საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

2775

სომეხმა ასტრონომებმა ახალგაზრდა ვარსკვლავურ ობიექტში ძლიერი ანთება დააფიქსირეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-07 23:41:00

სომხეთის ბიურაკანის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასტრონომებმა ახალგაზრდა ვარსკვლავური ობიექტის მძლავრი ანთება დააფიქსირეს; ობიექტს UKIDSS-J185318.36+012454.5 ეწოდება. ახლად აღმოჩენილმა მოვლენამ შესაძლოა მკვლევრებს მნიშვნელოვანი ცნობები მიაწოდოს ახალგაზრდა ვარსკვლავების ცვალებადი ამოფრქვევადობის შესახებ. სომეხმა მეცნიერებმა თავიანთ აღმოჩენის შესახებ 30 დეკემბერს, arXiv.org-ზე გამოაქვეყნეს.

UKIDSS-J185318.36+012454.5 მდებარეობს წყარო IRAS 18507+0121-ის მიდამოებში და სავარაუდოდ მიეკუთვნება მასიურ ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონს, რომელიც GAL 034.4+00.23 HII რეგიონთანაა დაკავშირებული. ობიექტი დედამიწიდან მინიმუმ 5000 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს და მის სამეზობლოში მრავლადაა მასიური პროტოვარსკვლავები, რომელთა ასაკიც მხოლოდ 100 000 წელია, ბევრია დაახლოებით 1 მლნ წლის ასაკის დაბალმასიური ვარსკვლავიც. ვარსკვლავური ობიექტი საშუალო მასის 100 000 წელზე ნაკლები ასაკის ახალგაზრდა ვარსკვლავურ ობიექტად კლასიფიცირდა.

ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონებში ანთებების მტკიცებულების საპოვნელად, მკვლევართა ჯგუფმა ელენა ნიკოღოსიანის ხელმძღვანელობით, დაამუშავა ჰავაიზე მდებარე გაერთიანებული სამეფოს ინფრაწითელი ტელესკოპის (UKIRT) მონაცემები და ფოტომასალა. მათ გამოიყენეს ტელესკოპის ინფრაწითელი და სუბმილიმეტრული საარქივო მასალა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ UKIDSS-J185318.36+012454.5-ში ანთება 2004-2006 წლებში მოხდა.

„UKIRT-ის გალაქტიკური გეგმის გამოკვლევა გამოირჩევა სიღრმითა და კარგი კოსმოსური რეზოლუციით. გარდა ამისა, ძალიან სასარგებლო ინფორმაციით უზრუნველყოფს ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონებით დაინტერესებულ მკვლევრებს. კერძოდ, UKIDSS-J185318.36+012454.5-ის ანთების აღმოჩენისას, UKIRT-ის მონაცემები ინფორმაციის ძირითადი წყარო იყო“, — უთხრა ელენა ნიკოღოსიანმა Phys.org-ს. 

დოკუმენტის მიხედვით, დაფიქსირებული ანთების სიკაშკაშის ამპლიტუდა ხუთ მაგნიტუდაზე ნაკლებია. ობიექტი სიკაშკაშის ამ დონეს 2014 წლამდე ინარჩუნებდა. 

ამ შედეგებმა მეცნიერებს შესაძლებლობა მისცა მოეხდინათ UKIDSS-J185318.36+012454.5-ის რეკლასიფიკაცია შერეული მახასიათებლების ამოფრქვევად ცვალებად ობიექტად. ნიკოღოსიანი ყურადღებას ამახვილებს კვლევის მნიშვნელობაზე. 

„ძირითად მიმდევრობამდელი ვარსკვლავური იბიექტების ამოფრქვევები ძალიან იშვიათია, შესაბამისად, ყოველი ახალი ანთება ყურადსაღებია. ვფიქრობ, ძლიერი ანთების მქონე ახალი ამოფრქვევადი ცვალებადის — UKIDSS-J185318.36+012454.5-ის აღმოჩენა ძალიან დიდი წარმატება იყო“, — ამბობს ნიკოღოსიანი.   

