საზოგადოებრივი
104.5 FM
4479

NASA-მ მთვარის ზედაპირს მაღლა მტვრის ტივტივის საიდუმლო ამოხსნა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-09 22:59:00

NASA-ს მეცნიერებმა გაარკვიეს თუ რატომ დაცურავს მთვარის მტვერი ზედაპირიდან რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მთვარეზე არც ქარია და არც წყლის ნაკადი, რათა მტვერი ზედაპირს მაღლა აიტანოს.

ეს აღმოჩენა არა მხოლოდ იმას ხნის თუ რატომ მოძრაობს მთვარის მტვრის ნაწილაკები საკმაოდ დიდ მანძილზე, არამედ ასევე აღწერს თუ რა პროცესები ხდება მრავალ უჰაერო გარემოში, მათ შორის სატურნის რგოლებში.

„ამ ახალმა მოდელმა ამოხსნა მტვრის დამუხტვისა და ტრანსპორტირების ფუნდამენტური მექანიზმი, რაც მეცნიერთათვის ათწლეულების განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა“, — ამბობს NASA-ს მკვლევარი ხუ ვანგი. 

ამ მოხტუნავე ნაწილაკების შესახებ მეცნიერებმა თითქმის ხუთი ათწლეულია, რაც იციან. თუმცა, მათ ახლა უკვე შეუძლიათ ახსნან მთვარის უცნაური, „ჰორიზონტული ნათება“ — ფენომენი, რომელიც პირველად NASA-ს „აპოლოს“ მისიის ასტრონავტებმა შენიშნეს 1960-იან წლებში. 

როდესაც „აპოლოს“ მისია მთვარის ორბიტაზე, მის ბნელ მხარეს მოძრაობდა, ასტრონავტებმა მზის ჩასვლის შემდეგ ჰორიზონტზე უკიდურესად კაშკაშა თაღი შენიშნეს.

1994 წელს, ამ ფენომენის ეს მომაჯადოებელი ფოტო NASA-ს ხომალდმა კლემანტინმა გადაიღო:


იგიე მოვლენა, რაც „აპოლოს“ ასტრონავტებმა 1960-იან წლებში მთვარის გარშემო იხილეს, მოგვიანებით ასევე დააფისირეს სატურნის რგოლებთან და ასტეროიდ ეროსის კრატერებში.

„ქარის ან წყლის ნაკადის გარეშე ხდება მტვრის ტრანსპორტირება საკმაოდ ვრცელ რეგიონებში“, — ამბობს NASA. 

„მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს კოსმოსური დაკვირვებები შეიძლება აიხსნას ელექტროსტატიკური მტვრის პროცესებით, თუმცა, ამ დრომდე არ არსებობდა ამ ახსნის მხარდამჭერი კვლევა“.

იმის გასარკვევად, იყო თუ არა ეს ნაწილაკები მთვარის ზედაპირს მაღლა ჩამოკიდებული ელექტროსტატიკური ძალების გავლენით, ვანგმა და მისმა ჯგუფმა ლაბორატორიულ ექსპერიმენტს მიმართა, რათა ეხილა თუ რას მოიმოქმედებდა მიკრონის ზომის მტვრის ნაწილაკები, როდესაც მათ ულტრაისფერი რადიაციით ან ელექტრულად დამუხტული გაზებით (პლაზმა) დაასხივებდნენ.

ორივე შემთხვევაში, მტვრის ნაწილაკები ზედაპირიდან რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე ახტა, სინათლე კი მოხტუნავე ნაწილაკებს შორის გაიფანტა და ჰორიზონტის ნათება წარმოქმნა.

„დედამიწის მთვარეზე, ეს ნაწილაკები ზედაპირიდან 10 სანტიმეტრზე მეტ სიმაღლეზე ხტებიან“, — იუწყება NASA. 

„ხუთი ათწლეულის წინ, ხომალდ Surveyor 5-ის, 6-ისა და 7-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ასახული მთვარის ჰორიზონტის ნათება შესაძლოა ნაწილობრივ გამოწვეული იყოს ზედაპირიდან მაღლა, ელექტროსტატიკურად აწეული მტვრის ნაწილაკებისგან წარმოქმნილ ღრუბელში მზის სხივების გაბნევით“.

შეგიძლიათ იხილოთ შედეგები:


კვლევამ დაადგინა, რომ მთვარის მტვრის უცნაური თვისებებისა და ულტრაიისფერი რადიაციის ან მზიური პლაზმის კომბინაციას შეუძლია ზედაპირიდან ასწიოს ცალკეული ნაწილაკები, ხანდახან კი მტვრის მთელი გროვაც კი.

ეს გახლავთ იმ რეაქციის მიზეზი, რომელიც იწვევს მეზობელ ნაწილაკებს შორის წარმოქმნილ „მიკრო-ღრმულებში“ ელექტრონების გამოყოფასა და ხელახლა შთანთქმას, რასაც შეუძლია წარმოქმნას მოულოდნელად დიდი ელექტრული მუხტი და ინტენსიური მომგერიებელი ძალები. 

სწორედ ეს ძალები იწვევს მტვრის ნაწილაკების ან მთელი გროვის მთვარის ზედაპირიდან აწევას ან „ხტუნაობას“.

კვლევის შედეგები Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით



დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უახლოეს მომავალში, აშშ მთვარეზე ადამიანებს კვლავ გაგზავნის  - მაიკ პენსის გეგმები
უახლოეს მომავალში, აშშ მთვარეზე ადამიანებს კვლავ გაგზავნის - მაიკ პენსის გეგმები
სექტემბრის დასაწყისში, NASA-მ განაცხადა,
წაკითხვა
შორეულ წარსულში, მთვარეს ატმოსფერო ჰქონდა — NASA-ს ახალი კვლევა
შორეულ წარსულში, მთვარეს ატმოსფერო ჰქონდა — NASA-ს ახალი კვლევა
როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, დაახლოებით 3-4 მილიარდი წლის წინ, ახლად დაბადებული მთვარის ირგვ
წაკითხვა
NASA  და რუსეთი ისტორიაში პირველ მთვარის სადგურს ერთობლივად ააშენებენ
NASA და რუსეთი ისტორიაში პირველ მთვარის სადგურს ერთობლივად ააშენებენ
2017 წლის გაზაფხულზე, NASA-მ გაამჟღავნა ს
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთ
წაკითხვა
აშშ-ის მოსახლეობამ მზის სრული დაბნელება იხილა
აშშ-ის მოსახლეობამ მზის სრული დაბნელება იხილა
აშშ-ის მოსახლეობამ მზის სრული დაბნელება იხილა. ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია მთვარისგან წარმოქმნილმა უზარმაზარმა ჩრდილმა დაფარა. &l
წაკითხვა