საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

პრემიერი ბარებზე თბილისის ცენტრში: როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ

გამოქვეყნებულია 2017-01-11 10:20:00

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია, თბილისის ცენტრში არსებულ ზოგიერთ ბარში ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ და იქ შესვლა მხოლოდ ქალებს შეუძლიათ. პრემიერმა ყურადღება „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ობიექტებზე გაამახვილა. 

პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, ასეთ კლუბებსა და ბარებში ადგილობრივი მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით დაინტერესდეს.

„ამ კუთხით იყო პრობლემები ადრე. შემდეგ, ჩვენ გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ, როგორც ეტყობა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. 

მინდა, დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს, დაინტერესდეს ამ პრობლემით. 

საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს. ეს ძალიან მძიმე საკითხია. 

მე მინდა, ყველანაირი ცხელი ემოციებისგან ჩვენ თავი შევიკავოთ და კანონის კუთხით მივუდგეთ ამ საქმეს. 

ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ, მე მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. 

ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი ახალგაზრდა. ამიტომ, მე სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული უმოკლეს პერიოდში“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერმა ადამიანის უფლებების საკითხში თანაშემწეს სოფიო ჯაფარიძეს დაავალა, დაინტერესდეს ამ საკითხით.

„თუ ეს არის დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, რა კრიტერიუმებით ხდება ადამიანების შერჩევა იქ შესვლისთვის. ხოლო თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ იგი მთლიანად უნდა დაექვემდებაროს იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონის თვალსაზრისით და არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. 

იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს“, - განაცხადა პრემიერმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უ
წაკითხვა
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის იდეას პარლამენტარები აფასებენ
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის იდეას პარლამენტარები აფასებენ
პრემიერის ინიციატივას ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით, უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებები. 
წაკითხვა
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება
შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი
წაკითხვა
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები 26 მარტს დაიწყება
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები 26 მარტს დაიწყება
ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები საქართველოში 26 მარტს დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგ
წაკითხვა
პრემიერის ვიზიტი სამეგრელოში - ზუგდიდის მოსახლეობას მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
პრემიერის ვიზიტი სამეგრელოში - ზუგდიდის მოსახლეობას მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
ზუგდიდის მოსახლეობა მომავალი წლიდან 24-სა
წაკითხვა
პრემიერი ე.წ. მოსმენების კანონზე: ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონი იმ სახით უნდა გავიდეს, როგორც მიიღო პარლამენტმა
პრემიერი ე.წ. მოსმენების კანონზე: ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონი იმ სახით უნდა გავიდეს, როგორც მიიღო პარლამენტმა
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსმენების შესახებ კანონი იმ სახით უნდა გავიდეს, როგორც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა, - ამის შესახებ საქართველოს
წაკითხვა
მალთაყვაში საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მიმდინარეობს
მალთაყვაში საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მიმდინარეობს
ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პირველი ეტაპი  მთავრდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკა
წაკითხვა
კვირიკაშვილი: იაზროვნეთ არასტანდარტულად, ყოველთვის იფიქრეთ, რომ არ აირჩიოთ ჩვეულებრივი გზა
კვირიკაშვილი: იაზროვნეთ არასტანდარტულად, ყოველთვის იფიქრეთ, რომ არ აირჩიოთ ჩვეულებრივი გზა
წაკითხვა
2846

უახლესი