საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ობამა: არ ვფიქრობ, რომ პუტინი სათანადოდ ვერ შევაფასე

აკაკი შენგელია
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-09 01:57:00

პრეზიდენტი ობამა არ თვლის, რომ მან სათანადოდ ვერ შეაფასა პრეზიდენტ პუტინისგან მომავალი პოტენციური საფრთხეები, მიუხედავად აშშ-ის დაზვერვის დასკვნისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პირადად შეუკვეთა კამპანია, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ითვალისწინებდა. 

„არ ვფიქრობ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასე ის [პუტინი], მაგრამ ვთვლი, რომ მე სათანადოდ ვერ შევაფასე, თუ რა დონის ზეგავლენა აქვს დეზინფორმაციასა და კიბერდარტყმებს ჩვენს ღია საზოგადოებებზე, ღია სისტემებზე, ახალ ინფორმაციულ საუკუნეში“, - განაცხადა ობამამ ABC News-ის გადაცემა This Week-თან ინტერვიუში. 

გადაცემის წამყვანმა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს 2012 წელი გაახსენა, როდესაც „რესპუბლიკეთა“ პრეზიდენტობის კანდიდატ მიტ რომნისთან დებატების დროს, ობამა არ დაეთანხმა ოპონენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ვაშინგტონის ნომერ პირველი გეოსტრატეგიული საფრთხეა. 

ობამამ ასევე აღნიშნა, რომ დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანგარიშის მომზადების დავალება გასცა, იმის გასაანალიზებლად, რომ მსგავსი ტიპის ჩარევებს პუტინი საკმაო დროის განმავლობაში ახორციელებდა ევროპულ ქვეყნებში, განსაკუთრებით ყოფილ მოკავშირეებთან მიმართებით, შემდეგ კი უფრო ინტენსიურად - დასავლური დემოკრატიის ქვეყნებში. 

შეგახსენებთ, ამერიკის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, პუტინმა შეუკვეთა კამპანია, რომლის მიზანიც იყო, ტრამპს არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებოდა.

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე სასაუბროდ სენატის წევრები თეთრ სახლში მიიწვია
ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე სასაუბროდ სენატის წევრები თეთრ სახლში მიიწვია
აშშ-ის პრეზიდენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. დონალდ ტრამპმა სენატის წევრები თეთრ სახლში მიიწვია, სადაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთ
წაკითხვა
სახელმწიფო დეპარტამენტი: 2018 წლიდან აშშ განვითარებად ქვეყნებს ფინანსურ დახმარებას შეუმცირებს
სახელმწიფო დეპარტამენტი: 2018 წლიდან აშშ განვითარებად ქვეყნებს ფინანსურ დახმარებას შეუმცირებს
2018 წლიდან აშშ განვითარებად ქვეყნებს ფინანსურ დახმარებას შეუმცირებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 15 გვერდიან საბიუჯეტო დოკ
წაკითხვა
აშშ-ის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების გაფართოების ინიციატივით გამოდის
აშშ-ის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების გაფართოების ინიციატივით გამოდის
შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს მოუწოდებს, საბოლოოდ გადაჭრან ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით, პრობლ
წაკითხვა
აშშ-მა სირიის სამცნიერო-კვლევითი ცენტრის 271 თანამშრომლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
აშშ-მა სირიის სამცნიერო-კვლევითი ცენტრის 271 თანამშრომლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
შეერთებულმა შტატებმა იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, სირიის სამცნიერო-კვლევითი ცენტრის 271 თანამშრომლის წინააღმდეგ სანქციები დააწ
წაკითხვა
ამერიკელი გენერალი: რუსეთი თალიბანს იარაღით ამარაგებს
ამერიკელი გენერალი: რუსეთი თალიბანს იარაღით ამარაგებს
ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ხელ
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგია - საქართველოს მთავარი გამოწვევა და შეფასებები
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგია - საქართველოს მთავარი გამოწვევა და შეფასებები
რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხეები ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის დასახელებული თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიაში. სამ წელზე გათვლილ დ
წაკითხვა
საქართველოს ძიუდიოსტთა ნაკრების ტრიუმფი - ირაკლი ცირეკიძის გუნდი კონტინენტის ჩემპიონი მეცხრედ გახდა
საქართველოს ძიუდიოსტთა ნაკრების ტრიუმფი - ირაკლი ცირეკიძის გუნდი კონტინენტის ჩემპიონი მეცხრედ გახდა
საქართველოს ძიუდიოსტთა ნაკრების
წაკითხვა
„ამერიკიის დღეები“ - საქართველო აშშ-თან თანამშრომლობის 25 წლისთავს აღნიშნავს
„ამერიკიის დღეები“ - საქართველო აშშ-თან თანამშრომლობის 25 წლისთავს აღნიშნავს
აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებული
წაკითხვა
893

უახლესი