საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

რატი გაჩეჩილაძისთვის გირაოს შეფარდებას პროკურატურა ეხმიანება

გამოქვეყნებულია 2017-01-10 17:27:00 განახლებულია 2017-01-10 18:27:00

ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს - 5000 ლარის შეფარდების შესახებ, საქართველოს მთავარი პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. 

მთავარი პროკურატურა ინფორმაციაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით საუბრობს. 

„2017 წლის 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 5000 ლარი შეუფარდა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 7 იანვარს, საღამოს დაახლოებით 18 საათისთვის  სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკოლოზ გვარამია მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ფალიაშვილის ქუჩის N38-ში მდებარე რესტორან „დაინინგ რუმ“-ში. ამავე რესტორანში იმყოფებოდა რატი გაჩეჩილაძე, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნიკოლოზ გვარამიას.

ფაქტის ირგვლივ გამოძიების მიერ ჩატარდა სხვადასხვა საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, გამოთხოვილი იქნა სათანადო ინფორმაცია, დაიკითხნენ მოწმეები. შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ რ.გაჩეჩილაძემ ნ.გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პირადი უთანხმოებისა და შურისძიების მოტივით. 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით 2017 წლის 9 იანვარს პროკურატურამ რატი გაჩეჩილაძეს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიისაა და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. ამასთან პროკურატურამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ბრალდებული ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ის არ არის ნასამართლევი, რის გამოც მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა 5000 ლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით. 

2016 წლის 9 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით განუსაზღვრა გირაო 5000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პროკურატურასთან აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა
პროკურატურასთან აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა
ბავშვთა სამყაროს ხანძრისას დაზარალებული ჯ
წაკითხვა
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარა
წაკითხვა
ნიკა გვარამია დიმიტრი ქუმსიშვილს პასუხობს
ნიკა გვარამია დიმიტრი ქუმსიშვილს პასუხობს
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკ
წაკითხვა
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ
წაკითხვა
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გა
წაკითხვა
მიხეილ რამიშვილი - არ ვიცი, რა კითხვები ექნება პროკურატურას მეუფე პეტრესთან
მიხეილ რამიშვილი - არ ვიცი, რა კითხვები ექნება პროკურატურას მეუფე პეტრესთან
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხ
წაკითხვა
პროკურორი - დღეს მეუფე პეტრე მის საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით დაიკითხება
პროკურორი - დღეს მეუფე პეტრე მის საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით დაიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკით
წაკითხვა
ე.წ. ფოტოგრაფების საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა - როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები
ე.წ. ფოტოგრაფების საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა - როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები
კიდევ ერთი გახმაურებული საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ფიგურანტები დამნაშავეებად სცნეს. 
წაკითხვა
470

უახლესი