საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

დღეს საშობაო ალილო გაიმართება

გამოქვეყნებულია 2017-01-07 10:16:00

თბილისში დღეს საშობაო ალილო გაიმართება. 

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილო 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება. მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს.

მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

ალილოს მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდებიან, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები ტკბილეულით დახვდებიან. მოგვიანებით, თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან გაჩერდებიან, სადაც მათ დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ტკბილეულს გადასცემენ. მონაწილეთა ჯგუფი "კონკადან" საპატრიარქოში შევა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს. მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენაც გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეულს პრეზიდენტი გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს. ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გზადაგზა მოსახლეობაც გადასცემს.

შემოწირულობებს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიიტანენ, მოგვიანებით კი, ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადაანაწილებენ.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ქართველმა სამხედროებმა ქაბულში შობა-ახალი წელი აღნიშნეს
ქართველმა სამხედროებმა ქაბულში შობა-ახალი წელი აღნიშნეს
ქართველმა სამხედროებმა ქაბულში შობა-ახალი წელი აღნიშნეს. 
წაკითხვა
ახალი თეორია, რომელიც მთვარის წარმოშობის შესახებ აქამდე არსებულ ყველა ჰიპოთეზას ეჭვქვეშ აყენებს
ახალი თეორია, რომელიც მთვარის წარმოშობის შესახებ აქამდე არსებულ ყველა ჰიპოთეზას ეჭვქვეშ აყენებს
მთვარის წარმოშობის შესახებ ამჟამად არსებუ
წაკითხვა
როგორი იყო შობის ღამე საქართველოში
როგორი იყო შობის ღამე საქართველოში
შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში ჩატარდა. 
წაკითხვა
შობის დღესასწაული ტრადიციული ალილოთი აღინიშნა რეგიონებში
შობის დღესასწაული ტრადიციული ალილოთი აღინიშნა რეგიონებში
შობის დღესასწაული ტრადიციული ალილოთი აღინიშნა რეგიონებშიც. რუსთავი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე, ბათუმი. ქვეყნის ქალაქები თეატრალიზე
წაკითხვა
თეატრალიზებული მსვლელობა საშობაო საგალობლებით - ალილო დედაქალაქში
თეატრალიზებული მსვლელობა საშობაო საგალობლებით - ალილო დედაქალაქში
თეატრალიზებული მსვლელობა საშობაო საგალობლებით - ეს ალილოა - ტრადიცია შობის დღესასწაულზე. 
წაკითხვა
დღეს შობაა -  საზეიმო ღვთისმსახურება ტაძრებში დილამდე გაგრძელდა
დღეს შობაა - საზეიმო ღვთისმსახურება ტაძრებში დილამდე გაგრძელდა
შობის დღესასწაულის აღნიშვნა და საზეიმო ღვთისმსახურება ტაძრებში ღამის 11:00 საათზე დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. ლიტურგია, სამების საკათედრო
წაკითხვა
 შობის მახარობლებმა ქუთაისში დღესასწაულის აღნიშვნა დილიდან მსვლელობით დაიწყეს
შობის მახარობლებმა ქუთაისში დღესასწაულის აღნიშვნა დილიდან მსვლელობით დაიწყეს
დღესასწაულის აღნიშვნა დილიდან მსვლელობით დაიწყეს შობის მახარობლებმა ქუთაისში. ალილო მერიის შენობიდან დაიწყო. 
წაკითხვა
 შობის საზეიმო წირვა-ლოცვა და ალილოს მსვლელობა სამეგრელოში
შობის საზეიმო წირვა-ლოცვა და ალილოს მსვლელობა სამეგრელოში
ქრისტეს შობის საზეიმო წირვა - ლოცვა აღევლინა სამეგრელოს ყველა მოქმედ ტაძარში, შემდეგ კი ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან სამღვდელო
წაკითხვა
441

უახლესი