საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

NASA ზონდს გაგზავნის მეტალის უცნაურ ასტეროიდზე

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-06 23:09:00

NASA-მ მწვანე შუქი აუნთო გეგმას მეტალის უცნაურ ასტეროიდ 16 ფსიქეზე ზონდის გაგზავნასთან დაკავშირებით. მკვლევართა აზრით, ეს ასტეროიდი შესაძლოა უძველესი პლანეტის ბირთვი იყოს, რომელმაც თავდაპირველი ზედაპირი და გარე ქერქი დაკარგა.

იუპიტერსა და მარსს შორის, ასტეროიდთა სარტყელში მდებარე 16 ფსიქე ჩვენს მზის სისტემაში სხვა არაფერს ჰგავს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მან მკვლევრებს მრავალი ინფორმაცია მიაწოდოს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ წარმოიქმნა ადრეული პლანეტები მზის გარშემო.

მისიის პროექტი, რომელიც 2015 წელს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯგუფმა წამოაყენა პლანეტური მეცნიერის, ლინდი ელკინს-ტანტონის ხელმძღვანელობით, NASA-მ მხოლოდ ახლა დაადასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფსიქეს ზონდმა შესაძლოა კოსმოსური სტარტი უკვე 2023 წელს აიღოს.

„ეს არის შესაძლებლობა გამოვიკვლიოთ სრულიად ახალი ტიპის სამყარო — არა კლდის ან ყინულის, არამედ მეტალის. 16 ფსიქე ამ სახის ერთადერთი ცნობილი ობიექტია მზის სისტემაში. გარდა ამისა, ეს გახლავთ ერთადერთი გზა, რომ ადამიანებმა ოდესმე მოვინახულოთ ბირთვი. შიდა სივრცეს გარე კოსმოსში გამზაგვრების გზით შევისწავლით“, — აცხადებს ლინდი ელკინს-ტანტონი.  

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მისიამ, ჩვენი პლანეტის ათასობით კილომეტრის სიღრმეზე გაბურღვის გარეშე შესაძლოა გვითხრას თუ როგორია დედამიწის გული.

16 ფსიქეს შესახებ 1852 წლიდან ვიცით, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მისი ახლოდან ნახვის შესაძლებლობა გვეძლევა. ასტეროიდის დიამეტრი 200 კილომეტრზე მეტია და ძირითადად რკინისა და ნიკელისგან შედგება.

მეცნიერთა აზრით, 16 ფსიქე ერთ დროს მარსის ზომის პლანეტა უნდა ყოფილიყო, თუმცა მზის სისტემის სხვა ობიექტებთან მძლავრ შეჯახებათა სერიების შემდეგ, მან დიდი ნაწილი დაკარგა და დარჩა მხოლოდ ბირთვი.

გარდა ამისა, სავარაუდოდ იგი მზის სისტემის ძალიან ადრეულ დღეებში წარმოიქმნა, მზის დაბადებიდან მხოლოდ 10 მილიონი წლის შემდეგ. შესაბამისად, ასტეროიდი შესაძლოა ინახავდეს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოიქმნა პლანეტები და ჩამოყალიბდა მათი შრეები 4 მილიარდზე მეტი წლის წინ.

მარსთან ჩავლის შემდეგ, ავტომატიზებული ზონდი ფსიქე მეტალის ასტეროიდს 2030 წლისთვის მიაღწევს. მის ორბიტაზე ზონდი 20 თვის განმავლობაში იმოძრავებს, გადაიღებს ფოტოებს, განსაზღვრავს მის შემადგენლობას, ასევე მისი მაგნიტური ველის სიძლიერესა და გრავიტაციას. 

