საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

1394

გადაიღებენ თუ არა „შერლოკის“ მეხუთე სეზონს - „რა თქმა უნდა, თუ მეოთხე სეზონში ყველა არ დაიხოცა"

თეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-11 00:46:00

გადაიღებენ თუ არა „შერლოკის“ მეხუთე სეზონს - ეს არის შეკითხვა, რომელიც სერიალის გულშემატკივრებში ყველაზე აქტუალურია. კინოკრიტიკოსები და „შერლოკის“ მაყურებლები ვარაუდობენ, რომ მეოთხე სეზონში მოვლენები ისეთი მიმართულებით ვითარდება, მეხუთე სეზონი აღარ გამოვა და სერიალი წელს დაასრულებს არსებობას. 

„შერლოკის“ თანაავტორის, სტივენ მოფატის, ერთ-ერთი ინტერვიუ აჩენს იმის იმედს, რომ სერიალი, შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს.


„ამ დროისათვის, ნამდვილად არ ვიცით, რა მომავალი ექნება სერიალს. მე და მარკ გატისს ამ თემაზე ვრცელი საუბარი მოგვიწევს, რა შეიძლება გავაკეთოთ შემდეგ ეტაპზე. შოუ ძალიან გვიყვარს, ამიტომ არ გვინდა შევწყვიტოთ იქამდე, ვიდრე ამის გაკეთება შეგვეძლება. 

დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით, რომ მეოთხე სეზონი აღარ უნდა გამოსულიყო. თუმცა, მოგვიანებით, მე და მარკი დავსხედით და ძალიან კარგი იდეები მოგვივიდა, რომლებიც ჯერ პროდიუსერს გავუზიარეთ, ხოლო შემდეგ ბენედიქტსა და მარტინს. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მუშაობა გაგვეგრძელებინა. ახლაც ასე უნდა მოხდეს. ჩვენ მოგვიწევს ვიფიქროთ ამბავზე.

ყველას განრიგი ძალიან რთულია. ბენედიქტი და მარტინი ვარსკვლავები არიან და მათზე ყველგან მოთხოვნაა. ასე რომ, მოგვეცით დრო მე და მარკს, ჩვენ ისევ მივუბრუნდებით არტურ კონან დოილს და ვნახავთ, რა გამოგვრჩა. თამაში, შესაძლოა, გაგრძელდეს. 

რა თქმა უნდა, თუ მეოთხე სეზონის ბოლოს ყველა არ იხოცება“ - განაცხადა რადიო „თაიმსთან“ ინტერვიუში სტივენ მოფატიმ.


რეალურად, სერიალის მეხუთე სეზონს იმ შემთხვევაში გადაიღებენ, თუ მოფატი და გატისი საკმარისად თავდაჯერებულები იქნებიან თავიანთ იდეებში და თუ ბენედიქტსა და მარტინსაც ექნებათ დრო. თუ, რა თქმა უნდა, როგორც მოფატის ნათქვამი არ გამართლდა და მეოთხე სეზონის ბოლოს, ყველა არ დაიხოცა.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოვლენები ამ სცენარით განვითარდეს, თუმცა გამორიცხული არაფერია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ - ოფიციალური თბილისი სოხუმში ლავროვის ვიზიტს აფასებს
მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ - ოფიციალური თბილისი სოხუმში ლავროვის ვიზიტს აფასებს
“მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ”. ასე აფასებს ოკუპირებულ სოხუმში სერგეი ლავროვის ვიზიტს ოფიც
წაკითხვა
"შერლოკი" ახალ სეზონში თბილისში მომხდარ მოვლენას იძიებს
ცნობილი ბრიტანული სერიალის "შერლოკის" მეოთხე სეზონის პირველ ეპიზოდში მთავარი გმირი
წაკითხვა
"შერლოკის" ახალი სეზონი პირველ იანვარს გამოვა
სერიალ "შერლოკის" ახალი სეზონის პირველი სერია "ბი-ბი-სი"-ზე 2017 წლის პირველ იანვარს გავა. 
წაკითხვა
ე.წ. პირადი ცხოვრების საქმეზე განსასჯელებს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელდათ
ე.წ. პირადი ცხოვრების საქმეზე განსასჯელებს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელდათ
ე.წ. პირადი ცხოვრების საქმეზე განსასჯელებს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელდათ. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ირაკლი ფხალაძის ადვოკატმა გან
წაკითხვა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო სექტორი
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო სექტორი
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო სექტორი. 
წაკითხვა
სკანდალში გახვეული ქართველი დოპლომატი დიპლომატიურ საქმიანობას გააგრძელებს
სკანდალში გახვეული ქართველი დოპლომატი დიპლომატიურ საქმიანობას გააგრძელებს
სკანდალში გახვეული ქართველი დოპლომატი დიპლომატიურ საქმიანობას გააგრძელებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი მასთან დაკავშირებულ
წაკითხვა
აშშ-ის და  ხუთი ევროპული ქვეყნის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხს მხარი დაუჭირეს
აშშ-ის და ხუთი ევროპული ქვეყნის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხს მხარი დაუჭირეს
აშშ-ისა და ხუთი ევროპული ქვეყნის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხს მხარი დაუჭირეს. 
წაკითხვა
ენერგეტიკის მინისტრი
ენერგეტიკის მინისტრი "გაზპრომის" წარმომადგენელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა
ენერგეტიკის მინისტრი "გაზპრომის" წარმომადგენელს შეხვდა. მორიგი შეხვედრა მილანში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული მომსახურე
წაკითხვა