საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

პრემიერის თქმით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

გამოქვეყნებულია 2017-01-11 10:34:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით სტატისტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ნახევარი მილიონით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ის, რომ 2016 წელს საქართველოს 6 მილიონ 350 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია და მიღებულია 2 მილიარდზე მეტი შემოსავალი, ძალიან კარგი შედეგია.

„ეს არის იმ საერთო ძალისხმევის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ასევე, საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების საერთაშორისო პოზიციონირების კუთხით. ვფიქრობთ, ინვესტიციები, რომლებსაც ვახორციელებთ ოთხსეზონიანი კურორტების შექმნის, ასევე ტურისტული მიმართულებებისკენ ახალი გზების მშენებლობის კუთხით და ზამთრის კურორტებზე საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელების განხორციელების მიმართულებით, კიდევ უფრო გასაფართოებელია, რადგან მას მოაქვს კონკრეტული შედეგები, ადგილობრივი ბიზნესისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დამატებითი შემოსავლის სახით. ეს მიმართულება გაგრძელდება და გაძლიერდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე მისასალმებელი შედეგია ის, რომ წელს, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე არაერთმა საერთაშორისო გამოცემამ საქართველო, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ, ხოლო ზოგიერთმა გამოცემამ - მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ ახალ ტურისტულ მიმართულებად დაასახელა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს პრემიერი ესპანეთსა და შვეიცარიას ეწვევა
საქართველოს პრემიერი ესპანეთსა და შვეიცარიას ეწვევა
საქართველოს პრემიერმინისტრი საქმიანი ვიზიტით ესპანეთსა და შვეიცარიას ეწვევა. 
წაკითხვა
საჯარო სკოლებში სპორტის გაკვეთილები სავალდებულო ხდება
საჯარო სკოლებში სპორტის გაკვეთილები სავალდებულო ხდება
სიახლეა საჯარო სკოლებშიც. სასწავლო დაწესებულებებში სპორტის გაკვეთილები სავალდებულო ხდება. 
წაკითხვა
საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება
საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება
საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება. საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუს
წაკითხვა
საჯარო სკოლებში სპორტული წრეები ამოქმედდება
საჯარო სკოლებში სპორტული წრეები ამოქმედდება
საქართველოს მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების აქტუალიზაციას იწყებს.     განათლებისა და სპორტის სამინისტროები, სპორტულ ფედერაციებთან ერთად, სკოლებს
წაკითხვა
ბათუმის საზღვაო აკადემია ორკესტრის გარეშე დარჩა
ბათუმის საზღვაო აკადემია ორკესტრის გარეშე დარჩა
ბათუმის საზღვაო აკადემიის ორკესტრი დაფინანსების გარეშე დარჩა. აკადემიის რექტორმა ყველა მუსიკოსი გაათავისუფლა. საკადრო გადაწყვეტილების მიზეზ
წაკითხვა
პრემიერის განცხადებას კლუბებზე უფლებადამცველები და უმცირესობის/უმრავლესობის წევრები აფასებენ
პრემიერის განცხადებას კლუბებზე უფლებადამცველები და უმცირესობის/უმრავლესობის წევრები აფასებენ
პრემიერის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრისთვის მიცემული დავალება არაერთგვაროვანი რეაქციების მიზეზი ხდება. 
წაკითხვა
პრემიერის განცხადება კლუბებზე სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელია - დიმიტრი ხაჩიძე #მოამბეში
პრემიერის განცხადება კლუბებზე სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელია - დიმიტრი ხაჩიძე #მოამბეში
რატომ არის პრემიერის დღევანდელი განცხადება მიუღებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის? - 
წაკითხვა
პრემიერის თქმით, მისი განცხადების არასწორი ინტერპრეტირება მოხდა
პრემიერის თქმით, მისი განცხადების არასწორი ინტერპრეტირება მოხდა
პრემიერმინისტრის განმარტებით, მთავრობის ს
წაკითხვა
336

უახლესი