ფსიქეს მისია იმითაცაა ამაღელვებელი, რომ ამ ასტეროიდის შესახებ ამჟამად ძალიან ცოტა რამ ვიცით. მხოლოდ შარშან, NASA-ს ინფრაწითელი ტელესკოპის დაკვირვებების შედეგად წარმოიშვა ვარაუდი, რომ 16 ფსიქეს ზედაპირზე შესაძლოა წყალი ან ჰიდროქსილიც იყოს, რისი დადასტურებაც ზონდს ნამდვილად შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი მისია არ გახლავთ, რომელიც NASA-მ Discovery Program-ის ეგიდით დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც აფინანსებს მზის სისტემის დაბალბიუჯეტიან კვლევებს. კიდევ ერთი მისია, სახელად  Lucy, იუპიტერის ტროელ ასტეროიდებს ესტუმრება — კოსმოსურ კლდოვან ობიექტებს, რომლებიც იუპიტერის გრავიტაციას აქვს ჩაჭერილი.

ფსიქესთან ერთად, ამ მისიების მთავარი მიზანია ჩვენი მზის სისტემის ადრეული დღეების შესწავლა, მისი წარმოქმნის გზის განსაზღვრა. პირველი Lucy გაეშვება, 2021 წელს და დანიშნულების პირველ ადგილს 2025 წელს მიაღწევს.

„სწორედ ამ ყველაფერს ემსახურება Discovery Program-ის მისიები. გაბედულად გავეშუროთ იმ ადგილებისაკენ, სადაც არასოდეს ვყოფილვართ და გზა გავუხსნათ ინოვაციურ მეცნიერებას“, — ამბობს  NASA-ს წარმომადგენელი თომას ზურბუჩენი. 

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NASA ურანთან და ნეპტუნთან მისიებს გაგზავნის
NASA ურანთან და ნეპტუნთან მისიებს გაგზავნის
ბოლო დროს ბევრი გვესმის მარსის, იუპიტერისა და სატურნის შესახებ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ გარ
წაკითხვა
NASA-მ ასობით პლანეტა აღმოაჩინა, მათ შორისაა დედამიწის მსგავსი 10 ახალი ეგზოპლანეტა
NASA-მ ასობით პლანეტა აღმოაჩინა, მათ შორისაა დედამიწის მსგავსი 10 ახალი ეგზოპლანეტა
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის ჯგუფ
წაკითხვა
NASA-მ ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია შეაჩერა
NASA-მ ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია შეაჩერა
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, NASA-ს ასტეროიდთა კურსის შეცვლის მისია (Asteroid Redirect mi
წაკითხვა
შავი ზღვის დიდი ნაწილი კაშკაშა ფირუზისფერი გახდა - NASA ფოტოებს აქვეყნებს
შავი ზღვის დიდი ნაწილი კაშკაშა ფირუზისფერი გახდა - NASA ფოტოებს აქვეყნებს
შავი ზღვის ზოგიერთი ნაწილი კაშკაშა ფირუზი
წაკითხვა
NASA ნეიტრონული ვარსკვლავის მისიას გაუშვებს - პირველად ისტორიაში
NASA ნეიტრონული ვარსკვლავის მისიას გაუშვებს - პირველად ისტორიაში
თითქმის 50 წლის შემდეგ, რაც ინგლისელმა ას
წაკითხვა
NASA-მ ახალი მარსმავალის პროტოტიპი წარმოადგინა
NASA-მ ახალი მარსმავალის პროტოტიპი წარმოადგინა
NASA-მ ახალი მარსმავალის პროტოტიპი წარმოა
წაკითხვა
დედამიწასთან ასტეროიდების შეჯახების რისკი გაზრდილია - გაფრთხილება ჩეხი ასტრონომებისგან
დედამიწასთან ასტეროიდების შეჯახების რისკი გაზრდილია - გაფრთხილება ჩეხი ასტრონომებისგან
ჩეხ ასტრონომთა განცხადებით, იზრდება შანსი, რომ ტაურიდების მეტეორული ნაკადიდან დედამიწას რომელ
წაკითხვა
„შეეხე მზეს“ - NASA მზის სიღრმეში ზონდს გაგზავნის
„შეეხე მზეს“ - NASA მზის სიღრმეში ზონდს გაგზავნის
ხვალ, 31 მაისს, NASA საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგენს ახალ გეგმას, რომლის მიხედვითაც, კოსმო
წაკითხვა
2128

უახლესი