საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

NASA-მ პლუტონზე გიგანტური, 500 მ სიმაღლის ყინულის სვეტები აღმოაჩინა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-10 21:52:00

NASA-ს კოსმოსურ ზონდ New Horizons-ს თითქმის ათი წელი დასჭირდა, რომ 2015 წელს პლუტონამდე მიეღწია და ჯუჯა პლანეტის თავზე ისტორიული გადაფრენა განეხორციელებინა. სხვა მრავალ ფენომენთან ერთად, ხომალდმა იქ ყინულის განსაცვიფრებელი სვეტები აღმოაჩინა, რომლებიც ცაში 500 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი ფენომენი მზის სისტემაში დედამიწის გარდა კიდევ სადმე დაფიქსირდა. ამჟამად, ამ ქედების ანალიზის შედეგად დადგინდა მათი წარმომქმნელი ატმოსფერული პროცესები.

განსხვავებული, დასერილი რელიფეი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, New Horizons-მა 2015 წლის ივლისში, პლუტონის ტარტარუს-დორსას რეგიონის თავზე გადაფრენისას გადაიღო. 

ფოტოზე გამოსახულ ამ ქედებს პენიტენტესს უწოდებენ და მათი ხილვა დედამიწაზე შესაძლებელია ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეებზე. ეს გახლავთ კოშკის ან დანის პირის ფორმის გამოწრთობილი თოვლი ან ყინული; როგორც წესი, ისინი ერთადაა ჩამწკრივებული და დახრილია მზის სხივების მიმართულებით.

პენიტენტესები ატაკამის უდაბნოში, ჩილე. ფოტო:  ESO/B. Tafreshi


კანადის იორკის უნივერსიტეტის ინჟინრის, ჯონ მურისის ხელმძღვანელობით წარმართული კვლევის წყალობით გამოვლიდა პირველი მტკიცებულება, რომ ასეთი სვეტები სადღაც კიდევაა, დედამიწის მიღმა.

როდესაც NASA-მ პირველად გააანალიზა New Horizons-ის მიერ გამოგზავნილი სვეტების ფოტოები, მკვლევრები ცოტა დაიბნენ, რადგან არ იცოდნენ, რა ეწოდებინათ მსგავსი ფორმაციებისთვის.

მკვლევართა ცოდნის ნაკლებობა თქვენთვის გასაკვირი აღარ იქნება, როდესაც მხედველობაში მიიღებთ იმ ფაქტს, რომ პლუტონის ყინულის კოშკების სიმაღლე 500 მეტრია — დედამიწისეულ ვერსიებზე რამდენიმე ასეულჯერ მაღალი; როგორც წესი, დედამიწაზე ისინი საშუალოდ 1 მეტრი სიმაღლისაა.  

როდესაც მურისმა და მისმა გუნდმა პლუტონის ატმოსფერული პირობების კომპიუტერული მოდელი ააგო, სიმულაციამ წარმოქმნა New Horizons-ის მიერ გადაღებული პენიტენტესები. შედეგად, მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცათ განესაზღვრათ თუ რატომ არ არის წარმოდგენილი მზის სისტემაში სხვაგან არსად ყინულის ეს კოშკები.

„მას შემდეგ, რაც პლუტონზე აღმოჩენილი ქედები პენიტენტესები აღმოჩნდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ წარმოსაქმნელად აუცილებელია ატმოსფერო, რაც ამავე დროს იმასაც ხსნის, თუ რატომ არ გვაქვს ისინი აქამდე ნანახი სხვა ყინულოვან, უჰაერო თანამგზავრებსა თუ ჯუჯა პლანეტებზე“, — ამბობს მურისი.

პლუტონზე ტემპერატურა ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე დედამიწაზე, ატმოსფერო კი ბევრად უფრო თხელი. თუმცა მოქმედებს ფიზიკის იგივე პრინციპები.

პენიტენტესები წარმოიქმნება ეროზიის შედეგად, სადაც ყინული სუბლიმირდება ძალიან ცივ გარემოში, პირდაპირ გარდაიქმნება წყლის ორთქლად, თხევადი მდგომარეობის გავლის გამოტოვებით.


