საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ეკლესიაზე თავდამსხმელს აშშ-ში სიკვდილი მიუსაჯეს

გამოქვეყნებულია 2017-01-11 02:36:00

22 წლის დილან რუფს, სამხრეთ კაროლინას შტატის ეკლესიაში, რასობრივ ნიადაგზე, ცხრა შავკანიანის მკვლელობისათვის, სიკვდილი მიუსაჯეს, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, დილან რუფს, გასულ თვეში, 33 დანაშაულებრივ ქმედებაში დასდეს ბრალი, მათ შორის არის სიძულვილით მოტივირებული დანაშული, კერძოდ, საქმე ეხება 2015 წელს ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას. 

ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილების მისაღებად, დაახლოებით, სამი საათი დასჭირდათ.

„მე ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს უნდა გამეკეთებინა“, მიმართა ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულებს, როდესაც სასამართლო პროცესზე ბოლო სიტყვებს წარმოთქვამდა. 

მოსამართლე განაჩენის ფორმალურ ნაწილს ოთხშაბათს დილით გამოაცხადებს.

მას შემდეგ რაც განაჩენი გამოიტანეს, 22 წლის ბრალდებულმა ახალი ადვოკატის დანიშვნა და საპატიმრო სასჯელის შეფარდება მოითხოვდა. ის პირველი ადამიანია, რომელსაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამო სიკვდილი მიუსაჯეს. 

დილან რუფი 2015 წელს სამხრეთ კაროლინაში ემანუელის ტაძარს თავს დაესხა. იმ დროისათვის, ეკლესიაში 12 ადამიანი იმყოფებოდა. სამი მათგანი მასობრივ ხოცვას გადაურჩა, ხოლო ცხრა გარდაიცვალა. 

როგორც აშშ-ს გენერალური პროკურორის ასისტენტმა განაცხადა, რუფი იატაკზე დავარდნილ დაჭრილებთან სათითაოდ მიდიოდა და კიდევ ერთხელ ესროდა. 

ბრალდებულმა მოსამართლეებს დანაშულის მოტივი ვერ დაუსაბუთა. რუფი იმედს გამოთქვამდა, რომ მისი ქმედების შემდეგ რასობრივი ომი დაიწყებოდა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საუდის არაბეთში, ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, 15 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
საუდის არაბეთში, ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, 15 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
საუდის არაბეთში, ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, 15 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. 
წაკითხვა
ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს
ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს
თურქეთში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟ
წაკითხვა
„ისლამურმა სახელმწიფომ“ გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი სამხედრო მეთაურები სიკვდილით დასაჯა
„ისლამურმა სახელმწიფომ“ გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი სამხედრო მეთაურები სიკვდილით დასაჯა
ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი სამხედრო მეთაურები ერაყის ქალაქ მოსულში სიკვდილით დასაჯ
წაკითხვა
ირანელი ფიზიკოსი და ბირთვული პროგრამის ექსპერტი სიკვდილით დასაჯეს
ირანელი ფიზიკოსი და ბირთვული პროგრამის ექსპერტი სიკვდილით დასაჯეს
ირანელი ფიზიკოსი და ბირთვული პროგრამის ექსპერტი, შაჰრამ ამირი, ირანში სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნულ ინფორმაციას მეცნიერის ოჯახის წევრები ავრც
წაკითხვა
თურქეთის მმართველი გუნდი: პარლამენტი სიკვდილით დასჯის საკანონმდებლო დონეზე რეგულირებას არ გეგმავს
თურქეთის მმართველი გუნდი: პარლამენტი სიკვდილით დასჯის საკანონმდებლო დონეზე რეგულირებას არ გეგმავს
თურქეთის პარლამენტი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდგომ სიკვდილით დასჯის საკანონმდებლო დონეზე რეგულირებას არ გეგმავს, – განცხადებას
წაკითხვა
ირანში 20 სუნიტი პატიმარი სიკვდილით დასაჯეს
ირანში 20 სუნიტი პატიმარი სიკვდილით დასაჯეს
ირანში 20 სუნიტი პატიმარი სიკვდილით დასაჯეს. „ბი-ბი-სის’’ ინფორმაციით, მათ ბრალად ედებოდათ 2009-2011 წლებში მოქალაქეებზე თავდასხმა, მათ შორ
წაკითხვა
თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს
თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს
თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვ
წაკითხვა
სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, თურქეთს ევროკავშირიდან აკრიტიკებენ
სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, თურქეთს ევროკავშირიდან აკრიტიკებენ
სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, თურქეთს ევროკავშირიდან აკრიტიკებენ. სიკვდილით დასჯის შემოღებით კი ქვეყანას შესაძლოა გაე
წაკითხვა
3142

უახლესი