრაფიული ლოკაცია, თუ სად მდებარეობს ხე. ეს შემდეგ დაიტანება Treepex-ის მსოფლიო რუკაზე და ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ნახოს თავისი დარგული ხე, ფოტოსურათი, ასევე, ნახოს თუ რამდენ ჟანგბადს გამოიმუშავებს დროის კონკრეტულ მონაკვეთში თავისი ხე და რამდენ ემისიას შთანთაქვს.


იხილეთ ბაჩო ხაჩიძის ინტერვიუ ამერიკულ ტელეარხთან.



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
1231

უახლესი