პლუტონის შემთხვევაში, პენიტენტესები წყლის ნაცვლად წარმოქმნილია მეთანისა და აზოტისგან, რომლებშიც სუბლიმაციის იგივე პროცესი მიმდინარეობს, რაც დედამიწაზე. 

„მათი კოლოსალური ზომა აიხსნება ზუსტად იმავე თეორიით, რომელიც ხსნის ამ მახასიათებლების დედამიწაზე წარმოქმნას“, — ამბობს მურისი.

„გამოვთვალეთ ამ კოშკების ზომა და დაშორება, ქედების მიმართულება, ისევე როგორც ასაკი: სამი მთავარი მტკიცებულება, რომ ეს ქედები პენიტენტესებად ჩავთვალოთ“.

წარსულში მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ პენიტენტესები შესაძლოა არსებობდეს იუპიტერის მთვარე ევროპაზეც, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ფენომენის არსებობა დედამიწის გარდა მზის სისტემაში სხვაგანაც დამტკიცდა.

ახლა, როდესაც უკვე ვიცით, რომ ისინი პლუტონზეცაა, მკვლევართა განცხადებით, მათი მოდელირების ტექნიკის წყალობით, მალე გვეცოდინება კიდევ სად შეიძლება არსებობდეს ისინი.

„დედამიწისეული პენიტენტესების მოდელების ტესტები გფაფიქრებინებს, რომ ეს მახასიათებლები შესაძლოა ვიპოვოთ სხვაგანაც, მთელი მზის სისტემის მასშტაბით და არა მარტო, სხვა მზის სისტემებშიც, სადაც არსებობს შესაბამისი გარემო პირობები“, — ამბობს მურისი.

აღმოჩენის შესახებ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.yorku.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პლუტონს შესაძლოა პლანეტის სტატუსი დაუბრუნდეს - პლანეტის განსაზღვრების ახალი ვარიანტი
პლუტონს შესაძლოა პლანეტის სტატუსი დაუბრუნდეს - პლანეტის განსაზღვრების ახალი ვარიანტი
NASA-ს მეცნიერებმა გამოაქვეყნეს
წაკითხვა
ვიდეო: ფერადი „დაშვება“ პლუტონზე
ვიდეო: ფერადი „დაშვება“ პლუტონზე
როგორი იქნებოდა პლუტონის ზედაპირზე დაშვებ
წაკითხვა
რამდენად რეალურია სიცოცხლის შანსი პლუტონზე?
რამდენად რეალურია სიცოცხლის შანსი პლუტონზე?
როდესაც დედამიწის მიღმა სიცოცხლის შესაძლო
წაკითხვა
პლუტონის ზედაპირქვეშ სავარაუდოდ წყლის უზარმაზარი ოკეანეა
პლუტონის ზედაპირქვეშ სავარაუდოდ წყლის უზარმაზარი ოკეანეა
NASA-ს მისია New Horizons-ის მონაცემების
წაკითხვა
New Horizons-მა პლუტონის შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა დაასრულა - 50 გიგაბაიტი
New Horizons-მა პლუტონის შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა დაასრულა - 50 გიგაბაიტი
პლუტონის სიახლოვეს ისტორიული გადაფრენიდან
წაკითხვა
როგორ გაჩნდა პლუტონზე გულის ფორმის „გამოსახულება“?
როგორ გაჩნდა პლუტონზე გულის ფორმის „გამოსახულება“?
გასულ წელს, პლუტონის სიახლოვეს განხორციელებული NASA-ს ისტორიული მისიის, New Horizons-ის ერთ-ე
წაკითხვა
ქარონის წითელი ლაქის საიდუმლო ამოხსნილია
ქარონის წითელი ლაქის საიდუმლო ამოხსნილია
ის უზარმაზარია და წითელი, მეცნიერებს უფრო
წაკითხვა
ნასამ პლუტონის ე.წ. საოჯახო ფოტო გამოაქვეყნა
ნასამ პლუტონის ე.წ. საოჯახო ფოტო გამოაქვეყნა
ნასამ პლუტონის ე.წ. საოჯახო ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც პლუტონის თანამგზავრებია გამოსახული. ნასას მიერ მიღებულ მასალაში ჩანს, რომ კერბეროსი,
წაკითხვა
2658

უახლესი