საზოგადოებრივი
104.5 FM
2444

ირანი რაფსანჯანის ემშვიდობება: ჯემშიდ გიუნაშვილის მოგონებები - [ვიდეო]

გიორგი ურუშაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-10 22:40:00


"რუზნამეგარ ამად, ქოჯა ჰასთი"* - კარები მოიხურა და სასტუმრო ოთახისკენ მანიშნა. იქ ბატონი ჯემშიდ გიუნაშვილი მელოდებოდა. აქამდე მისი ფოტოები წიგნებსა და ჟურნალებში თუ მქონდა ნანახი. სახელი და გვარი კი, სპარსული ენის დაწყებითი გრამატიკის წიგნიდან მახსოვდა.

ოთახში შევედი, მომესალმა და მის წინ მდგომი დივანისაკენ მიმანიშნა. კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, სპარსულად მოვიკითხე, მეთოდმა გაჭრა და სპარსულადვე ქებაც დამიბრუნდა. ოთახი ჯემშიდის მეუღლემ მალევე დატოვა და ხმის ჩამწერიც ჩაირთო.


“რამდენიმე დღის წინ, ირანის ყოფილი პრეზიდენტი ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა” - ჩემი სტუმრობა ბატონ ჯემშიდთან სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. მას რაფსანჯანისთან კარგი ნაცნობობა აკავშირებდა. 


ირანი ხშირად შავ ფერებში წარმოგვიდგენია. დიქტატურა, ძალადობა, ქალთა უფლებების უხეში დარღვევა და ა.შ. თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ამას დასავლური მედია გვიჩვენებს. ამ ფაქტს ბატონი ჯემშიდ გიუნაშვილიც ეთანხმება. მისი თქმით, რაფსანჯანი იმ პიროვნებათა რიცხვს ეკუთვნის, რომელსაც ირანის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.


ჯემშიდ გიუნაშვილი: “რაფსანჯანი იყო იმ დასში, რომელმაც მოახდინა რევოლუცია. ასე რომ, ხომეინთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. რაფსანჯანი და დღევანდელი რელიგიურ-პოლიტიკური ლიდერი ხამენეიც ერთ გუნდში იყვნენ რევოლუციის დროს. ის ძალიან აქტიური მონაწილე იყო ყველაფერი იმისა, რაც ირანში მოხდა. გარდა ამისა, იყო 4 წლიანი ომი ირანსა და ერაყს შორის, რომელიც დასავლეთის მხრიდან იყო თავსმოხვეული. ომის დროს, ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო”



ჯემშიდ გიუნაშვილი რაფსანჯანის პირველად ედუარდ შევარდნაძის ვიზიტის დროს შეხვდა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ირანში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გახდა.


ჯემშიდი: “ჩემი პირველი შეხვედრა რაფსანჯანისთან დაკავშირებული იყო ედუარდ შევარდნაძის ვიზიტთან ირანში. ბატონ ედუარდს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ირანში. ის იყო ერთადერთი პიროვნება, რომელიც მიიღო ხომეინიმ. ის ასე ადვილად არავის ღებულობდა. ეს ირანელებისთისაც ძალიან დიდი ამბავი იყო. თანაც ქართველობის გამო, უფრო დიდ პატივს სცემდნენ. რიგით ირანელს ჰგონია, რომ ქართველები იყვნენ ნაწილნი ირანის იმპერიისა. მაშასადმე, ედუარდ შევარდნაძის ვიზიტის დროს მოხდა რაფსანჯანისთან ჩემი შეხვედრა. მე მაშინ არ ვიყავი ირანში საქართველოს ელჩი, მაგრამ შევარდნაძესთან ერთად ჩავედი ირანში, როგორც მისი თანხმლები პირი”.


ედუარდ შევარდნაძე, რაფსანჯანი და ჯემშიდ გიუნაშვილი


ჯემშიდის თქმით, რაფსანჯანი საინტერესო და ძლიერი პიროვნება იყო. იგი საკუთარი პრინციპებიდან არასდროს უხვევდა და საკუთარი ქვეყანა ჭეშმარიტად უყვარდა.


ჯემშიდი: “რაფსანჯანი ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. მიწის და შრომის ფასი იცოდა. მისი საგვარეულო, რაფსანჯანიები, ყველანი მიწათმქომედნი არიან. შეიძლება არ ბარავენ, მაგრამ ეს გვარია, რომელიც განთქმულია ფსტის მოყვანით. რაფსანჯანი, როდესაც პრეზიდენტი გახდა, შედარებით შეარბილა ხისტი პოლიტიკა დასავლეთისადმი. ბუნებრივია, მჭიდრო კავშირები არ დაუმყარებია, მაგრამ ეს სიმწვავე შერბილდა”.


