საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მზის სისტემისკენ ვარსკვლავი მოემართება, რომელმაც შესაძლოა დედამიწისკენ მილიონობით ასტეროიდი ისროლოს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-08 23:19:00

მკვლევართათვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ვარსკვლავი სახელად გლიზე 710 ჩვენი მზის სისტემისკენ მოემართება; მეცნიერები ამჟამად აქტიურად მუშაობენ, რათა განსაზღვრონ თუ ზუსტად როდის მოვა იგი ჩვენთან ახლოს.

ეს ვარსკვლავი გველის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 64 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს და კოსმოსში 52 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. 

გლიზე 710 ზომით ჩვენი მზის ნახევარია. ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, იგი დედამიწასთან 1,35 მილიონი წლის შემდეგ მოაღწევს. 

და როდესაც ის მოვა, ვარსკვლავი შესაძლოა დედამიწას 77 სინათლის დღის მანძილზე მოუახლოვდეს. ერთი სინათლის დღე ის მანძილია, რასაც სინათლე ერთი დღის განმავლობაში გაივლის, რაც 26 მილიარდი კილომეტრის ეკვივალენტია. 

როგორც ამ დროისთვის მკვლევართათვის ცნობილია, გლიზე 710 პირდაპირ დედამიწას არ შეეჯახება, თუმცა ჩაივლის ორტის ღრუბელში — მზის სისტემის უკიდურეს გარსში, რომელიც ტრილიონობით ყინულის ობიექტს შეიცავს.  

მიუხედავად იმისა, რომ 77 სინათლის დღე შედარებით უსაფრთხო მანძილად ჟღერს, უსწრაფესად მქროლავმა ვარსკვლავმა შესაძლოა ღრუბელი გაარღვიოს და იქ არსებული ყინულის ობიექტები და კომეტები მზის სისტემის ყოველი მიმართულებით ისროლოს. არც ისაა გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანი შემდეგ დედამიწას შეეჯახოს.

„გლიზე 710 კომეტათა ნაკადის პროვოცირებას მოახდენს, რაც წელიწადში დაახლოებით ათ კომეტას ნიშნავს, ეს პროცესი კი 3-4 მილიონ წელს გაგრძელდება“, — წერენ კვლევის ავტორები. 

პოლონეთის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა კვლევისათვის ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური ობსერვატორია „გაიას“ მონაცემები გამოიყენა.

ეს ახალი კოსმოსური ობსერვატორია ყველა დროის ყველაზე დიდი და ზუსტი 3D კოსმოსური კატალოგის შექმნის პროცესშია, რომელიც უკვე მოიცავს დაახლოებით 1 მილიარდ ასტრონომიულ ობიექტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მონაცემები ათჯერ უფრო ზუსტია წინასთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ კატალოგის ცდომილების მაჩვენებელი 50%-ია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვარსკვლავმა გლიზე 710-მა შესაძლოა ჩვენთან უფრო ახლოს, 40 სინათლის დღის მანძილზეც ჩაიაროს.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მსგავსი მოვლენა წარსულში უკვე მოხდა — 65 მილიონი წლის წინ, დედამიწას შეჯახებული ასტეროიდი, რომელმაც დინოზავრები გადააშენა, სწორედ ორტის ღრუბელში ვარსკვლავის ჩავლის შედეგად იყო გამოტყორცნილი. 

თუმცა, გლიზე 710-ის მოახლოებას შესაძლოა სულაც არ ჰქონდეს დინოზავრების გადაშენების მსგავსი მოვლენის ეფექტი. როდესაც ის მზის სისტემასთან ყველაზე ახლოს მოვა, იგი ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და სწრაფად დაკვირვებადი ობიექტი იქნება; როგორც კვლევის ავტორები წერენ: „ის იქნება უძლიერესი, შემთხვევით შემხვედრი გამანადგურებელი მზის სისტემის ისტორიასა და მომავალში“.

აღსანიშნავია, რომ  გლიზე 710 ერთადერთი გალაქტიკური სხეული არაა, რომელიც თავის ტკივილის საგანია. მეცნიერების გათვლით, სულ 14 ვარსკვლავია, რომლებიც შესაძლოა მზის სისტემას მომდევნო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში 3 სინათლის წლის მანძილზე მოუახლოვდნენ.




მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NASA-მ ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია შეაჩერა
NASA-მ ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია შეაჩერა
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, NASA-ს ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია (Asteroid Redirect mi
წაკითხვა
ჩვენს მზეს შესაძლოა ტყუპისცალი ჰყავდა, რომელიც დინოზავრების გადაშენების მიზეზი გახდა
ჩვენს მზეს შესაძლოა ტყუპისცალი ჰყავდა, რომელიც დინოზავრების გადაშენების მიზეზი გახდა
ვარსკვლავთა წარმოქმნის ახალმა მოდელმა წონ
წაკითხვა
დედამიწასთან ასტეროიდების შეჯახების რისკი გაზრდილია - გაფრთხილება ჩეხი ასტრონომებისგან
დედამიწასთან ასტეროიდების შეჯახების რისკი გაზრდილია - გაფრთხილება ჩეხი ასტრონომებისგან
ჩეხ ასტრონომთა განცხადებით, იზრდება შანსი, რომ ტაურიდების მეტეორული ნაკადიდან დედამიწას რომელ
წაკითხვა
NASA მისიას გაგზავნის ასტეროიდზე, რომელიც 10 000 $ კვადრილიონის ღირებულების მეტალს შეიცავს
NASA მისიას გაგზავნის ასტეროიდზე, რომელიც 10 000 $ კვადრილიონის ღირებულების მეტალს შეიცავს
შესაძლოა NASA-მ მარსზე ადამიანთა გაგზავნა
წაკითხვა
მზის სისტემის 17 თვალწარმტაცი ფოტო
მზის სისტემის 17 თვალწარმტაცი ფოტო
გასული რამენიმე წლის მანძილზე, ადამინთა მ
წაკითხვა
გაშიფრულია ქვაზე ამოტვიფრული უძველესი ორნამენტები, რომლებიც ძვ. წ. 10 950 წელს კომეტის ჩამოვარდნას ასახავს
გაშიფრულია ქვაზე ამოტვიფრული უძველესი ორნამენტები, რომლებიც ძვ. წ. 10 950 წელს კომეტის ჩამოვარდნას ასახავს
მკვლევრებმა საბოლოოდ გაშიფრეს თურქეთის ერ
წაკითხვა
როგორ გამოითქმის მზის სისტემის პლანეტათა სახელები მეგრულად
როგორ გამოითქმის მზის სისტემის პლანეტათა სახელები მეგრულად
ბჟაშ სისტემა — ასე გამოითქმის მეგრულად „მ
წაკითხვა
მზის სისტემის კიდეზე ასტრონომებმა მოზრდილი ობიექტი აღმოაჩინეს
მზის სისტემის კიდეზე ასტრონომებმა მოზრდილი ობიექტი აღმოაჩინეს
ასტრონომებმა მზის სისტემის კიდეზე დამალული პლანეტური სხეული იპოვეს, რომელსაც „დიდი“ (DeeDee)
წაკითხვა
10118

უახლესი