საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

პანდორას გალაქტიკათგროვაში დიდი ოდენობით ახალი ულტრა-დიფუზიური გალაქტიკა აღმოაჩინეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-06 01:07:00

მასიურ გალაქტიკათგროვა აბელ 2744-ში (ასევე ცნობილი, როგორც პანდორას გროვა), ასტრონომებმა 76 ახალი, ულტრა-დიფუზიური გალაქტიკა აღმოაჩინეს. შედეგად, განახლდა ამ გროვაში არსებულ გალაქტიკათა ამჟამინდელი აღნუსხვა. ეს ფაქტი შესაძლოა მეცნიერებს დაეხმაროს ულტრა-დიფუზიური გალაქტიკების ბუნების უკეთ შესწავლაში. 

ულტრა-დიფუზიური გალაქტიკები უკიდურესად დაბალი სიმკვრივის გალაქტიკებია. მათ შორის უდიდესი ირმის ნახტომის ზომისაა, თუმცა შეიცავს ჩვენს გალაქტიკაში არსებულ ვარსკვლავთა ოდენობის მხოლოდ ერთ პროცენტს. მათი იდუმალება ჯერ კიდევ ამოუხსნელი რჩება მეცნიერთათვის — ცდილობენ გაარკვიონ თუ რატომ არ „გლეჯს“ ამ სუსტ, მაგრამ მსხვილ გალაქტიკებს მასპინძელი გროვის გრავიტაციული ველი. გარდა ამისა, უცნობია მათი რომელი ნაწილებია „არშემდგარი“ კაშკაშა გალაქტიკები, „გაბერილი ჯუჯები“ ან სხვა ფენომენები. 

აბელ 2744 გიგანტური გალაქტიკათგროვაა, რომელიც 4 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით, მოქანდაკის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. იგი ამ დრომდე ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე მასიური და დარღვეული გალაქტიკათგროვაა. მაღალია მისი გროვისშიდა  სინათლე და ვარსკვლავთა პოპულაცია, შეიცავს კაშკაშა კალაქტიკებსაც, რაც მას ბრწყინვალე ადგილად აქცევს ულტრა-დიფუზიური გალაქტიკების საძიებლად.

სწორედ ამის გამო იკვლევს აბელ 2744-ს ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი სტივენ ჯენსენსის ხელმძღვანელობით; ისინი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის პროგრამა Frontier Fields-დან (FF) მიღებულ მონაცემებს იყენებენ.  FF ცნობილია გალაქტიკათგროვებისა და გრავიტაციული ლინზირების დღემდე არსებულ ყველაზე ღრმა ფოტოთა გადაღებით. FF-ის მონაცემების ანალიზის შედეგად, ასტრონომებმა ამ უზარმაზარ გალაქტიკათგროვაში დიდი ოდენობით ახალი ულტრა-დიფუზიური გალაქტიკა აღმოაჩინეს.

საერთო ჯამში, ჯგუფმა აღმოაჩინა 76 ახალი ულტრა-დიფუზიური გალაქტიკა — 41 მათგანი გროვის ველში, 35 კი პარალელურ ველში. მათ ასევე დაიანგარიშეს აბელ 2744-ში არსებულ ულტრა-დიფუზიურ გალაქტიკათა საერთო რაოდენობა. როგორც დოკუმენტი იუწყება, იმის გათვალისწინებით, რომ დაკვირვებები გალაქტიკათგროვის მხოლოდ მცირე მონაკვეთზე ხორციელდებოდა,  აბელ 2744-ში სულ 2 100 ულტრა-დიფუზიური გალაქტიკა უნდა იყოს. მკვლევრები შენიშნავენ, რომ ეს რიცხვი 10-ჯერ მეტია სხვა, მსგავს გროვაში (აბელ 1656, იგივე ბერენიკეს თმების გროვა) არსებულთა რაოდენობაზე. 

„აბელ 2744 შეიცავს 2133±613 ულტრა-დიფუზიურ გალაქტიკას, 10-ჯერ მეტს, ვიდრე ბერენიკეს თმების გროვა“, — წერია დოკუმენტში. 

გარდა ამისა, ამ კვლევის შედეგად, მეცნიერებმა ასევე განსაზღვრეს აბელ 2744-ში არსებულ ულტრა-კომპაქტურ ჯუჯა გალაქტიკათა ოდენობაც. მათი დაანგარიშებით, ამ გალაქტიკათგროვაში 385 ასეთი გალაქტიკაა. 

როგორც კვლევა ასკვნის, Abell 2744-ის ზოგიერთი ულტრა-კომპაქტური ჯუჯა გალაქტიკა შესაძლოა ერთ დროს ულტრა-დიფუზიურ გალაქტიკათა ბირთვები ან თანამგზავრები ყოფილიყო. იქვე აღნიშნულია, რომ ამ უკანასკნელთ საბოლოოდ მაინც გაანადგურებს გრავიტაციული ძალები.

გალაქტიკათგროვა აბელ 2744 (იგივე პანდორას გროვა)


მომზადებულია Phys.org-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სამყაროში 2 ტრილიონი გალაქტიკაა
სამყაროში 2 ტრილიონი გალაქტიკაა
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ნოტინგჰემი
წაკითხვა
უიშვიათესი, ლალისფერი ზღვის დრაკონი კამერამ პირველად დააფიქსირა
უიშვიათესი, ლალისფერი ზღვის დრაკონი კამერამ პირველად დააფიქსირა
დასავლეთ ავსტრალიის ღრმა წყლებში, პირველა
წაკითხვა
ირმის ნახტომის უშორესი ვარსკვლავები შესაძლოა სხვა გალაქტიკიდან იყოს მოპარული
ირმის ნახტომის უშორესი ვარსკვლავები შესაძლოა სხვა გალაქტიკიდან იყოს მოპარული
ჩვენი გალაქტიკის დღეისათვის ცნობილი 11 ყვ
წაკითხვა
ახლომდებარე ცვალებად ვარსკვლავთან „ცხელი იუპიტერი“ აღმოაჩინეს
ახლომდებარე ცვალებად ვარსკვლავთან „ცხელი იუპიტერი“ აღმოაჩინეს
ასტრონომებმა აღმოაჩინეს ახალი ეგზოპლანეტა
წაკითხვა
ფიზიკოსებმა ობიექტი „კვანტურ ლიმიტზე“ დაბლა გააციეს
ფიზიკოსებმა ობიექტი „კვანტურ ლიმიტზე“ დაბლა გააციეს
პირველად ისტორიაში, ფიზიკოსებმა მექანიკურ
წაკითხვა
მეცნიერთა აზრით, დედამიწის ბირთვის „ნაკლული ელემენტი“ აღმოჩენილია
მეცნიერთა აზრით, დედამიწის ბირთვის „ნაკლული ელემენტი“ აღმოჩენილია
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ დედამიწის
წაკითხვა
პატაგონიაში კარტოფილისა და პომიდვრის ნათესავი 52 მლნ წლის ნამარხი მცენარე აღმოაჩინეს
პატაგონიაში კარტოფილისა და პომიდვრის ნათესავი 52 მლნ წლის ნამარხი მცენარე აღმოაჩინეს
პატაგონიაში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს მცენა
წაკითხვა
სომეხმა ასტრონომებმა ახალგაზრდა ვარსკვლავურ ობიექტში ძლიერი ანთება დააფიქსირეს
სომეხმა ასტრონომებმა ახალგაზრდა ვარსკვლავურ ობიექტში ძლიერი ანთება დააფიქსირეს
სომხეთის
წაკითხვა
2455

უახლესი