საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდი გაიხსნა - ვიდეო

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-08 22:03:00

სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდი გაიხსნა. დუგეს ხიდი ხეობის თავზე, 565 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ხიდის სიგრძე 1341 მეტრია. მშენებლობამ სამ წელიწადს გასტანა და ჩინეთის ხელისუფლებას 144 $ მილიონი დაუჯდა. 

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, ეს ხიდი ორ საათამდე შეამცირებს მგზავრობის დროს გუიჯოუს პროვინციის ქალაქ ლიუპანშუისა და იუნანის პროვინციის ქალაქ ხუანვეის შორის; ამჟამინდელი გზის გავლას ხუთი საათი ესაჭიროება. 

ხიდი გადებულია მდინარე ნიჟუზე. შედარებისათვის, მისი სიმაღლე ეიფელის კოშკზე ორჯერ მეტია.

ახალმა ხიდმა სტატუსი ჩამოართვა მსოფლიოში აქამდე ყველაზე მაღალ ხიდს მდინარე სიდუზე, რომელიც ასევე ჩინეთში მდებარეობს. მისი სიმაღლე 500 მეტრია.

თავად საკუთარი სტრუქტურის და არა იმის ხიდსა და მიწის ზედაპირს შორის სიმაღლის მიხედვით — დღეისათვის მსოფლიოში უმაღლეს ხიდად საფრანგეთში მდებარე მიიოს ვიადუკი ითვლება, რომლის სიმაღლეც 343 მეტრია. 

ამ ხიდის მშენებლობამაც, სამ წელიწადს გასტანა და 394 € მილიონი დაჯდა.


მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ქალაქ ფენგხიანიში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 59 მძიმედ დაშავდა
ქალაქ ფენგხიანიში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 59 მძიმედ დაშავდა
ჩინეთის 
წაკითხვა
ჩინეთში, საბავშვო ბაღთან აფეთქება მოხდა
ჩინეთში, საბავშვო ბაღთან აფეთქება მოხდა
ჩინეთის აღმოსავლეთ რეგიონში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან აფეთქება მოხდა. 
წაკითხვა
რატომ აჭიანურებს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის მოსახლეობისთვის ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემას - რეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
რატომ აჭიანურებს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის მოსახლეობისთვის ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემას - რეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
დაპირების მიუხედავად, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის მოსახლეობისთვის ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემას აჭიანურებს. ამის გამო, ოკუპირებუ
წაკითხვა
ჩინეთში ფეხბურთელი შეიკ ტიოტე გარდაიცვალა
ჩინეთში ფეხბურთელი შეიკ ტიოტე გარდაიცვალა
ჩინეთის ჩემპიონატზე მოასპარეზე „ბეიჟინგის“ ფეხბურთელი შეიკ ტიოტე დღეს, გუნდის ვარჯიშისას გარდ
წაკითხვა
ტერეზა მეის თქმით, ლონდონში მომხდარი ინციდენტები „პოტენციური ტერორისტული აქტია“
ტერეზა მეის თქმით, ლონდონში მომხდარი ინციდენტები „პოტენციური ტერორისტული აქტია“
ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის თქმით, ლონდონში მომხდარი ინციდენტები „პოტენციური ტერორისტული
წაკითხვა
ლონდონში მომხდარ ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა [LIVE ვიდეო]
ლონდონში მომხდარ ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა [LIVE ვიდეო]
ლონდონის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შედეგა
წაკითხვა
ლონდონის ხიდი პოლიციამ გადაკეტა - ისმოდა სროლის ხმა
ლონდონის ხიდი პოლიციამ გადაკეტა - ისმოდა სროლის ხმა
მომხდარი ინციდენტის გამო, ლონდონის ხიდი გ
წაკითხვა
უნიკალური ხიდი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს
უნიკალური ხიდი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს
ხაბელაშვილების უნიკალური ხის ხიდი - ასე ე
წაკითხვა
7099

უახლესი