საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

26765

"ქართველები ხმას გიჟივით აძლევენ" - მსოფლიოს გამოხმაურება ფაჩულიას მეორე ადგილზე

გიორგი ურუშაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-06 13:40:00
NBA All Star-ის პირველი შუალედური შედეგები ცნობილია - "გოლდენ სტეიტის" ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია 439 675 ხმით მეორე ადგილზეა. აღნიშული ფაქტის გამო სოციალური ქსელი განცვიფრებულია. სხვა კალათბურთელების გულშემატკივრები სოციალურ ქსელში სხვადასხვა პოსტს აქვეყნებენ და ამბობენ რომ ზაზა "ყველა ვარსკვლავის" თამაშში მოხვედრის ღირსი არ არის.

"ქართველები ხმას გიჟივით აძლევენ" - წერენ სოციალურ ქსელში და ქართველი გულშემატკივრების არანორმალურ აქტიურობას აფასებენ. 



კომენტარებში ყველა მომხარებელი განცვიფრებულია ზაზას შედეგებით და საკუთარ უკმაყოფილებას, სხვადასხვა ფორმით გამოხატავს.

აღნიშულ თემას ვრცელ სტატიას უძღვნის გამოცემა "ვაშინგტონპოსტიც". გამოცემა ქართველების განსაკუთრებულ აქტიურობას უსვამს ხაზს და ამბობს: "მიუხედავად იმისა, რომ ზაზა შედეგებით მეორე ადგილზეა, მას მაინც არ სურს ყველა ვარსკვლავის თამაშში მონაწილეობა".

"ვაშინგტონპოსტი" ზაზას ვიდეომიმართვასაც ავრცელებს, სადაც ის ფანებს ინგლისურად მიმართავს. გამოცემა მკითხველს ირონიულად მიმართავს, რომ სცადონ და ამ ვიდეოზე არ გაიცინონ.

მიუხედავად, ასეთი დამოკიდებულებისა ქართველი კალათბურთელი წინ მიიწევს და მას "ყველა ვარსკვლავის" თამაშში მოხვედრის რეალური შანსი აქვს.
ქართველ გულშემატკივარს საყვარელი კალათბურთელის მხარდასაჭერად ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ, შემდეგი მეთოდებით შეუძლია:

NBA.com/vote ან ანდროიდისა და IOS-ისთვის შექმნილი ნაციონალური საკალათბურთო აპლიკაციის მეშვეობით;

Twitter - #NBAVOTE და სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარი (მაგალითად #NBAVOTE ZazaPachulia);

Facebook - #NBAVOTE და სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარი (მაგალითად #NBAVOTE ZazaPachulia);

Google Search - მოძებნეთ NBA Vote All-Star ან NBA Vote Golden State და გააკეთეთ არჩევანი.

თბილისის დროით, 25 დეკემბრის 20:00-დან 16 იანვრის ჩათვლით, ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.

შარშან, All Star-ის გამოკითხვის შედეგებით, ზაზა ფაჩულიას მატჩზე მოსახვედრად ძალიან ცოტა დააკლდა.






ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ზაზა ფაჩულია სარეაბილიტაციო კურსს გადის
ზაზა ფაჩულია სარეაბილიტაციო კურსს გადის
ზაზა ფაჩულია სარეაბილიტაციო კურსს გადის. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი დღეს გამთენიისას გუნდთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა. 
წაკითხვა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ექიმი - ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულია მწყობრში უნდა იყოს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ექიმი - ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულია მწყობრში უნდა იყოს
ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულია მწყობრში უნდა იყოს, - ამ განცხადებას საქართველოს საკალათბურთ
წაკითხვა
ზაზა ფაჩულია საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა
ზაზა ფაჩულია საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა
ზაზა ფაჩულია საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა. ნაკრების კაპიტანი “აკროპოლისის თასს” ტრავმის გამო გამოტოვებს.
წაკითხვა
ზაზა ფაჩულია ეროვნულ ნაკრებს საბერძნეთში გაყვება
ზაზა ფაჩულია ეროვნულ ნაკრებს საბერძნეთში გაყვება
ზაზა ფაჩულია ეროვნულ გუნდთან ერთად, საბერ
წაკითხვა
ზაზა ფაჩულიამ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო
ზაზა ფაჩულიამ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები
წაკითხვა
საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის საკალათბურთო ელიტას უბრუნდება
საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის საკალათბურთო ელიტას უბრუნდება
11 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის საკალათბურთო ელიტას უბრუნდება. 
წაკითხვა
რატი ანდრონიკაშვილი - მესამე ადგილი ძალისხმევით და ჯიგრიანი თამაშით მოვიგეთ
რატი ანდრონიკაშვილი - მესამე ადგილი ძალისხმევით და ჯიგრიანი თამაშით მოვიგეთ
11-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის საკალათბურთო ელიტას დაუბრუნდა. 
წაკითხვა
საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ჰოლანდიასთან დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა
საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ჰოლანდიასთან დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა
ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის
წაკითხვა