საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

შვეიცარიაში მუსლიმი გოგონები ცურვას ბიჭებთან ერთად ისწავლიან

გამოქვეყნებულია 2017-01-10 22:34:00

შვეიცარიაში მუსლიმი გოგონები ცურვას ბიჭებთან ერთად ისწავლიან, შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ მიიღო. 

შვეიცარიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოიგო საქმე, რომლის მიხედვითაც მუსლიმი მშობლები ვალდებული იქნებიან, თავიანთი შვილები ცურვის შესასწავლად შერეულ გაკვეთილებზე ატარონ, რომლებსაც გოგონები და ბიჭები ერთად დაესწრებიან. 

საქმე ეხება თურქული წარმომავლობის შვეიცარიის ორი მოქალაქის სარჩელს, რომლებმაც უარი განაცხადეს, თავიანთი გოგონები სავალდებულო შერეულ გაკვეთილებზე ეტარებინათ.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, სავალდებულო გაკვეთილებზე დასწრებაზე უარის თქმა მხოლოდ იმ გოგონებს შეეძლებათ, რომლებმაც სქესობრივი მომწიფების ასაკს მიაღწიეს.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სკოლის მხრიდან შერეულ გაკვეთილებზე სავალდებულო დასწრება ძალადობრივია და არღვევს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კონვენციის მე-9 მუხლს, რომელიც იცავს გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლებას. 

სპეციალურ განცხადებაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ცურვის შერეულ გაკვეთილებზე სავალდებულო დასწრება არ ლახავს რელიგიის თავისუფლებას.

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს, რომ შერეულ გაკვეთილებზე გოგონების სავალდებულო დასწრების მიზანია, დაიცვას უცხოელი სტუდენტები ნებისმიერი სოციალური წნეხისგან. გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვეიცარია თავისუფალი ქვეყანაა და უფლება აქვს, საგანმანათლებლო სისტემა თავის ტრადიციებსა და საჭიროებებს მოარგოს. 

სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ გამონაკლის შემთხვევებში, გოგონებს საშუალება მიეცემათ, ცურვის გაკვეთილებზე ატარონ ბურკინი და არა ტრადიციული საცურაო სამოსი და შესაძლებლობა ექნებათ, გამოიცვალონ ცალკე ოთახში და არა ბიჭებთან ერთად.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გაერო-ს მომხსენებელი ბელარუსში ადამიანის უფლებების კუთხით სიტუაციის გაუარესებაზე საუბრობს
გაერო-ს მომხსენებელი ბელარუსში ადამიანის უფლებების კუთხით სიტუაციის გაუარესებაზე საუბრობს
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი ბელარუსში ადამიანის უფლებების კუთხით სიტუაციის გაუარესებაზე საუბრობს.
წაკითხვა
ადამიანის უფლებების დაცვა - სახალხო დამცველმა 2016 წლის ანგარიში წარადგინა
ადამიანის უფლებების დაცვა - სახალხო დამცველმა 2016 წლის ანგარიში წარადგინა
რამდენად არის დაცული 
წაკითხვა
საქართველოში, საერთაშორისო კონფერენციაზე ადამიანის უფლებების საკითხებზე იმსჯელეს
საქართველოში, საერთაშორისო კონფერენციაზე ადამიანის უფლებების საკითხებზე იმსჯელეს
სახალხო დამცველის აპარატი 20 წლისაა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯე
წაკითხვა
დაცულია თუ არა საქართველოში ადამიანის უფლებები - რა ხარვეზებზე საუბრობს ომბუდსმენი 2016 წლის ანგარიშში
დაცულია თუ არა საქართველოში ადამიანის უფლებები - რა ხარვეზებზე საუბრობს ომბუდსმენი 2016 წლის ანგარიშში
წაკითხვა
ადამიანის უფლებები და სასამართლო ხელისუფლება - საკონსტიტუციო კომისია მორიგ შეხვედრას მართავს
ადამიანის უფლებები და სასამართლო ხელისუფლება - საკონსტიტუციო კომისია მორიგ შეხვედრას მართავს
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი ადამიანის უფლებებსა და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობს. 
წაკითხვა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - რა მდგომარეობაა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - რა მდგომარეობაა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ. 
წაკითხვა
ზამთრის ღია ჩემპიონატი ცურვაში დასრულდა
ზამთრის ღია ჩემპიონატი ცურვაში დასრულდა
სპორტკომპლექს ოლიმპიკში დ
წაკითხვა
2016 წელს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ 4 საქმეზე დაადგინა უფლებების დარღვევის ფაქტი
2016 წელს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ 4 საქმეზე დაადგინა უფლებების დარღვევის ფაქტი
წინა წლის მსგავსად, 2016 წელს საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეებიდან ოთხზე დადგა განაჩენი და ყველა მათგანში აღმოჩენილია ადამიანის უფლებათა დარღვევები, - ამის შესახებ ევროპის ადამიანის უფ
წაკითხვა
1364

უახლესი