საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

სუნთქვისშემკვრელი ფოტო - მარსიდან გადაღებული დედამიწა და მთვარე

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-10 00:21:00

ეს წარმოუდგენელი ფოტო, რომელიც მარსის ორბიტაზე მოძრავმა NASA-ს თანამგზავრმა Mars Reconnaissance Orbiter-მა გადაიღო, მარსიდან დანახულ ჩვენს პლანეტას  არა მხოლოდ კონტინენტების დონის დეტალებში ასახავს, არამედ წარმოაჩენს დედამიწისა და მისი ბუნებრივი თანამგზავრის — მთვარის შედარებით ზომებსაც. 

ფოტო დედამიწიდან 205 მილიონი კილომეტრის მანძილიდან, Mars Reconnaissance Orbiter-ის კამერა HiRISE-მა გადაიღო.

გამოსახულება იმდენად სუფთაა, რომ შეგიძლიათ დაინახოთ დედამიწის კონტინენტებიც კი — ავსტრალია ცენტრში, მოწითალოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია კი სურათის თავში, მარცხნივ. ფსკერზე, თეთრი კაშკაშა ლაქა ანტარქტიდაა, სხვა თეთრი ლაქები კი ღრუბლები. 


ფოტო აერთიანებს 2016 წლის 20 ნოემბერს გადაღებულ ორ სხვადასხვა ექსპოზიციას. ოდნავ მომატებულია სიკაშკაშე, რადგან შედარებით კაშკაშა დედამიწის ფონზე მთვარეც შესაბამისად გამოჩენილიყო. 

თუმცა არ მოტყუვდეთ — ამ სურათზე დედამიწა და მთვარე ერთმანეთთან საოცრად ახლოს ჩანს, რადგან იმ დროსათვის, მარსის ხედვის წერტილიდან მთვარე დედამიწის უკან იყო მოქცეული, შესაბამისად, ისინი ერთმანეთთან იმაზე უფრო ახლოს ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია.

სინამდვილეში კი მანძილი ჩვენს პლანეტასა და მის მთვარეს შორის დედამიწის 30 დიამეტრს შეადგენს, ანუ  384 400 კილოემტრს.

ეს მანძილი სრულიად საკმარისია იმისათვის, რათა დედამიწასა და მთვარეს შორის მზის სისტემის ყველა პლანეტა ჩაეტიოს, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ ფოტოზეა: 


როგორ ციცქნადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ჩვენი მთვარე ამ ფოტოზე, სინამდვილეში იგი მზის სისტემაში მეხუთე უდიდესი მთვარეა, ხოლო უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრია მასპინძელი პლანეტის ზომებთან შედარებით. (უფრო დიდია პლუტონის მთვარე ქარონი, თუმცა მოგეხსენებათ, პლუტონი პლანეტა აღარაა).

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შესაძლებელი იყო თუ არა მარსზე სიცოცხლის მოხვედრა მეტეორიტების მეშვეობით
შესაძლებელი იყო თუ არა მარსზე სიცოცხლის მოხვედრა მეტეორიტების მეშვეობით
მონაშის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ახალი განზომილება შესძინ
წაკითხვა
მთვარეზე ადამიანის დაჯდომიდან 48 წელი გავიდა
მთვარეზე ადამიანის დაჯდომიდან 48 წელი გავიდა
1969 წლის 20 ივლისს, პირველად კაცობრიობის
წაკითხვა
მარსმავალი Curiosity შვებულებას იღებს, რადგან მალე, მზე მასთან კომუნიკაციას დაბლოკავს
მარსმავალი Curiosity შვებულებას იღებს, რადგან მალე, მზე მასთან კომუნიკაციას დაბლოკავს
პლანეტურ მეცნიერებსა და მარსმავლებს არდად
წაკითხვა
NASA-ს განცხადებით, მარსზე ადამიანთა გაგზავნა ამ ბიუჯეტით შეუძლებელია
NASA-ს განცხადებით, მარსზე ადამიანთა გაგზავნა ამ ბიუჯეტით შეუძლებელია
ბოლო პერიოდში NASA ბევრს საუბრობს მარსზე
წაკითხვა
როგორი იქნება დედამიწა, თუ ყველა ყინული გადნება [ანიმაცია]
როგორი იქნება დედამიწა, თუ ყველა ყინული გადნება [ანიმაცია]
2015 წელს, NASA-მ განაცხადა, რომ დედამიწი
წაკითხვა
მარსის ზედაპირი ბევრად უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა
მარსის ზედაპირი ბევრად უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა
როგორც ახალი კვლევის შედეგად ირკვევა, მარ
წაკითხვა
დედამიწა ამჟამად მზიდან ყველაზე შორ წერტილში იმყოფება
დედამიწა ამჟამად მზიდან ყველაზე შორ წერტილში იმყოფება
3 ივლისს, დედამიწა მზიდან ყველაზე შორ წერ
წაკითხვა
NASA ოფიციალურად უარყოფს ჭორს მარსზე მონა ბავშვების კოლონიასთან დაკავშირებით
NASA ოფიციალურად უარყოფს ჭორს მარსზე მონა ბავშვების კოლონიასთან დაკავშირებით
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ამერიკულ რადიოსადგ
წაკითხვა
9499

უახლესი