საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ილია მეორე: რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი

გამოქვეყნებულია 2017-01-07 00:21:00

მაცხოვარმა ჩვენმა ყველა ადამიანური ტკივილი, თვით ჯვარცმით სიკვდილიც, კაცობრივი ბუნებით ჭეშმარიტად განიცადა, რათა, მწუხარებაში მყოფ ნებისმიერ ჩვენგანს, ჰყავდეს მისი სალმობის თანამოზიარე უფალი, რომელიც ღვთაებრივი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს ყველას, ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.

„ერთსულოვნებით განვძლიერდეთ ქართველნო, ოსნო, აფხაზნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, ასირიელნო, უდინნო, სომეხნო,  აზერბაიჯანელნო, ქურთნო, ქისტნო, ლეკნო, ჩერქეზნო და ღვთივკურთხეული ჩვენი მიწის ყოველნო მკვიდრნო, უფალი ჩვენთან არის!

რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ მწამს ისიც,  რომ მიუხედავად მრავალი სიმძიმისა და დაბრკოლებისა,  ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს.

მამანო და დედანო, დანო და ძმანო, უხუცესნო და ყრმანო, უძლურნო  და სნეულნო, საპყრობილესა და საავადმყოფოში მყოფნო, _ ქრისტე იშვა!

მწყემსნი და მოგვნი ღამის წყვდიადში ვარსკვლავის შუქზე  მიიჩქარიან ბეთლემის გამოქვაბულისაკენ. დაე,  ჩვენც, ანთებული სანთლებით, მათთან ერთად რწმენით მივეახლოთ ახლადშობილ ყრმას და ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად მივართვათ მონანული,  მოსიყვარულე და მადლიერებით სავსე  გული, რათა ჩვენშიც იშვას ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი!  

ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან, ამინ!" - აღნიშნულია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პატრიარქის ინიციატივით, სვეტიცხოველში 100 წლის წინანდელის მსგავსი ფოტო გადაიღეს
პატრიარქის ინიციატივით, სვეტიცხოველში 100 წლის წინანდელის მსგავსი ფოტო გადაიღეს
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენი
წაკითხვა
პატრიარქი: ზეთარიღი, ზეისტორიული თარიღი არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია
პატრიარქი: ზეთარიღი, ზეისტორიული თარიღი არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხ
წაკითხვა
25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - დღეს სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ
გიორგი კვირიკაშვილი - დღეს სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ
დღეს საქართველო თანამედროვე, ევროპული ქვეყანაა, სადაც ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმებით არის მოწესრიგებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორ
წაკითხვა
პატრიარქი: ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრებს - მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ბატონიშვილ ბაგრატ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო
პატრიარქი: ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრებს - მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა ბატონიშვილ ბაგრატ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ი
წაკითხვა
ილია მეორე - რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები, არ შეიძლება, ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს
ილია მეორე - რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები, არ შეიძლება, ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს
რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორი
წაკითხვა
ნორდიკულ-ბალტიური რვიანის  წევრი სახელმწიფოების დელეგაცია პატრიარქს ხვდება
ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი სახელმწიფოების დელეგაცია პატრიარქს ხვდება
საქართველოში შვიდი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების სამუშაო ვიზიტი გრძელდება. 
წაკითხვა
 ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები NGO-ებს ხვდებიან
ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები NGO-ებს ხვდებიან
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შვიდი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლების ვიზიტი გრძელდება. 
წაკითხვა
701

უახლესი