კვლევის ავტორები ახალგაზრდა ვარსკვლავების ამოფრქვევადი ცვალებადობის ყველაზე შესაძლო ახსნასაც გვთავაზობენ. როგორც ისინი შენიშნავენ, რამდენიმე ფიზიკური მექანიზმი, მათ შორის ბრუნვა, ცივი ან ცხელი ლაქები, აჩქარებადი ქარები, გადინება — ეს ის ფაქტორებია, რომელთაც შეუძლია ინფრაწითელთან ახლოს მყოფი ცვალებადობის ახსნა, თუმცა ეს მექანიზმები ხშირად უზრუნველყოფენ მოკლეპერიოდიან ცვალებადობას ამპლიტუდით, რომელიც K დიაპაზონში ერთ მაგნიტუდას არ აღემატება.

„ჩვენი აზრით, ამ ფენომენს სრულად არ ხსნის ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილი არც ერთი ახსნა, ძირითადად ინფორმაციის ნაკლებობის გამო. რაც შეეხება ამ ობიექტს, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ანთება დაკავშირებულია ორ ევოლუციურ საფეხურს შორის გადასვლასთან: 0 კლასიდან I კლასში. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია“, — ასკვნის ნიკოღოსიანი. 

მკვლევრები UKIDSS-J185318.36+012454.5-ზე შემდგომ დაკვირვებებს უკვე გეგმავენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კვლევების გაგრძელება მხოლოდ სხვა ქვეყნების წარმომადგენელ მეცნიერებთან თანამშრომლობის გზით იქნება შესაძლებელი, რადგან ამ ობიექტზე ინფრაწითელ დიაპაზონში დაკვირვების შესაძლებლობები სომხეთში არ არსებობს.

ბიურაკანის ასტროფიზიკური ობსერვატორია


მომზადებულია Phys.org-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
არქეოლოგების განსაცვიფრებელი აღმოჩენა ჩინ
წაკითხვა
მექსიკაში, ტეოტიუაკანის მთვარის პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს
მექსიკაში, ტეოტიუაკანის მთვარის პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს
კომპიუტერული სკანირების ტექნოლოგიით, მექს
წაკითხვა
არქეოლოგების აღმოჩენა, რომელიც თელავის დაარსების განსხვავებულ ისტორიაზე მიუთითებს (ფოტოები)
არქეოლოგების აღმოჩენა, რომელიც თელავის დაარსების განსხვავებულ ისტორიაზე მიუთითებს (ფოტოები)
არქეოლოგიურმა ჯგუფმა, რომელიც თელავში, ჩო
წაკითხვა
მექსიკაში მეცნიერებმა ადამიანების თავის ქალებით ნაგები, აცტეკების ლეგენდარული კოშკი აღმოაჩინეს
მექსიკაში მეცნიერებმა ადამიანების თავის ქალებით ნაგები, აცტეკების ლეგენდარული კოშკი აღმოაჩინეს
მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ინსტი
წაკითხვა
უცნაური უძველესი არსება, რომელიც დარვინს მისტიკაში აგდებდა - წარმომავლობა ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
უცნაური უძველესი არსება, რომელიც დარვინს მისტიკაში აგდებდა - წარმომავლობა ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
უმეტეს ძუძუმწოვართაგან განსხვავებით, მას
წაკითხვა
წყალი ორი განსხვავებული სითხის სახით არსებობს - ისტორიული აღმოჩენა
წყალი ორი განსხვავებული სითხის სახით არსებობს - ისტორიული აღმოჩენა
წყალი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მოლეკ
წაკითხვა
აღმოჩენილია უკიდურესი ჰელიუმის უიშვიათესი ვარსკვლავი
აღმოჩენილია უკიდურესი ჰელიუმის უიშვიათესი ვარსკვლავი
ასტრონომებმა კიდევ ერთი ექსტრემალური ვარსკვლავი აღმოაჩინეს. ვარსკვლავი GALEX J184559.8−413827
წაკითხვა