საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

კრიშტიანო რონალდო, ფიფას ვერსიითაც, წლის საუკეთესო ფეხბურთელია

დავით ბანანაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-01-10 17:26:00 განახლებულია 2017-01-10 18:58:00


კრიშტიანო რონალდო, ფიფას ვერსიითაც, წლის საუკეთესო ფეხბურთელია. გუშინ ციურიხში გამართულ გალა-დაჯილდოების ცერემონიალზე, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი საღამოს ტრიუმფატორი გახდა და ფიფას მიერ დაწესებული ახალი დიზაინის, მთავარი პრიზი -“ზე ბესთ” გადაეცა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ რონალდომ "ფრანს ფუტბოლის" გამოკითხვაშიც გაიმარჯვა. 

31 წლის ფეხბურთელმა, გასულ წელს მოიგო ევროპის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგა, სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ყველა ამ ტურნირში ჩატარებულ 57 შეხვედრაში გაიტანა 55 გოლი. 

წლის მწვრთნელის ტიტული, ლესტერის თავკაცს, იტალიელ კლაუდიო რანიერის გადაეცა, რომელმაც, ყველასათვის მოულოდნელად, თავის გუნდს ინგლისის პრემიერლიგა მოაგებინა. 

ფერენც პუშკასის სახელობის პრიზით კი მალაიზიელი ფეხბურთელი მოჰდ ფაიზ სუბრი დაჯილდოვდა, რომლის მიერ გატანილი გოლი წლის ულამაზეს გოლად აღიარეს.

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ქართული რაგბის რჩეულები - ვინ გახდა საუკეთესო მორაგბე, მწვრთნელი და მსაჯი
ქართული რაგბის რჩეულები - ვინ გახდა საუკეთესო მორაგბე, მწვრთნელი და მსაჯი
მე-10 წელია ქართული სარაგბო თემი დიდი ათეულის საუკეთესო მორაგბეს, მწვრთნელს, მსაჯსა და ჩემპიონატის სიმბოლურ 15-ეულს ავლენს. 
წაკითხვა
ვინ აიღებს ოსკარს - პროგნოზი და მოლოდინი
ვინ აიღებს ოსკარს - პროგნოზი და მოლოდინი
წაკითხვა
აშშ-ის რიგით 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი რჩება
აშშ-ის რიგით 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი რჩება
შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი რჩება. ვაშინგტონში საინაუგურაციო ცერემონია უკვე დაწყებულია. 
წაკითხვა
თსუ-ში საპატიო დოქტორის წოდების  მინიჭების ცერემონიალი გაიმართა
თსუ-ში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების  მინიჭების ცერემონიალი გაიმართა. 
წაკითხვა
როგორი იყო წლების წინ საახალწლო ეთერი და როგორი იქნება წელს
როგორი იყო წლების წინ საახალწლო ეთერი და როგორი იქნება წელს
საქართველოს პირველ ტელევიზიაში ყოველთვის გამორჩეული იყო საახალწლო ეთერი. ყოველ ახალ წელს არხი მოსახლეობას საინტერესო და მრავალფეროვან ეთერს
წაკითხვა
უსეინ ბოლტი მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენია
უსეინ ბოლტი მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენია
უსეინ ბოლტი მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენია. იამაიკელმა სპრინტერმა ეს აღიარება მსოფლიო სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის მხრიდან მეექვ
წაკითხვა
წლის საუკეთესო მოვლენა, ადამიანი, ინსტიტუცია - საზოგადოებრივი მაუწყებელი 12 სფეროში წლის საუკეთესოს გამოავლენს
წლის საუკეთესო მოვლენა, ადამიანი, ინსტიტუცია - საზოგადოებრივი მაუწყებელი 12 სფეროში წლის საუკეთესოს გამოავლენს
წლის საუკეთესო მოვლენა, ადამიანი და ინსტი
წაკითხვა
წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა
წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა
2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სა
წაკითხვა
121

უახლესი