საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

პატაგონიაში კარტოფილისა და პომიდვრის ნათესავი 52 მლნ წლის ნამარხი მცენარე აღმოაჩინეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-10 19:53:00

პატაგონიაში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს მცენარის ნაყოფის ორი ნამარხი, რომლებიც დაახლოებით 52 მილიონი წლით თარიღდება.

ეს ნამარხები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს დღეისათვის ყველაზე გავრცელებული მცენარეების განვითარების გზის შესასწავლად, მათ შორის კარტოფილისა და პომიდვრის. შესაძლოა  ისიც აღმოჩნდეს, რომ მათი გენეტიკური ისტორია იმაზე ბევრად დიდი იყოს, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა.

ნამარხი ნაყოფი ძაღლყურძენასებრთა ოჯახის კენკრაა, რომელიც ისეთ პოპულარულ სახეობებს აერთიანებს, როგორებიცაა კარტოფილი, პომიდორი, წიწაკა და თამბაქო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარეები დღეისათვის მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, მათი ადრეული ისტორია საიდუმლოებით მოცული რჩება, აღმოჩენილია მხოლოდ რამდენიმე ნამარხი თესლი. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობდა არანაირი მოსაზრება მათი წარმომავლობისა და წარმოშობის შესახებ.

თუმცა, ახლად აღმოჩენილმა ნამარხებმა შესაძლოა ზოგიერთი ნაპრალი ამოავსოს. ეს არის ლამპრისებრი ხილი,  რომელთა კენკრა ჩენჩოს ბუშტშია მოქცეული და მიეკუთვნება ფიზალისის გვარს. ახლოსაა მექსიკური სამზარეულოს მთავარ პროდუქტთან — მცენარე ტომატილიოსთან. 

„ეს ნამარხები ერთი სახისაა. სიფრიფანა ჩენჩოთი დაფარული ლამპრისებრი ხილის ნამარხების პოვნა უიშვიათესია“, — ამბობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი მონიკა კარვალიუ.

„ეს ნამარხები გვიჩვენებს, რომ ამ მცენარეთა ოჯახის ევოლუციური ისტორია ბევრად უფრო დიდია, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში. ეს აღმოჩენა მოგვცემს მნიშვნელოვან მითითებებს ოჯახის დივერსიფიკაციის განსაზღვრისთვის“.

კენკრის ეს ორი ნამარხი არგენტინის პატაგონიაში, ჩუბუტის პროვინციაში აღმოაჩინეს, რომელიც ზომიერი წვიმის ტყეებით იყო დაფარული მაშინ, როდესაც ეს მცენარე გაიზარდა, 52 მილიონი წლის წინ.

მიმდებარე არეალში მკვლევართა ჯგუფმა კიდევ 6000 სხვა მცენარის ნამარხი იპოვა, თუმცა ფიზალისის გვარს მხოლოდ ეს ორი მიეკუთვნება; აღსანიშნავია, რომ ისინი გასაოცრად კარგადაა შემონახული, როგორც თავად კენკრა, ისე სიფრიფანა აპკი.

ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ კენკრის ეს ტიპი დაახლოებით იმ პერიოდში ჩამოყალიბდა, როდესაც წარმოიქმნა ანდების მთები — 25 მილიონი წლის წინ. 

თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, ეს ბევრად უფრო ადრე მოხდა, როდესაც რეგიონი ჯერ კიდევ მიეკუთვნებოდა გონდვანას, იყო უფრო თბილი და ახლოს ანტარქტიდასთან და ავსტრალიასთან.

„ამ ნამარხებს ანალიზებს ვუტარებთ წვრილმანი დეტალების დონეზე, ვადარებთ ყველა პოტენციურ ცოცხალ ნათესავს ჯიშს და აღარ არსებობს კითხვა, რომ ისინი უდავოდ მიეკუთვნება ფიზალისის პირველ ნამარხებს მსოფლიოში და ძაღლყურძენასებრთა ოჯახის პირველ ნამარხ კენკრას“, — ამბობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი პეტერ ვილფი. 

„ფიზალისი ევოლუციურ ხეზე ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ტიპებთან ახლოს ზის, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად ძაღლყურძენასებრნი ბევრად უფრო ძველია ვიდრე გვეგონა და 52 მილიონზე მეტი წლის წინ არის წარმოქმნილი“.

მკვლევართა ჯგუფი პატაგონიაში მუშაობას განაგრძობს და მეტ ინფორმაციას ეძებს დღეისათვის ყველაზე გავრცელებულ საკვებ მცენარეთა წარმოშობის შესახებ. 

კვლევა Science-ში გამოქვეყნდა.




მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სამხრეთამერიკული ტომი, რომლის ხალხსაც მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი გულები და არტერიები აქვს
სამხრეთამერიკული ტომი, რომლის ხალხსაც მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი გულები და არტერიები აქვს
როგორც ახალი კვლევის მიხედვით ირკვევა, ბო
წაკითხვა
ასტრონომებმა გრავიტაციული დაფლეთვის ორი ახალი მოვლენა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა გრავიტაციული დაფლეთვის ორი ახალი მოვლენა აღმოაჩინეს
ახლახან გამოქვეყნებულ ორ სამეცნიერო დოკუმენტში, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი
წაკითხვა
აღმოჩენა, რომელმაც შესაძლოა ვარსკვლავების კვლევა ძირფესვიანად შეცვალოს
აღმოჩენა, რომელმაც შესაძლოა ვარსკვლავების კვლევა ძირფესვიანად შეცვალოს
ძველ ვარსკვლავთგროვებში ახალგაზრდა ვარსკვ
წაკითხვა
წყნარი ოკეანის ღრმა წყლებში დაფიქსირებული 5 უცნაური არსება
წყნარი ოკეანის ღრმა წყლებში დაფიქსირებული 5 უცნაური არსება
ამერიკის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული
წაკითხვა
აღმოჩენილია გიგანტური კაშკაშა ნისლეული, რომლის სინათლის წყარო საიდუმლოებითაა მოცული
აღმოჩენილია გიგანტური კაშკაშა ნისლეული, რომლის სინათლის წყარო საიდუმლოებითაა მოცული
სამყაროს შორეულ ნაწილში, ასტრონომებმა აღმ
წაკითხვა
აღმოჩენილია მსოფლიოში უძველესი ნამარხები
აღმოჩენილია მსოფლიოში უძველესი ნამარხები
კანადაში, მეცნიერებმა კვარცში დაკონსერვებ
წაკითხვა
კომოდოს ვარანის სისხლი შესაძლოა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის დამარცხებაში დაგვეხმაროს
კომოდოს ვარანის სისხლი შესაძლოა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის დამარცხებაში დაგვეხმაროს
მკვლევართა დასკვნით, კომოდოს ვარანის სისხლში არსებულ ცილების ფრაგმენტებს ანტიმიკრობული თვისებ
წაკითხვა
ეპიდემია, რომელიც შესაძლოა აცტეკების ცივილიზაციის დამხობის მიზეზი გახდა
ეპიდემია, რომელიც შესაძლოა აცტეკების ცივილიზაციის დამხობის მიზეზი გახდა
1519 წელს, როდესაც ესპანელები მექსიკას მი
წაკითხვა
2016

უახლესი