როგორც ჯემშიდ გიუნაშვილი გვიყვება, რაფსანჯანის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, პარლამენტის როლის გაძლიერებაა ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან ნამდვილი პარლამენტის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ეს ქვეყნის ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესი რგოლი იყო. 


ჯემშიდი: “ის განათლებული კაცი იყო. როგორც წესი, ასეთ ლიდერებს ჰყავთ დიდი აპარატი, ტექსტებს უწერენ და თვითონ უბრალოდ კითხულობენ. მაგრამ რაფსანჯანი ასე არ იქცეოდა. ამასთან ერთად, ის ენის სიწმინდეზეც ზრუნავდა, დასავლურ სიტყვებს არ ხმარობდა და ძალიან გამართულად საუბრობდა. მე როგორც ლინგვისტს, ძალიან მომწონდა მისი სოციო-ლინგვისტური მიდგომები”.




რაფსანჯანის თბილისში ვიზიტისას, სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭეს. მან ამ წოდებას შემდეგი სიტყვებით უპასუხა:


 “ჩვენ ვალდებულნი ვართ აღვადგინოთ ის კულტურული ურთიერთობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გვქონდა”. 


ჯემშიდ გიუნაშვილის აზრით, რაფსანჯანიმ ამ სიტყვებით მიზანში გაარტყა.


რაფსანჯანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტისას. მას საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭეს.

ჯემშიდი: “რაფსანჯანი ირანში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. პრეზიდენტობის შემდეგ იყო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა”.


ედუარდ შევარდნაძე, ჯემშიდ გიუნაშვილი და რაფსანჯანი


ასლან აბაშიძე, ედუარდ შევარდნაძე და რაფსანჯანი

რაფსანჯანი დღეს დაკრძალეს. მისი დაკრძალვის რიტუალს ირანის ქუჩებში ასიათასობით ირანელი დაესწრო.



ლექსიკონი:
* - ჟურნალისტი მოვიდა, სად ხარ?

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ ცვლის
დონალდ ტრამპი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას არ ცვლის
წინააღმდეგობის მიუხედავად, დონალდ ტრამპი
წაკითხვა
ირანის ნავთობის მინისტრი - თეირანი მზადაა აშშ-ის კომპანიებთან ნავთობსა და ბუნებრივ აირზე მოლაპარაკებების დასაწყებად
ირანის ნავთობის მინისტრი - თეირანი მზადაა აშშ-ის კომპანიებთან ნავთობსა და ბუნებრივ აირზე მოლაპარაკებების დასაწყებად
თეირანი მზადაა აშშ-ის კომპანიებთან ნავთობსა და ბუნებრივ აირზე მოლაპარაკებების დასაწყებად. 
წაკითხვა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - „ბირთვული შეთანხმება“ ევროპელებისთვის ტესტია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - „ბირთვული შეთანხმება“ ევროპელებისთვის ტესტია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ თეირანთან გაფორმებული შეთანხმების გაწყვეტის
წაკითხვა
The Daily Telegraph - დიდი ბრიტანეთის პარლამენტის კომპიუტერულ სისტემაზე კიბერთავდასხმის უკან ირანი იდგა
The Daily Telegraph - დიდი ბრიტანეთის პარლამენტის კომპიუტერულ სისტემაზე კიბერთავდასხმის უკან ირანი იდგა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან ირანი
წაკითხვა
რა შეფასებები მოჰყვა დონალდ ტრამპის ირანთან დაკავშირებით გაკეთებულ  განცხადებას ევროკავშირსა და ახლო აღმოსავლეთში
რა შეფასებები მოჰყვა დონალდ ტრამპის ირანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირსა და ახლო აღმოსავლეთში
ირანის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება ა
წაკითხვა
ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას ევროპელი ლიდერები მხარს უჭერენ
ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას ევროპელი ლიდერები მხარს უჭერენ
დონალდ ტრამპის განცხადებას ირანის ბირთული
წაკითხვა
ირანის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის განცხადება გააკრიტიკა
ირანის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის განცხადება გააკრიტიკა
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ აშშ-ის
წაკითხვა
ისრაელის პრემიერმა ირანთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა
ისრაელის პრემიერმა ირანთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთან
წაკითხვა