საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ილია მეორე: ზოგიერთი სახელმწიფო კანონი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და მცდელობები აქვთ, ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადონ

გამოქვეყნებულია 2017-01-06 23:48:00

ზოგიერთი სახელმწიფო კანონი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და მცდელობები აქვთ, ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადონ, ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.

„როგორც საღვთო, ისე სახელმწიფო კანონები  რა თქმა უნდა, ზრუნავს ადამიანზე, მაგრამ მათში განსხვავებულობას წარმოშობს პიროვნების აღქმა და მასთან დაკავშირებული ხედვის პერსპექტივები.

ეს განსაკუთრებით ითქმის ისეთ ქვეყნებზე, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო კანონი ეწინააღმდეგება  ზნეობრივ ნორმებს და მცდელობები აქვთ, ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადონ. პარალელურად ხდება ისიც, რომ ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები… ამა თუ იმ უწესობას ხშირად მიმზიდველად და  საინტერესოდ გვისახავენ და ხელს უწყობენ მათ პროპაგანდას.

სამოთხეში დაწყებული ისტორია ცოდვის კეთილად წარმოჩენისა და შეთავაზებისა, გრძელდება; აკრძალული ნაყოფი ადამიანს კვლავაც მიმზიდველად ეჩვენება, ისევე, როგორც სამოთხეში: ,,იყო საჭმელად ის ხე თვალწარმტაცი და საამური სანახავად” (დაბ. 3,6)" - აღნიშნულია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

პატრიარქი მიიჩნევს, რომ გულდასაწყვეტია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი ხანია ქრისტე ხალხის განსაკურნებლად მოვიდა, დღესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი „კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია".

„ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჭეშმარიტ სარწმუნოებას ყოველ დროში მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის ნების აღმსრულებელი ადამიანები ინარჩუნებდნენ" - აღნიშნულია საშობაო ეპისტოლეში.

ეპისტოლეს თანახმად, მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი განსაცდელისა და ათასგვარი ჭირ-ვარამისა, უფლის შეწევნითა და ღვთისმშობლის მეოხებით, საქართველო კვლავაც ქრისტეს გზას ერთგულად მისდევს და შობის მახარობელია.

„რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ მწამს ისიც,  რომ მიუხედავად მრავალი სიმძიმისა და დაბრკოლებისა,  ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს" - აღნიშნულია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პატრიარქი 780-მდე ბავშვს მონათლავს
პატრიარქი 780-მდე ბავშვს მონათლავს
ტრადიციულად, საყოველთაო ნათლობა გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში. პატრიარქის ნათლული კიდევ 780-მდე ბავშვი გახდება. 
წაკითხვა
დღეს შობაა -  საზეიმო ღვთისმსახურება ტაძრებში დილამდე გაგრძელდა
დღეს შობაა - საზეიმო ღვთისმსახურება ტაძრებში დილამდე გაგრძელდა
შობის დღესასწაულის აღნიშვნა და საზეიმო ღვთისმსახურება ტაძრებში ღამის 11:00 საათზე დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. ლიტურგია, სამების საკათედრო
წაკითხვა
საშობაო ღონისძიებები მთაწმინდის პარკში
საშობაო ღონისძიებები მთაწმინდის პარკში
საშობაო ღონისძიებები მიმდინარეობს მთაწმინდის პარკში, სადაც კონცერტი, სახელწოდებით, "მუსიკალური სითვოისი” გაიმართა. 
წაკითხვა
როგორი განწყობაა თბილისის ქუჩებში -  ალილო დედაქალაქში
როგორი განწყობაა თბილისის ქუჩებში - ალილო დედაქალაქში
ტრადიციული მსვლელობა, საშობაო საგალობლები და ნობათი - უკვე 2 საათია დედაქალაქში ალილო მიმდინარეობს. 
წაკითხვა
თბილისში დღეს საშობაო ალილო გაიმართება
თბილისში დღეს საშობაო ალილო გაიმართება
თბილისში დღეს საშობაო ალილო გაიმართება. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილო 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება. 
წაკითხვა
ილია მეორე: სარწმუნოება, სიყვარული და სასოება გადაარჩენს კაცობრიობას
ილია მეორე: სარწმუნოება, სიყვარული და სასოება გადაარჩენს კაცობრიობას
სარწმუნოება, სიყვარული და სასოება გადაარჩენს კაცობრიობას, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ, ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს
წაკითხვა
ილია მეორე: რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი
ილია მეორე: რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი
მაცხოვარმა ჩვენმა ყველა ადამიანური ტკივილი, თვით ჯვარცმით სიკვდილიც, კაცობრივი ბუნებით ჭეშმარ
წაკითხვა
ილია მეორე: პიროვნება ასეთ სიმაღლეზე არასდროს არავის აუყვანია
ილია მეორე: პიროვნება ასეთ სიმაღლეზე არასდროს არავის აუყვანია
გულდასაწყვეტია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი ხანია ქრისტე ჩვენს განსაკურნებლად მოვიდა, დღესაც მს
წაკითხვა
1022

უახლესი