საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

16-წლის გოგონას საშვილოსნოდან მინიატურული ტვინი და თავის ქალა ამოკვეთეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-07 19:38:00

იაპონელმა ქირურგებმა მოზარდს საკვერცხედან ამოკვეთეს თმები, ძვალი და ციცქნა, არასწორად განვითარებული ტვინი.

Neuropathology-ში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ჩვეულებრივი ოპერაცია უცნაურად დასრულდა — მოზარდს მუცლის ღრუდან ამოკვეთეს 10-სანტიმეტრიანი „მონსტრი“. 

16-წლის მდედრობითი სქესის პაციენტისთვის ჭიანაწლავის ამოჭრის დროს, იაპონელმა ქირურგებმა მის ერთ-ერთ საკვერცხეზე განვითარებული სიმსივნური წარმონაქმნი შენიშნეს.

ექიმებმა ამ წარმონაქმნის შიგნით ნამდვილი კოშმარი აღმოაჩინეს — თმა, ძვალი და... ციცქნა, არასწორად განვითარებული ტვინი. 

ამ სიმსივნის ტექნიკური სახელწოდებაა მომწიფებული კისტოზური ტერატომა. სიტყვა „ტერატომა“, ძველბერძნული სიტყვა ტერატოსიდან მომდინარეობს, რაც მონსტრს ნიშნავს.

ტერატომა ვითარდება მაშინ, როდესაც უჯრედების მასა სხვადასხვა ტიპის ქსოვილებად იზრდება, მათ შორის ძვლებად, ნერვებად, თმად და კბილადაც კი. როგორც წესი, ისინი კეთილთვისებიანი სიმსივნეებია და გარსშემორტყმულია კაფსულით, რაც მათ შედარებით ადვილად ამოსაკვეთს ხდის.


ნებისმიერი სხვა კიბოს მსგავსად, ტერატომაც მაშინ ვითარდება, როდესაც დარღვეულია უჯრედების ზრდის მაკონტროლებელი ნორმალური სიგნალები.

იაპონელი გოგონას შემთხვევაში, ეს იყო განუვითარებელი კვერცხუჯრედი მის საშვილოსნოში, რომელიც ყველანაირ სიგნალს უგულებელყოფდა.

ახალმა უჯრედებმა არა მხოლოდ გაყო გოგონას კვერცხუჯრედი, არამედ მიიღო ტვინის მაგვარი, ღეროსა და ნათხემის სტრუქტურის ფორმა, რომელიც დაიფარა თმის ფოლიკულებითა და ძვლის თხელი ფენით.

მიჩნეულია, რომ საკვერცხის სიმსივნეთა 20% დიფერენცირებულ ქსოვილებს შეიცავს, რის გამოც ასეთი ტერატომები არც თუ ისე გავრცელებულია.

იშვიათად, ნერვული უჯრედების შემცველი სიმსივნეები განსაკუთრებით სარისკოა — იქიდან გამომდინარე, რომ იმუნური სისტემა კიბოს საფრთხედ აღიქვამს, შესაძლებელია მან პაციენტის ტვინიც საფრთხედ აღიქვას.  

საბედნიეროდ, იაპონელი პაციენტის შემთხვევაში, იმუნური სისტემის მხრიდან ნერვულ სისტემაზე განხორციელებული საპასუხო შეტევა არ აღმოჩნდა.

ტერატომაში ნერვული უჯრედების აღმოჩენა შესაძლოა სულაც არ იყოს უჩვეულო, მაგრამ ნევროლოგიური სტრუქტურის ფორმით, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკიდურესად იშვიათია. განსაკუთრებით ქსოვილები, რომლებიც ნერვულ იმპულსებს ასრულებს.

სრულად განვითარებული ტვინის ღერო პასუხისმგებელია სასიცოცხლო ფუნქციებზე, ნათხემი კი ადამიანის მოძრაობებს აკონტროლებს. დარწმუნებული იყავით, რომ მოზარდის საშვილოსნოში აღმოჩენილ ტვინის მსგავს ციცქნა სტრუქტურას არც ფიქრი შეეძლო და არც რაიმეს შეგრძნება.

ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონელი ქირურგები სრულად ჩამოყალიბებულ ტერატომას პოულობენ. 2002 წელს, 25-წლის იაპონელი ქალის სხეულიდან მათ ამოკვეთეს ტერატომა, რომელსაც განვითარების ფაზაში მყოფი ორგანოები გააჩნდა — თავი, ტანი, კიდურები და პენისის დასაწყისიც კი.

მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აფხაზეთიდან დევნილ, 24 წლის თამუნა მორგოშიას დახმარება ესაჭიროება
აფხაზეთიდან დევნილ, 24 წლის თამუნა მორგოშიას დახმარება ესაჭიროება
აფხაზეთიდან დევნილ, 24 წლის თამუნა მორგოშიას დახმარება ესაჭიროება.
წაკითხვა
ბალერინა მეტალის ფეხით - შეუზღუდავი შესაძლებლობებით
ბალერინა მეტალის ფეხით - შეუზღუდავი შესაძლებლობებით
ეს ბალერინა გაბია - მეტალის ფეხით და შეუზ
წაკითხვა
საქართველოში ძუძუს კიბოთი ყოველწლიურად 1500-ზე მეტი ქალი ავადდება - სტატისტიკა ინფოგრაფიკაში
საქართველოში ძუძუს კიბოთი ყოველწლიურად 1500-ზე მეტი ქალი ავადდება - სტატისტიკა ინფოგრაფიკაში
საქართველოში ყოველწლიურად 1500-ზე მეტ ქალს ძუძუს კიბოს დიაგნოზს უსვამენ. სპეციალისტების თქმით, ყოველი მერვე ქალი ამ დაავადების რისკის წინაშ
წაკითხვა
რა გზებით უნდა მოხდეს სიმსივნური დაავადებების პრევენცია - სპეციალისტების რეკომენდაციები
რა გზებით უნდა მოხდეს სიმსივნური დაავადებების პრევენცია - სპეციალისტების რეკომენდაციები
რა გზებით უნდა მოხდეს სიმსივნური დაავადებების პრევენცია: სპეციალისტები მზარდ სტატისტიკაზე საუბრობენ და ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართა
წაკითხვა
სსმ-ის ყოფილ თანამშრომელს დახმარება ესაჭიროება
სსმ-ის ყოფილ თანამშრომელს დახმარება ესაჭიროება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ თანამშრომელს, ზაზა თოფურიას ღვიძლის კარცინომის დიაგნოზი დაუდგინეს. 
წაკითხვა
29 წლის მაგდა გოგუაძეს დახმარება ესაჭიროება
29 წლის მაგდა გოგუაძეს დახმარება ესაჭიროება
29 წლის მაგდა გოგუაძეს, ორი შვილის დედას, სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. 
წაკითხვა
ჯანმრთელობისთვის საშიში სასმელი წყალი სოფელ ფშაველში
ჯანმრთელობისთვის საშიში სასმელი წყალი სოფელ ფშაველში
ჯანმრთელობისთვის საშიში სასმელი წყალი თელავის რაიონის სოფელ ფშაველში - 50 წელზე მეტია,ადგილობრივებს სათავო ნაგე
წაკითხვა
ხანუქის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება
ხანუქის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება
ხანუქის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, საქველმოქმედო ვახშამი გაიმართე
წაკითხვა
9168

უახლესი