საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

740

პრემიერის განმარტება: ქართველი არასრულწლოვნების ჩართვა ხდება პროსტიტუციაში

ნათია ქენქაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-01-11 12:02:00 განახლებულია 2017-01-11 12:03:00


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის ცენტრში არსებულ ბარებზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი წუხილი ისაა, რომ „ქართველი არასრულწლოვნების ჩართვა ხდება პროსტიტუციაში“.

პრემიერის თქმით, ეს მისი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფაა.

„დამატებითი განმარტება მინდა გავაკეთო მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც დავაკვირდი, არასწორი ინტერპრეტირება მოხდა და არასწორი მიმართულებით წავიდა ის დასკვნები, რაც გამოიტანეს. 

მე ვახსენე, რომ ბარებში ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც, მოხდა ინტერპრეტირება, რომ თითქოს, მე იმაზე ვზრუნავ, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. 

არა, მეგობრებო, ჩემთვის სამწუხარო ამ კლუბებში ხდება ის, რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის არასწრულწლოვანი ჩვენი მოქალაქეების და არცერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება. 

და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში. 

ეს არის მწვავე რეალობა, რომელიც გვაქვს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შსს-ს და ასევე, სიტუაციის შესწავლა დავავალე ჩემს მრჩეველს, სოფო ჯაფარიძეს, რადგან შესაძლოა, ხდებოდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევა იმ კუთხით, რომ უშვებენ მხოლოდ მდედრობითი სქესის ადამიანებს.

მთავარი წუხილი ჩემი ისაა, რომ ქართველი არასრულწლოვნების ჩართვა ხდება პროსტიტუციაში, ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, თბილისის ცენტრში არსებულ ზოგიერთ ბარში ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ და იქ შესვლა მხოლოდ ქალებს შეუძლიათ. პრემიერმა ყურადღება „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ობიექტებზე გაამახვილა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი - გლობალიზაციის ეპოქის წარმატება ვერ მიიღწევა გლობალური პარტნიორობისა და ურთიერთმხარდაჭერის გარეშე
გიორგი კვირიკაშვილი - გლობალიზაციის ეპოქის წარმატება ვერ მიიღწევა გლობალური პარტნიორობისა და ურთიერთმხარდაჭერის გარეშე
გლობალიზაციის ეპოქის წარმატება ვერ მიიღწევა გლობალური პარტნიორობისა და ურთიერთმხარდაჭერის გარ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მოგიწოდებთ, გამოვიყენოთ ეს დრო, რათა ვიმსჯელოთ და ერთად დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება დემოკრატიის გადახალისება
გიორგი კვირიკაშვილი - მოგიწოდებთ, გამოვიყენოთ ეს დრო, რათა ვიმსჯელოთ და ერთად დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება დემოკრატიის გადახალისება
მოგიწოდებთ, გამოვიყენოთ ეს დრო, რათა ვიმსჯელოთ და ერთად დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება დემოკრატიი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ გამჭვირვალობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას გლობალურ, ეროვნულ და შიდასახელმწიფოებრივ დონეებზე
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ გამჭვირვალობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას გლობალურ, ეროვნულ და შიდასახელმწიფოებრივ დონეებზე
ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ გამჭვირვალობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას გლობალურ, ეროვნულ და შიდასახელმწიფოებრივ დონეებზე, - ამის შესა
წაკითხვა
თეა წულუკიანი - ჩვენი მიზანია, უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანოთ სახელმწიფოსა და საზოგადოების თანამშრომლობა
თეა წულუკიანი - ჩვენი მიზანია, უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანოთ სახელმწიფოსა და საზოგადოების თანამშრომლობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ შეხვედრაზე, სადაც საქართველომ ო
წაკითხვა
ისტორიაში პირველად, საქართველო ორგანიზაციის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ თავმჯდომარე გახდა - თავმჯდომარეობა გიორგი კვირიკაშვილმა ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა
ისტორიაში პირველად, საქართველო ორგანიზაციის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ თავმჯდომარე გახდა - თავმჯდომარეობა გიორგი კვირიკაშვილმა ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა
ისტორიაში პირველად, საქართველო ორგანიზაციის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ თავმჯდომარე გახდა. 75 ქვეყნისგან შექმნილი ორგანიზაციის ხელმძღვან
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ოკუპირებულ
წაკითხვა
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ - ისტორიაში პირველად, საქართველო ორგანიზაციის თავმჯდომარე ხდება
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ - ისტორიაში პირველად, საქართველო ორგანიზაციის თავმჯდომარე ხდება
ისტორიაში პირველად, საქართველო ორგანიზაციის ,,ღია მმართველობის პარტნიორობა” თავმჯდომარე ხდება. ცერემონია ნიუ იორკში თბილისის დროით ღამის პი
წაკითხვა
გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის გახსნამდე საქართველოს დელეგაცია სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს
გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის გახსნამდე საქართველოს დელეგაცია სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს
გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გახსნამდე საქართველოს დელეგაცია, პრემიერ- მინისტრის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწი
წაკითხვა